#YouToo, Aziz?!! ერთი სექსის ისტორია

შაბათის პოსტი

აზიზ ანსარი ვინაა, არ ვიცი. “ემისა” და “ოქროს გლობუსის” მფლობელია, პოპულარული მსახიობია, მაგრამ მის ფილმებს ვერ ვიხსენებ და რაკი აქამდე ვერ გადავეყარეთ ერთმანეთს, ახლა თუ ეკრანიდან გაქრება, დიდად არ დამაკლდება. ქეივინ სფეისისა და, მითუფრო, ვუდი ალენისგან განსხვავებით. მაგრამ სწორედ აზიზ ანსარის ისტორია აჩვენებს, თუ რა აბსურდამდე შეიძლება მივიდეს ზოგის ხელში ეს #მეცასევე კამპანია.

გრეისი 22 წლის ფოტოგრაფია. ანსარი “ემის” ავთერფართიზე გაიცნო. თავად გამოემცნაურა – ამ ციფრულ ეპოქაში მსახიობის ძველმა ფირიანმა ფოტოაპარატმა მოხიბლა. მივიდა და გამოელაპარაკა. ბოლოს ტელეფონის ნომერიც მისცა – საკუთარი ხელით აუკრიფა სმართში.

გამოხდა ერთი კვირა და აზიზ ანსარიმ დაურეკა. არ მგონია, გაკვირვებოდა – როცა ვინმეს ტელეფონის ნომერს აძლევ, ერთ დღესაც იქნება და დაგირეკავს. მითუფრო რომ მანამ უმესიჯიათ ბევრი.

მსახიობმა შინ მიიპატიჟა, გრეისმა მიწვევა მიიღო. დალიეს ღვინო, იმასლაათეს. ანსარიმ სავახშმოდ დაპატიჟა რესტორანში. ვახშმობის შემდეგ კი კვლავ ბინაში მიბრუნება შესთავაზა. გოგონა დათანხმდა.
Continue reading “#YouToo, Aziz?!! ერთი სექსის ისტორია”

ეტიუდი სადო-მაზო ფერებში

ამბოხის თეორია

Portrait-of-the-Marquis-de-Sadeეს პოსტი, ალბათ, ბევრად უფრო მყვირალა, ხმაურიან და სკანდალურ სათაურს იმსახურებდა, მაგრამ მისი სათაური ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც იყო თავად დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (Donatien Alphonse François de Sade), რომელიც მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიაში მარკიზ დე სადის (Marquis de Sade) სახელითაა ცნობილი.

არისტოკრატი და პატრიოტი

ის ფრანგი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მამა – დიპლომატი და მაღალი თანამდებობის პირი (მეფისნაცვალი და დესპანი, ერთი პირობა რუსეთშიც იყო ელჩად), დედა კი – პრინც კონდეს ფრეილინა. ფსიქოანალიზით გატაცებული მკვლევარნი, მოგვიანებით, დე სადის ცხოვრებისეულ კრედოსა და გატაცებებს მის ბავშვობაში მოუძებნიან გასაღებს – სადაც მომავალი მწერლის სწავლა-განათლებას ბიძამისი – ცნობილი ლიტერატორი და თეოლოგი აბატი დე სადი კურირებდა, სადაც ის იეზუიტთა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი მშობლების ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ…   ასე იყო თუ ისე, ფრანსუა დე სადმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი – მისი პირველი მსხვერპლი პატარა პრინცი კონდე გახლდათ, რომელიც დე სადს შემოელახა (მოგვიანებით, დე სადისა და კონდეს ოჯახები დამოყვრდება, როდესაც მარკიზის ვაჟი არმანი პრინცესა კონდეზე იქორწინებს). შვიდწლიანი ომის დროს (მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთ-ავსტრია-ესპანეთსა და პრუსია-ბრიტანეთს შორის) მისი შეუპოვრობა და მრისხანება უკვე პრუსიელებს დაატყდათ თავს და ფრანსუა დე სადი ომის დასრულებას კაპიტნის ჩინითა და ჯილდოებით დამშვენებული შეხვდა… მოგვიანებით მაიორის, დაბოლოს პოლკოვნიკის ჩინიც დაიმსახურა.

მოსიყვარულე შვილი, მეუღლე, სოდომიტი და კანონისგან დევნილი

Continue reading “ეტიუდი სადო-მაზო ფერებში”

ფეტიშის 50 ელფერი

პოსტი Sex Sells საინტერესო გამოდგა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე სექსმა არამხოლოდ ბრენდის გაყიდვები გაზარდა, პოსტის ნახვებიც. მოდი, გავაგრძელოთ. (მითუფრო რომ თემატური ფილმის პრემიერამაც მოგვისწრო).

ამჯერად უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, არა Sex Sells, არამედ Fetish Sells. ლამაზი ნივთების სიყვარულიც ხომ ერთგვარი ფეტიშია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სარეკლამო კამპანიებში სხვადასხვა ადამიანურ ფეტიშებს თავისი საპატიო ადგილი უჭირავთ ცენზორებისა და ფემინისტების შემოტევის მიუხედავად.

ჯონი ფარახი (Johnny Farah) ტყავის ნაწარმის ლიბანელი დიზაინერია. გამორჩეული თვალი და ფანტაზია აქვს, რაც ამ სარეკლამო პოსტერიდანაც ჩანს. 🙂 Johnny Farah

Relish ქალის ტანსაცმლის იტალიური ბრენდია. უნიფორმ-ფეტიში ფეტიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რასაც კომპანია თავის სარეკლამო კამპანიაშიც იყენებს.

Continue reading “ფეტიშის 50 ელფერი”

საქართველოს 50 ელფერი

თუ ფერების გეშინია, პალიტრობას ნუ დაიჩემებო.
ახალი ქართული ანდაზა.

ეს არის პოსტი წიგნზე, რომელიც არ წამიკითხავს. თუმცა მხოლოდ წიგნზეც არაა პოსტი. მხოლოდ კიარა, კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის წიგნზე. ამბავზეა.

იმ ძალიან ქართულ ამბავზე, ერთმა დიდმა გამომცემლობამ დიდის ამბით რომ გამოაცხადა ფეისბუქზე, ი. ელ. ჯეიმზის წიგნის “გრეის 50 ელფერის” გამოცემას ვაპირებთო და მოგვიანებით, მკითხველებმა რომ მოიკითხეს, როგორ მიდის აბა საქმეებიო  – გადათქვა, ეგეთს არაფერს შეგპირებივართ, უბრალოდ გამოკითხვას ვატარებდით, რამდენად გარყვნილი და უფლისგზასაცდენილია ქართველი ერიო აინტერესებს მკითხველს ეს ნაწარმოებიო… კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გამომცემლობის სახელს არ გავთქვამ, თუმცა “პალიტრა L” იყო.

წიგნი მაინც გამოსცეს. იმათ არა – სხვამ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. და ეს ძალიან კარგი ამბავია. კარგია იმიტომ, რომ ცენზურა ქართველ მკითხველს არ გვჭირდება. არც პოლიტიკური ცენზურა გვჭირდება. არც მორალისტური. არც რელიგიური. არც მამა-პაპურ-ტრადიციული. ერთ ადრეულ პოსტში დავწერე, მკითხველები არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული კითხვისთვის დაწესებულ დღეებზე, ნაკურთხ წიგნებზე და კვერცხებზე-მეთქი. არც გემოვნების მეტრები გვჭირდება. თორემ ნამეტნავად ჭკვიანმა "კონსულტანტებმა" ვეფხისტყაოსნის დაწვაც მოინდომეს საუკუნეების წინო, – გამიგონია.

Continue reading “საქართველოს 50 ელფერი”

გამოუსწორებელი სექსაჰოლიკები

სინემანიაკს ეს ფილმი არ მოეწონა. მე ვუთხარი, ეგ იმიტომ, რომ ძალიან კაცური ფილმია კაცების მიერაა გადაღებული კაცებისთვის. სინამდვილეში ძალიან კარგი ფილმია და პოსტსაც დავწერ-მეთქი, ჰოდა, აი – პოსტიც.

Les Infidelesამ ფილმის გადაღების იდეა ასე დაიბადა… შვიდი ძმაკაცი ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს პარასკეობით ლანჩზე ლუდის დასალევად… თუმცა, რახან ფრანგები არიან, ალბათ, ღვინოს სვამდნენ. საუბრობდნენ ყველაფერზე – პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და, რა თქმა უნდა, ქალებზე. აქ, როგორც წესია, ტყუილ-მართალს ერთმანეთში აზავებდნენ. ამ ტყუილ-მართალზეა ეს ფილმიც. მამაკაცურ ტყუილ-მართალზე. იმ ტყუილ-მართალზე, რომელსაც მამაკაცები მხოლოდ მამაკაცებს უყვებიან. ქალებს მაინც ვერ დააჯერებ და იმიტომ. Smile თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც მამაკაცებს სჯერათ მიანცდამაინც. მაგრამ – ეგარაფერი. ვინც ყვება. იმანაც იცის, რომ მისი არ სჯერათ და ვისაც უყვებიან, იმანაც იცის, რომ ვინც ყვება, იმან იცის, რომ ამას იმისი არ სჯერა… ჰო, ცოტა ჩახუჭუჭებულად გამომივიდა, მაგრამ ეს ფილმიც ასეთია – 1 პროლოგი და 9 კინონოველა მამაკაცებზე, რომელთა პირადი ცხოვრება ისეა ჩახუჭუჭებული, როგორც პირველ ნოველაში (შეგახსენებთ, პირველი ისაა, პროლოგს რომ მოსდევს Smile).

– ქალებს სიყვარულის გარეშე სექსი არ გიზიდავთ. ასეთი ბუნება გაქვთ.
– ამისი მართლა გჯერა?
“Les Infideles” .

ხალასი იუმორი, სტანდარტული და არასტანდარტული სიტუაციები, ჟან დიუჟარდენსა და ჟილ ლელუშის არაჩვეულებრივი თამაში, მეტი რა არის საჭირო კარგი ფილმისთვის? Continue reading “გამოუსწორებელი სექსაჰოლიკები”

ჭამა რომ სექსი

9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე. 🙂

მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.

Continue reading “ჭამა რომ სექსი”

რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?

tatatatuli-ს ქონდა პოსტი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის-ო. დიდი არც არაფერი, სულ რაღაც 11 სანტიმეტრი (საშუალოდ). ვისაც არ გაუმართლა – ნაკლები. ვისაც გაუმართლა – მეტი. მაგრამ არც ნამეტნავად.

ბევრად უფრო დიდი განსხვავებაა მაკიაჟიან და უმაკიაჟო ქალს შორის.

Brighthand Pictures-მა გადაიღო პატარა ფილმი, სადაც ერთი და იგივე გოგო გამვლელებს სხვადასხვა თხოვნით მიმართავს, მხოლოდ ეგაა, განხსვავებულად გამოიყურება – ხან – მაკიაჟით, მოვლილი, უფრო მოხდენილი (თუმცა – არც რამე განსაკუთრებული) სამოსით, ხანაც ისე, თითქოს, ეს წუთია საწოლიდან ადგა, რაც ხელში მოხვდა, გადაიცვა და სახლიდან გამოვიდაო.

ექსპერიმენტის შედეგები, შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ:

Continue reading “რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?”

იხდი? ვიხდი!

რა უნდა ქნათ, რომ ტულუზ-ლოტრეკის დარი მხატვრის ტილოზე მოხვდეთ? 12,5 მილიონი დოლარი გადაგიხადონ? საპატიო ლეგიონის ორდენით დაგაჯილდოვონ?

პასუხი მარტივია – უნდა გაიხადოთ. ოღონდ – მოხდენილად და მუსიკის ჰანგებქვეშ.

1893 წლის 9 თებერვალს პარიზის სამხატვრო სასწავლებლის რამდენიმე სტუდენტმა საგამოცდო სესია წარმატებით დაასრულა და ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნად იმდროინდელი ბოჰემისთვის საყვარელ კაბარე “მულენ რუჟს” მიაკითხა. მათ კარგად მოილხინეს, კანკანის ცქერით დატკბნენ, სიგარეტისა და ტკბილეულის გამყიდველ გოგონებთან ლაზღანდარობით იჯერეს გული, ამასობაში “’მულენ რუჟში” რამდენიმე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა – მათგან ორს – მანონ ლავილსა და სარა ბრაუნს სტუდენტები იცნობდნენ, ისინი მხატვრებისთვის პოზირებდნენ ხოლმე და ამით შოულობდნენ ფულს. უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა სტუდენტებმა გოგონებს თავიანთ მაგიდასთან უხმეს და შამპანური და ლიქიორი შეუკვეთეს… მალე ბახუსი გოგონებსაც მოეკიდათ, უეცრად ისინი მაგიდაზე ახტნენ, ცეკვა და მუსიკის ჰანგებქვეშ გახდა დაიწყეს…

Continue reading “იხდი? ვიხდი!”

როცა პრეზერვატივი არ გაქვს…

coca-cola-summer-girl-2გქონიათ ალბათ ასეთი მომენტი.

ლოგინი – თბილია, გოგო – გავარვარებული და თქვენ კი პრეზერვატივს ეძებთ და ვერ პოულობთ… გეგულებოდათ კი… მაგრამ არაა. 

არადა, პრეზერვატივის გარეშე გოგო უარზეა… და, კაცმა რომ თქვას, დროა ისეთი – ეს შიდსიო და შიდსიც რომ არა – გოგოს ნათესავებიო… უცებ წარმოგიდგებათ თვალწინ, როგორ დაგადგებიან თავს მისი მშობლები, ბიძა-დეიდები, წაგათრევენ “ზაგსში”… ეგერ მენდელსონის მარშიც ჩაგესმით უკვე…

მაგრამ ნუ ღელავთ – “კოკა-კოლა” მუდამ ზრუნავს თქვენზე!

დანიელი ექიმების კვლევის თანახმად, კოლა არამხოლოდ საუკეთესო გამაგრილებელი, არამედ ჩინებული ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებაც ყოფილა.

Continue reading “როცა პრეზერვატივი არ გაქვს…”

ჩინური სვინგი

თუ ფლეთჩერს არ გაიწვევენ, მალე ჩვენი შვილების ჩანთებში წიგნების ნაცვლად ფალოიმიტატორებს აღმოვაჩენთ.
კახა მიქაია

53 წლის მა იოჰაი იყო ნანკინის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, კარგი მოქალაქე, მგზნებარე მარქსისტი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, ავადმყოფ ხანდაზმულ დედაზე მზრუნველი შვილი, კარგი მეზობელი და მეგობარი… ეს ყველაფერი სამუშაო საათებსა და სადაგ დღეებში, თავისუფალ დროს კი ის გარყვნილების პროპაგანდას ეწეოდა და ჩინეთის მრავალსაუკუნოვან საამაყო წარსულს შეურაცხყოფდა – სწორედ ასეთია ჩინელი გამომძიებლების დასკვნა. პროკურორმა მას სვინგერთა კლუბის ხელმძღვანელობასა და ჯგუფური სექს-ორგიების ორგანიზატორობაში დასდო ბრალი, ამგვარი საქციელი კი ჩინეთში დასჯადია და კონფუცისა და მაოს ტრადიციების შებღალვად ითვლება. ახლა მა იოჰაის უახლოესი 3,5 წლის ციხეში გატარება მოუწევს. მის გარდა კიდევ 21 სვინგერი დააპატიმრეს.

Continue reading “ჩინური სვინგი”

ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)

მაჩვენე შენი ტატუ და გეტყვი, რამდენად შექანებული ხარ.
ტატუინური ანდაზა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტატუირებული ქალი, რაღა თქმა უნდა, ანჯელინა ჯოლია. მის სხეულს ამშვენებს ვეფხვისა და დრაკონის გამოსახულებები, ცნობილი ციტატები თუ გამონათქვამები, მის ახლობელ ადამიანთა ინიციალები…

სურათზე ჩანს ბუდისტური წარწერა სანსკრიტზე ანჯელინას მარცხენა მხარზე – რომელიც მისი ვაჟის, მედოქსის სახელზე ამოიტვიფრა და მისი შვილების დაბადების და/ან შვილად აყვანის ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი) მარცხენა მკლავზე.

angelina-jolie-tattoosangelina-jolie-tattoos2

ვფიქრობ, მოვა დრო და მამაკაცთა გულებში პლანეტის ყველაზე სასურველი ქალის პოზიციაზე მეგან ფოქსი ანჯელინა ჯოლის ჩაანაცვლებს, ტატუთა სიუხვით კი ჰადაჰა და უკვე დაეწევა – მეგან ფოქსის სხეულს ამშვენებს მერილინ მონროს გამოსახულება, სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი გამონათქვამები, ახლობელ ადამიანთა სახელები. “ახალ ტატუს რომ ვიკეთებ, ასე მგონია, ყველა იმათ ვჟიმავ, ვინც მეუბნება, რომ ტატუ აღარ გავიკეთო”, – იხუმრა ერთხელ ფოქსმა.

Continue reading “ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)”

რატომ სჯობს, იყო მამაკაცი?

  1. შეგიძლია არ იფიქრო დიეტაზე.
  2. ერთთვიან შვებულებაში წასასვლელად ერთი ჩემოდანიც გყოფნის.
  3. ტუალეტში შესაღწევად არასდროს გიწევს რიგში დგომა.
  4. შენი სატელეფონო გადასახადი უმნიშვნელოა.
  5. ფილმებში უფრო ხშირად შიშველი ქალები ჩანან.
  6. შენი უკანალის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს სამსახურის დასაწყებად.
  7. არ გჭირდება ორგაზმის სიმულირება.
  8. იყენებ შენი მობილური ტელეფონის ყველა ფუნქციას.
  9. შენი საცვალი 12 დოლარი ღირს 3 ცალი.
  10. არაფრის გაპარსვა მოგეთხოვება. Continue reading “რატომ სჯობს, იყო მამაკაცი?”