Feeds:
პოსტები
კომენტარები

ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში Why wearing H&M still IS NOT prestigious ვწერდი, რომ დიდ ბრენდებს ასეთად (ბევრ სხვა რამესთან ერთად) მათი ისტორია აქცევს და ის ლეგენდები და მითები, რომლებიც ამ ისტორიის განმავლობაში იქმნება.

კომპანია Levi’s ერთ-ერთი ასეთი დიდი ბრენდია. ერთ-ერთი პირველთაგანი. და ის საკუთარ ლეგენდებს თვალის ჩინივით უფრთხილდება და არც სხვებს აძლევს უფლებას, დაივიწყოს. ბრენდის ცნობადობა უნიკალურია, რამდენადაც პრაქტიკულად 100% აღწევს ყველგან, სადაც კომპანიის პროდუქცია იყიდება. ამვე დროს, Levi’s, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევებით, მუდმივად სახელდება “ამერიკის სიმბოლოთა” 50-ეულში (დოლარის ბანკნოტის, თავისუფლების ქანდაკების, ჰოლივუდის… გვერდით). ანუ, ვამბობთ “ლივაის”, ვგულისხმობთ – ამერიკას :) და პირუკუ.

სწორედ ამ სიმბოლიკის თუ მითოლოგიის გამყარება განიზრახა სარეკლამო კომპანიის Wieden + Kennedy შემოქმედებითმა დირექტორმა სიუზან ჰოფმანმა (Susan Hoffman), ვისი იდეითა და ხელმძღვანელობით მომზადდა სარეკლამო კამპანია, რომელსაც, პირობითად, “ლივაისს+უითმენი” ეწოდება, ვინაიდან კლიპებს ფონად უოლთ უითმენის სტრიქონები მიჰყვება.

მეტი

ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,
მოვარდა იგი ურემს მედგრადა,
მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.
ვერ მიმასწავლი ტუალეტის გზას?

ტუალეტები. ტომი მესამე. ამჯერად აბრები.

ტრადიციული აბრა ტუალეტის კარზე გამოიყურება ასე.

თუმცა, არის ასეთი აბრაც – ეს, როდესაც ძალიან გიჭირთ და ტუალეტი კი დაკავებული დაგხვდებათ.

მეტი

მინდა ჩემი მეგობარი-ბლოგერის ერთ პოსტს შევეკამათო.

საუბარია ე.წ. Fast fashion-ის ერთ-ერთი ზვიგენის H&M-ის მცდელობაზე, მოახდინოს საკუთარი თავის რე-პოზიციონირება და გადაფაროს ბაზრის საშუალო-ზედა სეგმენტი. ამისთვის კომპანია კოლექციის ნაწილს  ცნობილ დიზაინერებს უკვეთავს. თუმცა, ეს მხოლოდ  H&M-ს არ ეხება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა შედარებით დაბალ საბაზრო და საფასო კატეგორიაში მოღვაწე ფირმებისთვის. იგივე გააკეთეს Liz Clabiorne, Mexx, Puma-მ…

მაგრამ ეს მცდელობები, რეალურად, მხოლოდ მათივე საბაზრო სექტორის მეტი პროცენტის დაკავების სშუალებაა და არა გარღვევა ერთი სეგმენტიდან მეორეში. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, Sonia Rykiel for H&M შეავიწროვებს GAP და ZARRA-ს მაგრამ ვერაფერს დააკლებს HUGO by Hugo Boss, Lacoste Club, Brooks Brothers-ს…

მიზეზები მარტივია.

მეტი

სექსი?

ქორწინებამდე არც იოცნებო, ძვირფასო!

მეტი

ყველაზე კრეატიული პატარძლები (volume 1)

მგონი, ის ბოლო სერია აღარ უნდა გვეყურებინა…

 

მეტი

Forbes აქვეყნებს იმ მსახიობების სიას, რომლებიც მათში ჩადებულ ინვესტიციებს ყველაზე საუკეთესოდ ამართლებენ. დათვლის პრინციპი იგივეა, რაზეც წინა პოსტში ვწერდი.

რეიტინგის სათავეში ტრანსფორმერი შაია ლა ბაფია (Shia LaBeouf), რომელში ინვესტირებულ ყოველ დოლარს მთელი 160 დოლარი ამონაგები მოაქვს. აი, ასეც ხდება, თუკი შესაფერის დროს შესაფერის ადგილას აღმოჩნდები, ჰოლივუდი ხელს გტაცებს, რომელიმე სპეც-ეფექტებით უაზროდ გაძეძგილ კრეტინულ ფილმში შეგაგდებს – და უკვე ყველაზე წინ ხარ.

მას ცოტათი ჩამორჩება ჯეიმს მაქევოი (James McAvoy), “ფორბსი” ზუსტ თანხას არ ასახელებს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ “განსაკუთრებით საშიშმა” (როგორც ჩვენმა კინოგაქირავებამ თარგმნა “Wanted”) 342 მილიონი დოლარი მოიტანა და მაქევოის ჰონორარი კი ძალიან მცირე იყო, ის სიაში მეორე ადგილზეა. ფილმი, იცით ალბათ, “ღამის გუშაგისა” და “დღის გუშაგის” ყაზახი რეჟისორის, ტიმურ ბეკმამბეტოვის გადაღებულია და მასში მორგან ფრიმენი და ანჯელინა ჯოლი თამაშობენ.

მეტი

Forbes აქვეყნებს იმ მსახიობების სიას, რომლებიც მათში ჩადებულ ინვესტიციებს ყველაზე ნაკლებად ამართლებენ ანუ რომელთა მქკ (მმკ-ში არ აგერიოთ :) ) – მარგი ქმედების კოეფიციენტი თუ რა ჯანდაბაცაა ყველაზე დაბალია.

ამ ანტი-რეიტინგის სათავეში კომედიანტი უილ ფერელია (Will Ferrell) მუსტაფა “ოსთინ ფაუერსიდან”,  რომელში ინვესტირებულ ყოველ დოლარს მხოლოდ 3.29 დოლარი ამონაგები მოაქვს. სხვათა შორის, ფერელი ჯეიმს ჯოისის სახელობის პრიზის ნომინანტია – კომედიური ჟანრის მსახიობისთვის ამაზე შეუსაბამო მხოლოდ ალფრედ ჰიჩქოქის სახელობის ჯილდო თუ იქნებოდა.

ობი-ვან იუენ მაქგრეგორს (Ewan McGregor) ერთ დოლარს თუ ანდობთ, 3.75 დოლარის დაბრუნება შეუძლია.

მას სულ ოდნავ ჯობნის გენიალური მსახიობი, ოსკაროსანი  ბილი ბობ თორნთონი (Billy მეტი

Do you not know that King Kong the first was just three foot six inches tall? He only came up to Faye Wray’s belly button! If God could do the tricks that we can do he’d be a happy man!

Eli Cross, The Stunt Man

პოსტი ეძღვნება ყველას, ვისაც ჰოლივუდი არ უყვარს :)

არის ეგეთი ფილმი – The Stunt Man (“ტრიუკების ოსტატი”), ბევრს, ალბათ, არც გექნებათ ნანახი – 1980 წელს გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ რაშმა. შესანიშნავი ფილმია. საუკეთესო კინო კინოს შესახებ და არა მარტო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბიჭებს მილიციონერობა და კოსმონავტობა აღარ უნდოდათ და ყველა კინორეჟისორობაზე იწყებდა ფიქრს, გოგოები კი დარბაზს ფითერ ო’თულზე შეყვარებულები ტოვებდნენ.

ტრიუკების ოსტატში ორი რამაა მაგარი – ფითერ ო’თულის გენიალური თამაში და დომენიქ ფრონთიეს გენიალური მუსიკა – საუნდთრექების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუნდთრექი.

მეტი

ჩემმა აი ამ პოსტმა ლოგიკური გაგრძელება მოითხოვა.

WC in Swisshorn Gold Palaceმნიშვნელოვანია, სად იცხოვრობთ, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სად (უკაცრავად ვარ და) მოშარდავთ.

შვეიცარულმა საათების მწარმოებელმა კომპანიამ Swisshorn და ჰონგ-კონგელმა ბიზნესმენმა ლამ საი-ვინგმა ჰონგ-კონგში ააშენეს Swisshorn Gold Palace – რომლის ინტერიერი მთლიანად ოქროთია შესრულებული და 50 მილიონი დოლარი დაჯდა. ოქროს სასახლის იჯარა 1 ღამეში 25’000 დოლარი დაგიჯდებათ, სამაგიეროდ, ამ ფასად შეძლებთ 14–კარატიან ოქროს უნიტაზში მოისაქმოთ.

მეტი

რამდენიმე დღის წინ, 9 ნოემბერს ცეცხლოვან მელაკუდას 5 წელი შეუსრულდა.

იუბილესთან დაკავშირებით, ვორდპრესის დამფუძნებელმა, დეველოპერმა და ბლოგერმა Matthew Mullenweg-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც ვორდპრესელთა კარგ გემოვნებას ადასტურებს.

2008 წლის 9 ნოემბრიდან 2009 წლის 9 ნოემბრამდე ვორდპრესელ ბლოგერთა და ვორდპრესული ბლოგების მკითხველთა სტატისტიკა ბრაუზერების მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. Firefox — 45.7%
  2. Internet Explorer — 38.7%
  3. Safari — 8.75%
  4. Chrome — 5.2%

წელს პირველად მოხდა, რომ Firefox-მა IE-ს გადაუსწრო.

2007 და 2008 წლების შედეგები ასეთი იყო:

მეტი

ქასფარ უოლში (Caspar Walsh) ცნობილი ბრიტანელი მწერალი, კინო და რადიო-სცენარისტი, რამდენიმე პრემიის ლაურეატი, BBC Radio 4-ის ჟურნალისტი და… სტაჟიანი სექსოჰოლიკია.

ამიტომაც, მისი ავტო-ბიოგრაფიული რომანის Criminal (“კრიმინალი”) დიდი ნაწილი ავტორისა და მრავალრიცხოვანი ქალების ურთიერთობებს ეძღვნება.

უოლშის თქმით, ქალებმა მისი ბედი და მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ეთაყვანებოდა ქალებს, ყოველთვის გაურბოდა მათთან ხანგრძლივ ურთიერთობებს. ახალგაზრდა ქასფარ უოლშმა მთელი მეთოდიკა შეიმუშავა, თუ როგორ უნდა დაეღწია თავი ურთიერთობებისთვის ისე, რომ ქალები ნაწყენნი არ დარჩენილიყვნენ.

მისი სტრატეგიის მთავარი ღერძი – გულწრფელობა იყო:

მეტი

Older Posts »