How-To: პერანგსშიდა

პერანგის შიგნით ჩასაცმელი მაისური, ინგლისურად undershirt რომ ჰქვია, ზოგს უყვარს და ზოგსაც – არა. თუ არ ატარებ, ეს პოსტი შენთვის არ ყოფილა.

მე მაცვია ხოლმე. მოსახერხებელი რამეა – როცა ცივა, სხეულის სითბოს ინარჩუნებს, როცა ცხელა – ოფლის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს და პერანგს იცავს. სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამადაც მოიგონეს.

დიდი არჩევანია ჩვენთან, ბევრგან შეიძენ, მაგრამ ფერები კი ჭირს – თეთრია 100-დან 99 შემთხვევაში (undershirt-ზე ვამბობ და არა T-shirt-ზე – ეს ორი სხვადასხვა რამეა).

თეთრი ყოველთვის კარგი არჩევანი არაა. შეკითხვაზე, რა ფერის პერანგსშიდა უნდა ჩავიცვათ თეთრი პერანგის ქვეშ, “ლოგიკური” პასუხი “რა თქმა უნდა თეთრი”, სულაც არ არის ლოგიკური. მცდარია. თეთრი პერანგსშიდა ღია ფერის პერანგის ქვეშ ნიშნავს ამას: Continue reading “How-To: პერანგსშიდა”

How-To: (გა)დაალაგე გარდერობი

ასეთი რამ თუ დაგმართია – იყიდი რაღაც ნივთს (ამ შემთხვევაში ტანსაცმელზე ვამბობ) მოიტან, გამოაღებ გარდერობს და… რაღაც მსგავსი, თურმე, გქონია. მაგრამ არ გახსოვდა.

მე დამმართია. და ასეთი სიბრიყვე რომ არ დაგემართოს, გარდერობში რა გაქვს, კარგად უნდა იცოდე. რა გაქვს, რად გადგია და რამდენად ხშირად იცვამ.

არის ერთი მარტივი ლაიფჰაქი, იმ ლაიფჰაქთა სერიიდან, ისედაც ხომ ვიცოდიო, იტყვი, მაგრამ არ იყენებდი და სასარგებლო კია.

იდეის ავტორი – ანტონიო სინტენოა – სთაილ ექსპერტი, იმიჯ კონსულტანტი და ბლოგერი.  ბლოგს პოსტის ბოლოს დავლინკავ. ახლა კი მისი რჩევა:

Continue reading “How-To: (გა)დაალაგე გარდერობი”

How-To: ფრანგული ნასკვი

არის ამბები, მთელი ცხოვრება რომ არასწორად ვიმეორებთ. იმიტომ რომ ბავშვობაში გვასწავლეს არასწორად. ან ჩვენ თავად ვისწავლეთ. ასეთი ამბავია.

დროა, გამოვასწოროთ.

მაგალითად – თასმები. თასმებს ფეხსაცმელზე არასწორად ვიკრავთ. ყველა არა, მაგრამ – უმრავლესობა. დამოუკიდებლად შეთასმვა ჯერ რომ არ ვიცოდით, მშობლები ან ბებია-ბაბუები გვითასმავდნენ და ასე გვასწავლეს და ვაგრძელებთ დიდობაშიც – საბავშვო ნასკვით.

ფეხსაცმლის თასმის საბავშვო ნასკვი იოლად იკვრება, მაგრამ იოლადვე იხსნება წამდაუწუმ, ამასთან, მოღრეცილია, ოკრო-ბოკრო და ასიმეტრიული.

დროა, ჩაანაცვლო ფრანგული ნასკვით.

ფრანგული ნასკვი არის ორი სახის. ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს.

Continue reading “How-To: ფრანგული ნასკვი”

მეზღვაურებს წინდები არ აცვიათ

მეტისმეტად საზაფხულო პოსტი იქნება, თუმცა ჯერისევ მზიანი ამინდებია და, ეგებ, კიდევ გამოგადგეთ.

Boat shoes (გემბანის ფეხსაცმელი) (ერთ-ერთი) საუკეთესო, მოხერხებული, გრილი და კომფორტული ფეხსაცმელია თბილი ამინდისთვის. არ იყო ჩვენში ისე პოპულარული, როგორც ამერიკასა თუ ევროპაში, მაგრამ ბოლო ხანებია სულ უფრო ხშირად ვხედავ ბოტასებს, კედებსა და ესპადრილების გვერდით.

ეს ფეხსაცმელი 1935 წელს მოიგონა ამერიკელმა ბიზნესმენმა, დიზაინერმა, გრაფიკოსმა, ფოტოგრაფმა და ზღვაოსანმა ფოულ სფერიმ (Paul A. Sperry), დააფუძნა საკუთარი სეხნია ფეხსაცმლის კომპანია და შექმნა გემბანის ფეხსაცმლის ტარების დრეს-კოდიც.

როგორც ძველ პოსტში ვწერდი:

Continue reading “მეზღვაურებს წინდები არ აცვიათ”

კალაძე და სპრეცატურა

თბილისის მერი უნდა შევაქო. იმისთვის, რისთვისაც ბევრი განაქიქებს და დასცინის ხოლმე. ვითომ შეუხამებელი და შეუფერებელი ფერების, ქსოვილებისა და სტილის შეფერებისა და შეხამებისთვის.

ამბობენ, რომ ინგლისელი დენდი ჯორჯ ბო ბრამელი მთელ დილას ანდომებდა გარდერობის გადარჩევას და რამდენიმე საათს ატარებდა სარკის წინ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან ვითომ დაუდევრად ჩაცმული გასულიყო. ისე, თითქოს, გამოაღო ტანსაცმლის კარადა და სახელდახელოდ, რაც ხელში მოხვდა, ის ჩაიცვაო. ეს არის სპრეცატურა (Sprezzatura – დაუდევრობა). ინგლისელებს არ მოუგონიათ, იტალიელების კრეატურაა და ჯერ კიდევ აღორძინების პერიოდიდანაა ცნობილი. პირველად დიპლომატმა ბალდასარე კასტილიონემ (Baldassare Castiglione) ახსენა წიგნში (Il Cortegiano – კარისკაცი/კარის წიგნი). სპრეცატურა, ცხადია, მხოლოდ ჩაცმის სტილში არ აისახებოდა, ფართო ასპარეზი ჰქონდა, მთელი ფილოსოფია იყო.

Continue reading “კალაძე და სპრეცატურა”

ანგელოზების აღსასრული

თუმცა, დრო გვიჩვენებს.

Adriana Lima final VSქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილ ბრენდს დაარსებიდან 41-ე წელს რთული დრო უდგას. 1000+ მაღაზიით ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშედ რჩება, მაგრამ, ბოლო ხანებია, წილი მცირდება და რეპუტაციას წყალი შეუყენეს.

Continue reading “ანგელოზების აღსასრული”

ხელები შორს ჩვენი შორტებისგან!

ამბოხის თეორია

Turkish women march in rights protest (7)მოკლე კაბები და შორტები. სხეულზე და – ჰაერში. სტამბოლელი ქალები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. პოლიტიკური აქცია იყო, მაგრამ მოდასთან კავშირში. უმალ კი – თავისუფლებასთან. როგორ გეკადრებათ ქალზე ძალადობა, მძახალო, იფრინოს, სადაცა სურს! – როგორც ამბობდა ბიძია-ბაბუა. ბოლო წლებია ერდოღანის ხელში თურქეთში კლერიკალიზმი ძლიერდება. ყველა ჯურის “ტრადიციების მცველებმა”, ნამეტნავად “რელიგიურებმა”, “სპეტაკებმა და მორალურებმა” თავი წამოყვეს და დანარჩენებს დაუწყეს სწავლება, როგორ იცხოვრონ. პირველ ყოვლისა – ქალებს.

Turkish women march in rights protest (6)Turkish women march in rights protest (8)

Continue reading “ხელები შორს ჩვენი შორტებისგან!”

არომათერაპია

ეძღვნება ვინმეს, ვინც ნინოს ფილმის ცქერა ჩაუმწარა 😉

ადამიანი თავადაა მისი სხეულის ბატონ-პატრონი. რასაც უნდა ჩაიცვამს, როგორც უნდა ისე ივლის. უნდა გასუქდება, უნდა გახდება. უნდა ივარჯიშებს, უნდა – არა. არვის საქმე არაა… მაგრამ არის ერთი რამ, რაც გარშემომყოფთ უქმნის დისკომფორტს – ოფლი. და დისკომფორტი ეს ძალიან რბილადაა ნათქვამი. აი, ამ ოფლზე კიდევ სუნამოს რომ დაიპკურებენ ხოლმე – აქაოდა “გადაფარავსო” ეს ხომ საერთოდ სასწაულია. 🙂 თუ სასწაულის მოლოდინი. მაგრამ სასწაული არ მოხდება. ამიტომ სუნამოს პკურებას სჯობს ანტიპერსპირანტი.

რა ბანალურ რამეზე წერო, მეტყვით. მაგრამ ბანალური თუა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა უფრო გაძლებადი გარემო იქნება ხოლმე. არადა, სამწუხაროდ, არაა ასე.

მოკლედ, ვისაც როგორ გენებოთ და მე ჩემსას დავწერ.

Continue reading “არომათერაპია”

V

V-8ყოველი თვის მეხუთე დღეს. ხუთი ახალი მოდელი. იყიდება მხოლოდ ონლაინ. მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში (ან კოლექციის ამოწურვამდე) – ეს არის ბიზნეს-მოდელი, რომელსაც იყენებს კომპანია Fifth Watch.

ადრე კომპანია Triangl.-ზე დავწერე. ის ბიკინის კერავს და ეს საათებს აწარმოებს, მაგრამ ბევრი კი აქვთ საერთო. ორივე ავსტრალიურია. ორივე შეყვარებული წყვილის დაფუძნებულია. ორივე მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით ვაჭრობს. ორივეს პოპულარობის ზრდას სოციალურ ქსელები უწყობს ხელს – ინსთაგრამი და თვითერი, ფეისბუქი და თამბლერი, Pinterest და WeHeartIt… დიზაინიც კი მსგავსია. ისე, როგორც ბიკინის დიზაინი შეიძლება ჰგავდეს საათისას – სადა და მინიმალისტური.

Continue reading “V”

საზაფხულო პოსტი ქალებისთვის: სამკუთხედი

Must read. Must Have!

Trianglზაფხული კარს მოგვადგა. ალბათ უკვე ჩემოდანს ალაგებ (ფიქრებში) და ზღვის ტალღების ხმაც ჩაგესმის. მაგრამ ჯერ მოდი, შენს გარდერობს გადახედე. თუკი იქ სამკუთხედი არ გაქვს, არც პლიაჟზე ყოფილხარ გამოსაჩენი… ასე ფიქრობენ ქენდის სვანაფული, ქენდალ ჯენერი, ქაილი ჯენერი, მაილი საირუსი, მელისა ჯორჯი, ბიიონსე… და ბევრიც კიდევ სხვა…

Triangl – ბიკინის მწარმოებელი ავსტრალიური ბრენდია. ბიზნესი, რომელიც მეგობრებში აგროვილი რამდენიმე ათასი დოლარით დაიწყო და დღეს ათეულ მილიონიანი ბრუნვა აქვს. დაიბადა მწვანე კონტინენტიდან შორს – ჰონგ კონგში, სადაც ორი ახალგაზრდა ავსტრალიელი 2012 წლის საშობაო შვებულებას ატარებდა. ერთობ ბანალურად: ერინმა (Erin Deering) თავის ბოიფრენდს, ქრეიგს შესჩივლა, რა არის, ერთი კარგი ბიკინი ვერ მიყიდია, ყველა ერთმანეთს გავსო. მომბეზრდაო. ქრეიგმა (Craig Ellis) უპასუხა – კარგი ბიკინი როგორია, აბა დახატეო. დაჯდა ერინიც და დახატა. ქრეიგს მოეწონა, ამ საქმიდან კი გამოვა რამეო, ასე თქვა. მერე მეგობრებს ჩამოურეკეს. ერთი-მეორე. თავიანთი შავდღისთვის გადანახული ფულიც დაამატეს და კი ააგროვეს 25’000. წყვილი სამშობლოში დაბრუნდა და წარმოებაც გამართა…

Natasha Ndlovu in Triangl bikiniBarbara di Creddo in Triangl

Continue reading “საზაფხულო პოსტი ქალებისთვის: სამკუთხედი”

გრძელი ფეხები – მოკლე ღამეები

Long Legs And Short Nights – ასეთი იყო ამერიკული ავიაკომპანია PSA-ს (Pacific Southwest Airlines) მომსახურების კონცეფცია. გრძელი ფეხები – იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ავიაგამყოლებს (სტიუარდესებს რომ ვუძახით) ამ ნიშნით არჩევდნენ, მოკლე ღამეები კი იმიტომ, რომ ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავები რეისს გვიან საღამოს ასრულებდნენ, არასდროს აგვიანებდნენ და… გრძელი ფეხების გარემოცვაში დრო როგორ გადის, ვერც გრძნობ.

PSA Flight Attendants 4PSA Flight Attendants 2PSA Flight Attendants 5PSA Flight Attendants 7PSA Flight Attendants 9PSA Flight AttendantsPSA Flight Attendants 10

Continue reading “გრძელი ფეხები – მოკლე ღამეები”

ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი

როგორ ჩამოვალაბორანტოთ კოსტიუმი – ამ თემაზე დაწერილი პოსტი ერთ-ერთი პირველი იყო ბლოგზე. შორეულ 2009 წელს. 🙂 ახლახან DMarge Magazine-ის რედაქტორის სვეტში მსგავს სტატიას გადავაწყდი და ბარემ იმ პოსტის ერთგვარ გაგრძელებას დავწერ. ცოტა ძველს გავიხსენებ და ცოტა ახალსაც დავუმატებ DMarge-იდან.

კოსტიუმი, ტრადიციულად, ფორმალურ ტანსაცმლად მიიჩნევა. ბევრი ოფისშიც აღარ იცვამს, თუკი რამე ძალიან ოფიციალური შეხვედრა არ აქვს დაგეგმილი და პიჯაკს ანიჭებს უპირატესობას. ფიქრობს, რომ კოსტიუმი ისეთი რამაა, ამგვარი იშვიათი შეხვედრების თუ საღამოს მიღებების დროს რომ ჩაიცვამ მხოლოდ. კიდევ ქორწილში და გასვენებაში. სხვა დროს გარდერობშია მოწყენილად. რა დაგიმალოთ და მეც ასე ვფიქრობდი.

მაგრამ 21-ე საუკუნემ ბევრი სიახლე მოიტანა. ფორმალური ჩაცმის სტილის გახალისება (როგორც იმ ძველ პოსტში დავწერე – ჩამოლაბორანტება), შეიძლება ისე, რომ კოსტიუმზე უარი არ ვთქვათ.

პირველი, ყველაზე იოლი და პოპულარული გზა კოსტიუმისა და ნაქსოვი სამოსის (სვიტერი, კარდიგანი) შეხამებაა.

Continue reading “ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი”