ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”?

Auditoria საზმაუს გუშინდელმა “აუდიტორია”-მ ისეთსავე შოკში ჩააგდო ბევრი, როგორც “იმედის” “მოდელირებულმა ქრონიკამ”, არადა, ამ გადაცემაში წარმოდგენილი გამოკითხვაც ოდნავ მოდელირებულს გავდა.

ასე გამოკითხვების ჩატარება არ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ობიექტური სურათის დანახვა გვსურს. ეკა ხოფერია რომ ჩემს ნაცოდვილარს არ წაიკითხავს, ვიცი, არადა, ვეტყოდი – თუ ახალგაზრდა ადამიანს ეკითხები, ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”, იქვე რატომ არ ეკითხები, თუ ვინ დაწერა “მინერალური ჯაზი”, “მოგზაურობა ყარაბახში”, “საიდუმლო სირობა”? თუ ეკითხები, ვინაა რობერტ სტურუა, რატომ არ კითხავ, ვინაა ჭოლა? თუ ზაქარიაძე არ ახსოვს, კითხე, ვინაა ბეგაშვილი, იქნება და გაიხსენოს?.. ჰო, კაი, ბეგაშვილზე და “სირობაზე” ვიხუმრე, მაგრამ თუ რეზო ჩხეიძე არ იცის, ეგებ, დიტო ცინცაძის ფილმები უნახავს?

ადამიანები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი შვილები, შეიძლება, კითხულობდნენ სხვა წიგნებს, ვიდრე თავად ისინი კითხულობდნენ… (მაგრამ ბევრი სუსურუკუს დანგრევას ვერ შეგუებია და ამას შეეგუება?) ეკა ხოფერიაც არ უნდა აღშფოთდეს თუ შეშფოთდეს, თუკი მისი შვილი არ წაიკითხავს იმ წიგნებს, ის რომ კითხულობს და წაიკითხავს სხვას. ჩვენ, უფროსები, ზოგადად უნდა შევთანხმდეთ – უმცროს თაობას აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული გემოვნება. დასჯა, გაროზგვა და წიოკი ამ ამბავს არც უშველის და არც სჭირდება და, ხშირად, საშველი არც არაფერია. “სირობა” იქეთ იყოს და 25 წლის შემდეგ, ვფიქრობ, ეკა ხოფერიას შვილისთვის ზაზა ბურჭულაძე ისეთივე კლასიკოსი იქნება, როგორც ეკასთვისაა, ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილი.

გაუნათლებელი და გამართულად რომ ვერ წერს და ლაპარაკობს ისეთი, ეკა ხოფერიას თაობაშიც ბევრი მინახავს. თავს ნუ მოიტყუებთ, თუ ღმერთი გწამთ…

თუ მაინც გვგონია, რომ სადღაც ახალი პრობლემა გვაქვს, ამას ახლებური მიდგომით თუ მოევლება, “აუდიტორიის” აუდიტორიის უდიდესი ნაწილი კი გასული საუკუნის დასაწყისიდან მელაპარაკებოდა, ასე მეგონა… მართალია, XX საუკუნის დასაწყისში, შენობაში შესვლისას, შავ სათვალეს ადამიანი მოიხსნიდა (მით უმეტეს თუ კარგად არ არგია ცხვირზე და ქვე მოცოცავს), მაგრამ ეს ხომ საქართველოა… აქ, რატომღაც, ჰგონიათ, მთავარია, ილია ჭავჭავაძე გქონდეს წაკითხული და გემოვნება გინდ გქონია, გინდ არა. ყოფითი კულტურა გინდ გქონია, გინდ არა…

ისე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიასიც გამკვირვებია: თუ ხედავ, რომ შენი შვილი 24 საათი კომპიუტერშია შემძვრალი, უყიდე ქინდლი – ეგება, დაინტერესდეს? “გაუნათლებელი” ამერიკელები ხომ ინტერესდებიან? საქონელი თუ არ იყიდება, უნდა უკეთ შეფუთო და უკეთ დაარეკლამო – მარკეტინგის ლექტორი არ გყავთ მაგ დალოცვილ უნივერსიტეტში? არადა, ვიცი, რომ გყავთ… პედაგოგზეც ბევრია დამოკიდებული, მურღულია მართალია – თუ პედაგოგი, უკაცრავად ვიყო და, იწრო გონებისა არს და მარჯვნივ და მარცხნივ ნაბიჯის გადადგმისა ეშინია, კალაპოტიდან არ ამოვვარდეო, მისი მოსწავლეების ბედისა არ მშურს.

  • ამაზე გამახსენდა და ერთი (უკაცრავად ამ ადამიანთან, მაგრამ) იდიოტი მშობელი ვიცი. წირვიდან შინ მობრუნებულმა შვილს “ჰარი პოტერი” გამოგლიჯა ხელიდან, დაუფხრიწა და დაუწვა. მერე უთხრა, აჰა შვილო სხვა წიგნი (თუნდაც, ილია ჭავჭავაძე იყოს) და ეს წაიკითხეო. დარწმუნებული ვარ, ბავშვმა არ წაიკითხა და არც არასოდეს წაიკითხავს. ეჭვი მაქვს, იმ ბავშვს საერთოდ დაეკარგა კითხვის სურვილი.

მოკლედ, წიოკი უსარგებლოა და “დაუნების” ყვირილი კი სირცხვილია. ილიას შერცხვებოდა.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” რომ წიგნები ციფრულ ფორმატში გადააქვს – ეს სწორი ნაბიჯია და სასარგებლოა. ილიაც ასე მოიქცეოდა.

“ჩემო კარგო ქვეყანავ” კიდე (გულზე ხელი დავიდოთ და) სუსტი ლექსია. მაგას სჯობს “მგზავრის წერილები” წავიკითხოთ. საშვილიშვილოდ გვაქვს დავიწყებული.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
გუტენბერგის აღსასრული

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

55 thoughts on “ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”?”

  1. მე საერთოდ არ ვარ მომხრე იმის რომ ვიღაცა ვიღაცას რაღაც ნოტაციებს უკითხავს მენტორული სიფათით, ისე თითქოს თავად ყოვლისმცოდნე ჭკუის კოლოფი იყოს. ვისაც რამის სწავლა უნდა ისწავლოს ან არ ისწავლოს თუ ასე უნდა. გინდა თუ არა ეს წაიკითხე და ეს ისწავლეო ამის თქმის უფლება არავის აქვს. თუ მინდა წავიკითხავ თუ არ მინდა არ წავიკითხავ. ეს არ იყო სატელევიზიო-სადისკუსიო თემა! გაიფარჩაკეს თავი 🙂

    Like

    1. დილისთვის ცოტა შეუსაბამოა 🙂
      თუმცა, რას გაუგებ ამ ცხოვრებას.

      მე მაგალითად ერთი პერიოდი ღამე უჟასების ყურება მიყვარდა ხოლმე. კოშმარი ტელების ქუჩაზე, პარასკევს 13 რიცხვში და ეგეთების… 🙂

      Like

    1. arc me camikitxavs MINERALURI JAZI 🙂 magram meejveba raime gansakutrebulad girebuli ram gamometovebina. Mixeil Javaxishvili ki yvelam unda cavikitxot… da Iliac… amas tavisi mizezi aqvs, rasac axsna ar unda sjirdebodes, vimedovneb…:)

      Like

  2. ზაზა ბურჭულაძე 🙂
    უბრალოდ, სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარული ავტორია, თან კარგად წერს. თან რადიკალურად განსხვავებულია ყველა სხვა ქართველი მწერლისგან.
    ამიტომ ვახსენე.

    ადიბასია ძალიან მაგარი.
    და ზუსტი.

    ეხლა ერთ-ერთ სტუმარს გუშინ ეცვა იმ ფერებში, რაც ტელეგადაცემაში, სერიოზულ თოქ-შოუს დროს არ უნდა ჩაიცვა. უბრალოდ არ ეხამება ერთმანეთს და არ შეესაბამება სიტუაციას.
    დავდგე და გავაკრიტიკო?

    Like

  3. ეს რა სერიოზული თემაა, და კომენტარის გარეშე არ დავტოვებ : )

    ადამიანებს აფასებენ მისი მსოფლმხედველობის, აზროვნებისა და გემოვნების მიხედვით. თქვენ წარმოიდგინეთ და ამაში წიგნიც ურევია. (მაგალითად იმასთან, ვისთვისაც ბურჭულაძე ისეთივე კლასიკოსია, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილი, მე ვერ ვიმეგობრებ : ) )

    ხოდა ასე რომ , საჭიროა ისიც წაიკითხოს და ესეც, არ უნდა დაუშალო, სანამ ბავშვია გეზი უნდა მისცე, რომ გაიზრდება, რაც უნდა ის წაუკითხია, მერე მაინც მაგის მიხედვით განსჯიან და მოისვრიან იმ ადგილას, სადაც თავისი თავი თვითონვე განსაზღვრა (ანუ ბურჭულაძის ფანები ერთგან, ჯავახიშვილის ფანები მეორეგან).

    მაგრამ, მეორეს მხრივ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს კლასიკოსების შესახებ, თან უბრალო კლასიკოების კიარა, საზოგადო მოღვაწეების შესახებ (აბა ისაა კარგი, თოქ შოუ “ნომერ პირველი ქართველი” დაასახელეთო, სახალხო გამოკითხვა რომ იყო და პირველ ადგილზე ზვიად გამსახურდია გავიდა! სირცხვილ! ) ჭავჭავაძე ძალიან ცნობილია, სკოლაში ისწავლება და ეს თუ არ იცი, გამოდის რომ სკოლაში არ გივლია, ან გივლია და გაკვეთლებზე ცოცხალი მკვდარივით იჯექი (ქიმიის მასწის საყვარელი ფრაზაა :დ ) : )

    მაგრამ ხოფერის მხრიდან ასეთი კრიტიკა, მომიტევეთ და, მართლაც უშნოა : (
    ლორდის პათოსს ვეთანხმები

    Like

    1. ქართულ პროზას რომ მოვაკლოთ ოზა და დავუმატოთ წუნი –
      გამოვა პრუწუნ-პრუწუნი. 🙂

      (ასე ამბობდა გალაკტიონი ბურჭულაძის წაკითხვამდე)

      Like

      1. გალაკტიონი ამას იმდროინდელი მწერალთა კავშირის წარმომადგენელ ვითომ მწერლებზე ამბობდა, მეეჭვება, მიხეილ ჯავახიშვილი ეგულისხმა…

        Like

      2. რა არის ეს სამი “არ ვეთანხმები” რა ამბავია? 🙂
        რატომ არ გიყვართ ზაზა ბურჭულაძე? მელოტი როა მიტომ?

        არადა მართლა ძალიან ნიჭიერი მწერალია.
        კოელიოს თავზეც გავიარე.

        Like

  4. ისე, ყველაფერს ვერ წაიკითხავ – დრო არ გეყოფა.
    ახალი ავტორები ჩნდებიან. ზოგი იყო და არ თარგმნიდნენ, ზოგი არ იყო და ახლა გამოჩნდა.

    ჩემი დიდი ბაბუა (უნდა წავიტრაბახო ახლა და) პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს და იბეჭდებოდა კიდეც მასთან 🙂 მაგრამ არ იცოდა ვინ იყო ფოლქნერი. კაფკა. ჩაპეკი. იმას ნაკლები ქონდა წასაკითხი და მე დამემატა აგერ. ასე რომ, არჩევნის გაკეთება მიწევს.

    ჰოდა, ანა კარენინა რომ წავიკითხე და არ მომეწონა – ომი და მშვიდობა აღარ წამიკითხავს. სამაგიეროდ მაგის წაკითხვაზე რომ დამეხარჯებოდა ეგ დრო გამოვიყენე ბორის ვიანის, მუჰამედ დიბისა და რობ-გრიეს წასაკითხად. 🙂

    Like

    1. ვა, რა საინტერესოა 🙂

      ხო, ყველაფერს ვერ მოასწრებ, ეს არ ესმოდა ჩემს ფილოსოფიის ლექტორს, რომელიც სულ გვეუბნებოდა: თქვენი ასაკის, რომ ვიყო ხოხო რამდენს წავიკითხავდიო (ვითომ ახლა ისეთ ასაკში იყო, ვერაფერს წაიკითხავდა)…

      წასაკითხი მართლაც ბევრია : ) ასარჩევიც ბევრია …

      Like

    2. ახლა ვუყურებ ამ გადაცემას, სტუდენტების გამოკითხვა საშინელება იყო, ელემენტარული არ იციან, ისინი ხომ უნივერსიტეტში სწავლობენ, სტუდენტები არიან. როგორც მინიმუმ ეროვნული გამოცდები როგორ ჩააბარეს?

      Like

      1. ეგრეა 🙂 მაგრამ სურათი მაინც არაა მთლად ნათელი.
        სკანდინავიელები გადასარევი ხალხია და უგზო-უკვლოდ განათლებულები, მაგრამ მე ვნახე Nორვეგიელები, ვინაც არ ქონდათ წაკითხული იბსენი, სამაგიეროდ ქონდათ წაკითხული სხვა ავტორები, რაც მე გაგონილიც არ მქონდა. ასე ვერ იმსჯელებ.

        სამების ტაძარი მე მაგალითად არ მომწონს – იმიტომ რომ ვერ გაიგებ, როდისაა აშენებული. არ შეიძლება დღეს აშენო, როგორც წინა საუკუნეებში. ასევეა ლიტერატურაც. არიან ავტორები, რომლებიც არ ძველდებიან, მაგრამ უამრავია, ვინც ძველდება თუნდაც რიტმის და ფორმების თვალსაზრისით. ნობელიანტთა სია გავსებულია ისეთი ავტორებით, მარტო სპეციალისტები რომ კითხულობენ დღეს.

        Like

  5. როგორ შეიძლება სტუდენტი იყოს ადამიანი და არ იცოდეს ილია ჭავჭავაძე?
    ვითომ ახლა ვერ ხვდებით, ეს რომ პრობლემაა და ბურჭულაძე ვერ უშველის ამას.
    ბურჭულაძეს თავად ილია წაკითხული აქვს და მისი მკითხველიც რომ ოყო, რატომ არ უნდა გქონდეს წაკითხული?
    ჯერ კლასიკა უნდა წაიკითხო და მერე სხვა ლიტერატურა.
    მაგრამ სტუდენტები არიან ძალიან გაუნათლებლები. ეს მოდის ოჯახიდან. მერე სკოლიდან და ამის გამოსწორება უნივერსიტეტში უკვე დაგვიანებულია ძალიან და შეუძლებელიცაა.

    Like

  6. კარგი პოსტია
    ძალიან გამაღიზიანა გუშინდელმა გადაცემამ
    ეჭვი მაქვს, იქ მყოფები მხოლოდ ამაში ერკვევიან და მეტი არაფერში. მერე კი ამაყად გამოდიან და ამბობენ, აი, მე ილია ვიცი და შენ არ იცი და სლე ხარო
    და ბოლოსდაბოლოს სირცხვილია, როდესაც არ იცი, რას ნიშნავს დაუნი

    Like

    1. ისე, სტალინმა უთხრა ერთხელ კრუპსკაიას – ბელადთან თუ გძინავს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კარგად იცნობ ბელადსაო.

      ადამიანმა, რომელიც არის ქსენოფობი, ნეოფობი, ჰომოფობი და რასისტი როგორ შეიძლება იცოდეს ილია?
      და ასეთები სხვებს არხვენენ, ილია რატომ არ იციო.

      მარაზმია.

      Like

  7. არ მჯერა რომ ომი და მშვიდობა არ გაქვს წაკითხული. 🙂
    არ გავს შენი ბლოგი იმ ადამიანის ბლოგს, ომი და მშვიდობა რომ არ აქვს წაკითხული.

    Like

    1. ბლოგი რა შუაშია?
      🙂
      ნახე რა შენც ტოლსტოი-ბლოგერი.

      შენ წარმოიდგინე, ფილმიც არ მაქვს ბოლომდე ნანახი.
      თუმცა, რავი ახლა ძალიან რომ არ გავპაზორდე შენს თვალში, გეტყვი, რომ მოთხრობები წაკითხული მაქვს ტოლსტოის და უკეთესია ბევრად. რომანებიში კი სჭირს словопонос. შეიძლება იმ დროს ასე იყო მოდაში, არ ვიცი.

      Like

  8. აქ საუბარი ელემენტარული რაღაცეების ცოდნაზე იყო, ეს კითხვები არ დაუსვამთ მე-5 კლასელისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

    Like

    1. ნუ ჩააბარა და დაავიწყდა 🙂
      იბსენი ილიაზე მეტიცაა (როგორც მწერალი)…
      მე იმას კი არ ვამბობ – კაია-თქო. მე ვამბობ თუ ვთქვათ არ გაქვს წაკითხული ჩემი უსაყვარლესი მწერალი დიუმა, მაგრამ გაქვს წაკითხული ტურნიე ან უოლბექი… რატომ ხარ გაუნათლებელი და უვიცი?

      Like

      1. ეგ ცნებები პირობითია, ლორდ 😉 და ძალიან ზოგადი და შედარებითი მახასიათებელია ….

        რაღაც კუთხით კი უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ ძალიანაც გადაჭარბებით ამ ცნებების ხმარება, არაა მართებული (იმჰო)…

        მჯობნის მჯობს რა დალევსო, ასეა სწორედ :დ

        Like

  9. მაგრამ, ბარემ ავღნიშნავ, (ამირან გულში მღეროდა, რომ არ გამოვიდეს) არც მე მომწონს როცა არ იციან სტუდენტებმა არაფერი.. თესეუში სამაგისტრო გამოცდების სავარჯიშო ლექციები ტარდება, იქ დავდივარ რა (მათემატიკას ვიხსენებ), ხოდა ერთი ფილოლოგი ამბობდა (განა ცუდი გოგოა, მაგრამ გულში მომხვდა ფრაზა): რად გვინდა მათემატიკის ასეთი ცოდნაო. არ დავეთანხმებოდი, ცოდნა აუცილებელია. მით უფრო რომ როცა გაძლევენ, უნდა აიღო. იმის თქმა, რომ “უფ, მაინც არაფერში დამჭირდება”, სისულელეა 🙂

    Like

  10. სხვა ბლოგზეც დავტოვე და იგივეს ვიმეორებ: სასტიკად მაღიზიანებს უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდობის კრიტიკა და მათი უმაქნისად გამოყვანა…
    მაგრამ “ჩემო კარგო ქვეყანავ”–ს ცოდნას ნაკითხობა და რთული არჩევანის გაკეთება არ სჭირდება, არამედ სკოლის პერიოდში მინიმუმის და უფრო ნაკლების გაკეთება…

    Like

  11. ჩემი აზრით ეს ვითომ “სკანდალი” ეკა ხოფერიას პირველი გადაცემისთვის ატეხილი აჟიოტაჟისთვის იყო.
    და გამოკითხვაც არაობიექტური იყო და ბევრი გარეშე ფაქტორების გათვალისიწინება იყო საჭირო.

    “ომი და მშვიდობა” არც მე მაქვს წაკითხული 😉

    Like

    1. წაიკითხე მერე რას ელოდები? 🙂

      ისე ამ სკანდალმა მაგრად იმუშავა. ახლა ვნახე ჩემი ეს პოსტში ვორდპრესულ პოსტთა 5-ეულშია. ასეთი პატივი, მგონი, არც მასონებს ერგოთ, არც ტრაკებს და არც ნაშებს. 🙂

      მაინც გული შეგვტკივა ქართველთა ფართო მასებს მშობლიური ლიტერატურის ბედზე 🙂

      Like

      1. უი გილოცავ!!! გამიხარდა!!! მაგარია ;)))

        ჰოდა არ ვაპირებ იმდენი კინოვერსია მაქვს ნანახი როოომ 😀 ხოდა ვარ უსწავლელი კრეტინი 😀

        Like

      2. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ უამრავი ადამიანი ეძებს გუგლში “ჩემო კარგი ქვეყანას” 🙂
        იმედია, მართლა ავტორს არ ეძებენ, არამედ იმ გადაცემას.

        Like

  12. მე ყველაფერში გეთანხმები თავიდან ბოლომდე.ისეთი ბავშვები კიდევ,გუშინ რომ გამოკითხეს,ბევრი არაა. მათი რაოდენობა ნამდვილად არაა საგანგაშო. და რა სნობური მიდგომაა ისე ზოგადად,ღმერთო ჩემო. ასე ვერ განსაზღვრავ,რისი წაკითხვის შემდეგ ხარ განათლებუული და რისი არა. ან ეს ვინ დააწესა,რომ ჯერ კლასიკა უნდა წაიკითხო და მერე სხვა ლიტერატურა. ძალიან არასწორი მიდგომაა. დროსთან ერთად გემოვნება,შეხედულებები ძალიან იცვლება. რაც წინა თაობებისთვის ფასეული იყო,ის შეიძლება ჩვენთვის არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენდეს და ეს ტრაგედია ნამდვილად არაა, ბუნებრივი პროცესია. და მართლა ბავშვს ჰარი პოტერი გამოგლიჯო და ილია მიაჩეჩო,რა,ის ბავშვი განათლებული გაიზრდება? ყველამ თვითონ აირჩიოს,რისი წაკითხვა უნდა,ან უნდა თუ არა საერთოდ წიგნი.

    Like

  13. ჰმმ, აქ რა ხდება ? :))
    ო, ხოფერიას გადაცემაო, ისაო ესაო…
    ეს ისეთი საკითხია მაგაზე წიგნის დაწერა შეიძლება :)))
    რომ აღარაფერი ვთქვათ ეკაზე, მის მოწვეულ სტუმრებსა და თემატიკაზე, ერთი რამ ნათელია ძალადობა საქმეს არ შველის თუმცა, გონივრულად გაკეთებული შეთავაზება ბევრად ეფექტურია :))) მაგალითისთვის ლორდის შეთავაზება – თუ ხედავ, რომ შენი შვილი 24 საათი კომპიუტერშია შემძვრალი, უყიდე B&N Nook – ეგება და დაინტერესდეს?

    Like

  14. ვერ ხვდება, რომ ეს ფული ჰაერში გადაგდებული კი არ არის, არამედ ზოგადად ოჯახის და თავისი თავის სასარგებლოდ გაკეთებული ინვესტიციაა, რომელმიც შეიძლება უზრუნველყოფილი სიბერეის გარანტიც კი აღმოჩნდეს ან უბრალოდ იმისა, რომ შენი შვილი ამ დროისათვის შენს კისერზე არ იქნება და ათასი რამ კიდე როგორც შვილის, ასევე მშობლებისა და საზოგადოების სასარგებლოდ და ვინ იცის კიდე იქნებ მსოფლიოს მასშტაბითაც (სოროსი) :)))

    Like

  15. მე რაც გამაღიზიანა ყველაზე მეტად მაგ გადაცემაში, სტუდიაში არსებული სტიმრები იყვნენ. დონდლო დედალამაზიშვილმა და ფრანის ბიჭმა არ უნდა ამიხსნან რა კარგია თურმე დოჩანაშვილი. არც ყიფშიძემ და საერთოდ, ჯანსუღ ჩარკვიანს რა ჯანდაბა უნდოდა, ვერ გავიგე …
    მარა ნუ ეგეთი ქვეყანა გვაქვს.

    მე ვფიქრობ რომ ეგენი უნდა იცოდე, და რომ ბურჭულაძე ძალიან მეეჭვება როდესმე რამე ისეთს შექნიდეს, როგროიც “ჯაყოს ხიზნებია”. ასე რომ, მარტო იმის მომიზეზება, რომ ის ძველია და არ უნდა ვიცოდეთ, არასწორია. ის უნ და ვიცოდეთ, რაც ღირებულია. ხოოდა, ღირებულებები ვისთვის რაა, თვითონ უნდა წყვეტდნენ. ეგ რო გადაწყვიტონ, ნორმალურ ოჯაში უნდა გაიზარდონ და იდიოტი მასწავლებლები არ ყავდეთ.
    ვოტ ტაკ 🙂

    Like

  16. ar vici saidan davicko. 🙂

    chemtvis es ar aris chveulebrivi ambavi, rodesac studentma ar icis ilia chavchavadze. tu chven davivicket ilia, akaki, shota, mashin vart tu ara saertod kartvelebi? da shevzlebt tu ara iseti sahelmcifos ashenebas chven rom gvinda kvelas?

    tkvens blogs gadavhede da ashkarad ganatlebuli adamiani hart, es ceris manerazec getkobat da nutu tkventvis martla sul ertia tu chveni saganmanatleblo sistema aset studentebs zrdis? ikneb, tkveni kurselebic ikvnen, sheizleba kargi megobrebic arian, magram chven hom umaglesis studentebze vsaubrobt, vinc erovnuli gamocdebi carmatebit dazlia da ahla scavloben tan iset prestizul sascavleblebshi, rogorc kavkasiis universitetia?

    ashkaraa rom ar aris es sistema cesrigshi. burchuladze ar camikithavs chemda samarchvinod. mjera, rom kargi mceralia, magram tu is aseti popularulia ahalgazrdebshi, nutu manac ar icis ilia, spektaklebze ar dadis, natvris hes ar ukurebs? utuod icis. tkven tavadac hom icit? ratom mogcont shvebis ukacravad magram sruli uvicoba?
    tan qartveli mcerlebi ojahidan brzanebulhart.

    ukacravad gacharebistvis, magram misabazi da mosaconi unda ikos ganatleba da ara uvicoba. uvicobis moconeba ar aris kargi.
    tkven titkos amas aketebt tqveni postit.
    ar geckonot.

    Like

    1. ორჯერ დაპოსტვა არაა საჭირო – კომენტარი არ იკარგება 🙂 უბრალოდ მოდერაციაა ჩართული. ახლა ვნახე და ვაქვეყნებ. 🙂

      მე არავის ვიცავ და არც არავის ვამართლებ.
      არ ვარ მოსამართლე.
      ვამბობ მარტივ რამეს – გამოკითხვა იყო ჩატარებული ცუდად და არ გვაჩვენა ზუსტი სურათი! ამ არასწორად ჩატარებულ გამოკითხვას კიდე მოყვა წიოკი, რომელიც ნამდვილად არ მომეწონა.

      თუ ვინმე შეიძლება იყოს ჩემი კურსელი – ეს ეკა ხოფერიაა 🙂 თუმცა არ არის.
      მაგრამ მეც ვიყავი გამოკითხულთა ასაკის და კიდევ ნაკლები ასაკის და ვერ ვიტანდი, როცა ჭკუას მასწავლიდნენ. იყვნენ ეგეთები ჩემს ცხოვრებაში. ყველას ცხოვრებაში არიან.
      თუ მეუბნებოდენ გინდა თუ არა ეს წაიკითხეო – არ ვკითხულობდი ხოლმე პრინციპულად. 🙂 ამიტომ არაა სწორი და საერთოდაც უზრდელობა ეგრე დადგე და ამუნათო ადამიანი ეკრენიდან.

      მწერლების ოჯახიდან არ ვარ. 🙂 თუმცა გენებში მაქ ქართულ ლიტერატურასთან კავშირი. 🙂
      დასამალი არცაა – ალბათ, საამაყოცაა, – გრიგოლი და ალექსანდრე ყიფშიძეები ჩემი დიდი-დიდი ბაბუები იყვნენ.
      ასე რომ წიგნი ჩემს ირგვლივ ყოველთვის ფასობდა, მაგრამ არ მახსოვს, მამაჩემს ჩემთვის თავისი გემოვნება მოეხვია თავზე. თუ მომენტი იყო, ტექნიკურად შემომიგდებდა ხოლმე რაღაც სახელებს. მაგრამ თუ არ მომეწონებიოდა ტვინს არ მიბურღავდა ხოლმე.

      თაობებს კი არა ტყუპებსაც კი აქვთ ხოლმე განსხვავებული გემოვნება. ახლა ცემა-ტყეპით გამოვა რამე? ან რა შედეგის მიღება გვსურს?

      კიდევ არ მომეწონა რომ გადაცემა ბოლოს ლამის ქურდულ რაზბორკებში გადავიდა.

      გადავეკიდე მაგრამ, მოეწვია ეკას ზაზა ბურჭულაძე, ბაკურ სულაკაური, მალხაზ ხარბედია… ნუ დათო ტურაშვილს ვერ მოიწვევ – არავის არ ალაპარაკებს 🙂
      ჯანსუღ ჩარკვიანი არ არის საერთოდ ავტორიტეტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც გინდა რომ ხმე მიაწვდინო. არც ლელა წურწუმია. თუ პირველი ბლოკის სტუმრებმა არ დაგაინტერესა – გადართავ სხვა არხზე დამორჩა. გადაცემას ვინც გეგმავს, ამდენი ხომ უნდა ესმოდეს?

      რავი… ბევრი რამის დაწერა შემიძლია, მაგრამ… ნუ შეიძლება ამ თემას (რაკი მართლა დიდი ინტერესია და აგერ ტოპებში ზის პოსტი :)) დავუბრუნდე კიდევ.

      ამდენი ბოდიშების მოხდა საჭირო არაა 🙂 მე ძალიან ძნელად წყენია ადამიანი ვარ. 🙂
      ოღონდ გალაკტიონისა არ იყოს, ილაპარაკეთ, გევედრებით… ოღონდ ქართულად…
      ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ – ანუ წერეთ ქართული ანბანით. თორემ ვრცელი კომენტარის წაკითხვა ლათინურით ცოტა გამიჭირდა. 🙂

      Like

  17. “ეკა ხოფერიას შვილისთვის ზაზა ბურჭულაძე ისეთივე კლასიკოსი იქნება, როგორც ეკასთვისაა, ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილი.” – ოოო, აი, მაშინ კი მართლა დაგვერხევა 😀

    ეს გადაცემა არ მინახავს, მაგრამ ეკა ხოფერიას და წურწუმია-მგზავრების გასარჩევი თემა არ არის ახალგაზრდების განათლება. მასწავლებლებს-პროფესორებს მათხოვრული ხელფასები აქვთ და როგორც საბუნიამ დაწერა, ახალგაზრდობა დებილ პოლიტიკოსებს ხედავს მაგალითად, რომლებიც წარმატებულებიც არიან და ფულიც აქვთ. სხვა რას უნდა ველოდეთ?

    ასე მარტივად რომ იყოს საქმე, კარგი იქნებოდა, ყველა წაიკითხავდა ტოლსტოის, ნახავდა სტურუას სპექტაკლს და აშენდებოდა ქვეყანა.
    საშინელება ისაა, რომ ხალხმა თავისი საქმე არ იცის, არც სურვილი აქვს, რამე კარგად ისწავლოს და ქვეყანას გამოადგეს. მე სულ გადავუხვიე მგონი თემას, მაგრამ ეს უფრო მაწუხებს, ვიდრე ის, ხოფერია რას იტყვის TV-ში.

    Like

    1. ნუ ახლა მთლად ეგრეც არაა 🙂
      ახლაგაზრდობა ხედავს წარმატებულ და განათლებულ ადამიანებსაც.
      ლადო გურგენიძეს მაგალითად. თუ მაგალითი და მიბაძვა გინდა – ეგერ.
      სხვათა შორის, ბენდუქიძე იგინება ხოლმე, თორემ ნაკითხობა არ აკლია.
      🙂

      ნუ ბურჭულაძე როგორც ჩანს მარტო მე და ლევან ბერძენიშვილს მოგვწონს 🙂

      Like

  18. მართალია, ქართული ჟურნალისტიკის პატრიარქმა და მატრიარქმა პოლიტიკაში გადაინაცვლეს,მაგრამ ნუგეშად ხოფერია დაგვიტოვეს:)

    Like

  19. ხოფერიას ამის მიხედვით უნდა ელაპარაკა:

    Click to access 1818_Gamocdebis_ganrigi.pdf

    და არა იმის: წაკითხული აქვთ თუ არ ვინმეს ილია : |

    ერთი ნახეთ რა, ადრე უნარების მაქსიმალური ქულა იყო 100, წელს ჩამოვიდა 80-ზე და დრო არ ვიცი შეიცვალა თუ არა.

    მათემატიკის ტესტი (საკუთრივ მათემატიკა), ადრე მაქსიმალური მეტი იყო (ზუსტად არ ვიცი), ეხლა კატასტროფულად მცირე რიცხვია – 55
    და თან დროც გაუზარდეს.
    სამაგიეროდ, უცხო ენების მაქსიმალური ქულა არ შეცვლილა :დ (ეტყობა უცხო ენა არ უჭირთ :ლოლ:)

    აქედან მე მაგალითად ცუდ დასკვნას ვაკეთებ, მაგრამ ისიც ვიცი, ეს არასრული ინფორმაციაა, კიდე უფრო დაწვრილებით თუ დადებს ნაეკ.ჯე, მეტად სრულყოფილი სურათი იქნება : )

    Like

  20. ე. ი. მე როგორც ადამიანს, რომელსაც მართლა ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული იმისდა გამო, რომ უბრალოდ არ მაინტერესებდა ვიტყვი, რომ სირხვილია მაინც მსგავსი რამ. ჩემი აბიტურიენტობა განახსენდა სულ რაღაც 6 წლის წინ.

    ვიცი ვისია “მინერალური ჯაზი”, ” “მოგზაურობა ყარაბახში” ჩემი საყვარელი თანამედროვე მწერლისაა და “საიდუმლო სირობა”-ც ერეკლე დეისაძისაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჭავჭავაძესთან საერთოდ როგორ შეიძლება ზაზა ბურჭულაძე ვახსენოთ. ადამიანი, რომელსაც ელემენტარული კულტურა არ ჰქონდა 2008 წლის წიგნის ფესტივალზე, რომ სიგარეტის წევითა და საღეჭი რეზინის ღეჭვით არ ასულიყო პრიზის მისაღებად, მაშინ როდესაც “მინერალუმა ჯაზმა” რომელიღაც ნომინაციაში გაიმარჯვა.

    ამ ყველაფერზე ერთი ამბავი გამახსენდა, 13-14 წლის ასაკში ჩემს ჩემ ინგლისურის მასწავლებელს ვუთხარი ალბათ იაპონელებმა და ჩინელებმა საერთოდ არც იციან სად მდებარეობს საქართველომეთქი და მან ასეთი ფრაზით მიპასუხა: “educated people know everything”.

    Like

    1. მეთქი, ამ თემაზე აღარ ვიკამათებ 🙂
      მაგრამ კაი – ეს ბოლო იყოს.

      უზრდელობა, კაი ადამიანობა და მწერლობა ნაკლებად კავშირშია.
      კოწია ჩვენი პატივცემული იპურჭყებოდა ხოლმე პირდაპირ ძირს. 🙂 ცნობილია ეგ, თვითმხილველნი არიან.
      კნუტ ჰამსუნი. დიდი ადამიანი. მისი სამშობლოს ოკუპანტ ნაცისტებს მიემხრო.
      სელინი, რომელიც ფრანგებს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად მიაჩნიათ, იყო ფაშისტი, ანტი-სემიტი და ფრიად უსიამოვნო ტიპი.

      რაც შეეხება ილიას – ნამბერ უან! უდიდესი ადამიანი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ როგორც მწერალი – არ ვამბობ პუბლიცისტი, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ – სუსტი იყო.
      თავად იტყოდა, ახლა ჩვენ ძველებმა კალამი უნდა გვერდზე გადავდოთ და გზა ახალგაზრდებს (ზაზა ბურჭულაძეს) უნდა დავუთმოთო. 🙂
      გონებაგახსნილი კაცი იყო და ნამდვილად იტყოდა თავად.

      მორჩა.
      წავედი ახლა მე ქეთი ფარესაშვილთან.
      ამ თემაზე კიდე აღარ ვიკამათებ აწი.

      Like

  21. mceralsa da damcers shoris udidesi zgvari gadis, scored es zgvaria, klasikosis saxelsa da modur snobizms rom gamoarchevs, sabednierod, ertmanetisgan. kaci imas rom ityvis, mcerloba hamburgers unda gavdeso (yovelgvari definiciis gareshe!) misi moxsenieba am temis irgvliv saubris drosac ki uxerxulia, rom agaraferi vtqvat ufro girebul statusze.

    Like

  22. samarcvinoa is ras xdea saqartvelohi, ginda waiktxav ginda ara ra ubedureba. tu civiluri adamiani xar da iq cxovrob rac civilizaciam sheqmna, unda gainteresebdes ra sheqmna dgevandeloba, raze dgss tanamedrove samyaro, tu ar ici uvicixarda da egaa,kanoni tu ici dges da inglisuri tan kompiuteric karg tonad itvlega da aman dagupa is xalxi vin iq anaxes. ganTleba ar aris codna codna sul sxva ramaa. tu ar ici vinaa pikaso ar ici dali, romlmac shecvala tanamedrove samyar, tu ar wagikitxvas donkixoti, ar aaqvs mnishvneloba morwmune xartu ara unda waikixo biblia, homerosi, iliada, aman sheqmna samyao xalxno, tu ara da iqnebi barbarosi. rogor ar unda icode vis danatovarit cxovrob da sazrdoob cota mainc xom und dainteresde. kino tu ar gainteresebs teatri tu ar ginda, wgni tu ar giyvar , vin xarnashin, kanonebi ici? vistvisaa eg kanoni meme-adamianistvis xom aris, mere adamians unda icnobde, aradmains rom icnobde unda gaigo ratom gaakres promete, ras ambobs homerosi, goete, rustaveli, ilia da akaki unda chaixedo cota ragaragacebshi, da ara ptosurad shexvde am yvelafers uime ra anaxes es? ra anaxes da idotebic vart dges. vis rat unda sheni inglisui tu goneba ar gaq gavarjisehbuli da odnav mainc ar fiqrob ramze. ras fiqroben vajas personajebi, rogor uyurben samyaros, da mravali sxva…. moked gviyvardes kitxva da goimobaa is rom ar ici vinaa sturua da kavsadzes icnob tbs is reklamidan, ar utydbat mainc amas rom idzaxian.

    Like

  23. ჭავჭავაძის პოეზია, საერთოდაც, როგორც პოეზია ფრიად მოიკოჭლებს.
    პატარა ვიყავი ამას რომ ვფიქრობდი და ხმამაღლა ვერ ვამბობდი.
    მაგრამ, მერე, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჭავჭავაძის პოეზიას სუ სხვა დატვირთვა აქვს (ეს უჩემოდაც გეცოდინებათ) და როცა ხელახლა გადავიკითხე, სულ სხვა რამე დავინახე და არა მისი აპოეზიურობა.
    ამიტომ, გულზე ხელის დადება არ გვინდა..
    ან იქნებ გვინდა?
    კი, გვინდა. მაგრამ, სულ სხვა რამის გამო.

    Like

  24. სრული ჭეშმარიტებაა. კომენტარეებს ალაგ-ალაგ ჩამოვუარე, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, ამ პოსტის საწინააღმდეგოდ ვინ რა უნდა თქვას. ხოფერიამ საკუთარ განათლებას მიხედოს.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.