Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია

პოსტი ლადოს, რომელიც პეპსის ცოცხალი თავით არ სვამს 🙂

PepsiCo-ს ხშირად ჰქონია სარეკლამო კამპანიები, რომელსაც შემდეგ რეკლამის, მარკეტინგის სალექციო კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და სახელმძღვანელოებისთვის დაიტაცებდნენ ხოლმე. Pepsi vs Coke სარეკლამო ფრონტებზე ბრძოლის ამბები ამ ბლოგზეც მაქვს აქა-იქ გაბნეული…

წელს, ჰამბურგერის დღეს, რომელსაც ამერიკა 28 მაისს აღნიშნავს, PepsiCo-მ ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო “პეპსისთან ერთად უკეთესია” (Better With Pepsi) პოსტერების არაჩვეულებრივი სერიით.

Burgers go better with Pepsi

Continue reading “Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია”

ერთი ღიმილის ისტორია

ავტოფარეხი, მამისგან “ნასესხები” 300’000 დოლარი, წიგნებით ვაჭრობა, 20’000 შემოსავალი კვირაში პირველივე თვეების განმავლობაში… ასე დაიწყო “ამაზონის” ისტორია 1994 წელს. ეს ამბავი კარგადაა ცნობილი. კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მისი ლოგოც. დღევანდელი 21 წლისაა. დიზაინი დეივიდ თარნერსა (David Turner) და ჯოან ჩანს (Joanne Chan) ეკუთვნის (კომპანია Turner Duckworth). რამდენიმე ესკიზი შექმნეს, მაგრამ ბეზოსს პირველივე მოეწონა. მოეწონა იმდენად, რომ სხვები რიგიანად აღარც უნახავსო, – იხსენებენ.

განა, ვის არ მოეწონება ეს ლოგო? მხოლოდ მათ, ალბათ, ვისაც ლეკვებიც არ უყვარს!
ჯეფ ბეზოსი

Continue reading “ერთი ღიმილის ისტორია”

სექსიზმი და ბადი

ძველი პოსტების ჩასწორება ბლოგერობის ერთგვარი მოკრძალებული ხიბლია. დრონი მეფობენო, ნათქვამია. “ბადმაც” გადაწყვიტა ძველი, სექსისტური სარეკლამო პოსტერები ახალი დროების შესაბამისად გადაეკეთებინა. და აი, რა გამოვიდა აქედან:

Bud Ad remastered

Continue reading “სექსიზმი და ბადი”

We ❤ Glaser

დღეს სხვა პოსტი მქონდა მზად, მაგრამ გლეიზერი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრაფიკოსი დიზაინერი. და უდავოდ ყველაზე ცნობილი. თუ – ცნობადი.

გლეიზერის შემოქმედება ყველამ იცის. ყველას აქვს ნანახი. თუ ორიგინალი არა – კლონი მაინც.

Milton Glaser I Love NY

Continue reading “We ❤ Glaser”

კატა სახელად “ძაღლი”

ვიეტნამში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ქუჩაში ზღვის პროდუქტით მოვაჭრეებს კარგად ვიცნობ – ბევრი მინახავს და ბევრგან შემხვედრია. ჩვენთანაც. როდესაც უამრავ მეთევზეს გაუშლია გვერდიგვერდ დახლი, ძნელია, საუკეთესოს ამორჩევა და მათაც უჭირთ კლიენტის ყურადღების მიპყრობა. ხერხი და ღონე ყველას სხვადასხვა აქვს, უნარი და მიხვედრილობა, მაგრამ ზოგს ისეთი შეგირდი ჰყავს – სხვებისგან გამორჩეული.

Cat-named-Dog-1_thumb1

ვიეტნამელმა ლე ქუოკ პონგმა კატა დაიმეგობრა, სახელად დოგი. Smile ერთი ძველი საბჭოთა მულტფილმისა არ იყოს, კატა რომელსაც ძაღლი ჰქვია, უსიამოვნებებს გადაეყრებაო, მაგრამ დოგი თევზით მოვაჭრეს გადაეყარა და სამი წელია უკვე სარფიანად ვაჭრობენ ზღვის პროდუქტით.

Continue reading “კატა სახელად “ძაღლი””

…მით მეტად ძაღლები

watermarked-Bottle

ეს არის Pedigree Petfoods Brazil (MARS) სარეკლამო პლაკატების სერია, რომელიც BBDO Brazil-მა დაამზადა.

Continue reading “…მით მეტად ძაღლები”

დიდების 1500 პიქსელი

Scott Schumanყოველი ადამიანი იმსახურებს პრიალა ფოტოს ჟურნალის გარეკანზე – იფიქრა შუმანმა, ფოტოკამერა მოიგდო მხარზე და ქუჩაში გავიდა.

2005 წელს.

დღეს, 10 წლის შემდეგ ცოტა თუა, ვინც არ იცის The Sartorialist – ფოტოგრაფ სქოთ შუმანის ბლოგი, სადაც სელებრითები კიარა, უცნობი ადამიანების ფოტოებია. ასეთებზე ვამბობთ ხოლმე – ჩვეულებრივი ადამიანები, რიგითი გამვლელები ქუჩაში: ნიუ იორქი, ლონდონი, ტოკიო, იოჰანესბურგი, მიუნხენი, სიდნეი, მილანი, მონრეალი, რიო, პარიზი… ზოგი სალანჩაოდ გამოსულა, ზოგს ოფისში მიეჩქარება, ზოგი უბრალოდ მზიანი ამინდით ტკბება და სეირნობს, ვიღაც მერხზე ჩამომჯდარა და წიგნს კითხულობს ფინჯან ყავასთან ერთად, ვიღაც საშოფინგოდაა და ვიღაც – პაემანზე. უცნობი ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ აქვთ საერთო – გემოვნებით აცვიათ. საკუთარი სტილისთვის მიუგნიათ – ყურადღებას რომ მიაქცევ, ისე. და შუმანიც ობიექტივს მომართავს და აჩხაკუნებს.

  • სიტყვა Sartorialist -ს  ლათინური ძირი აქვს და ქართულად “ჭინჭის კაცს” ნიშნავს. ეგ სადაური ქართულიაო, თუ მკითხავთ, აბა ეს პოსტი არ წაგიკითხავთ. Smile

სქოთ შუმანი (Scott Schuman) ფეშენ სამყაროსთვის უცხო არასდროს ყოფილა. არც იქამდე, სანამ ბლოგერი გახდებოდა. გემოვნებიანი ჩაცმა, კარგი ხარისხის ტანსაცმელი, ფერთა და პრინტთა შეხამება – მისი სპეციალიზაციაა. ამ საქმეში ჭიპიც მოჭრილი აქვს და დიპლომიც – აღებული. ინდიანის უნივერსიტეტის.  ფაკულტეტი – ტანსაცმლის წარმოება.  როგორც მარკეტოლოგი თანამშრომლობდა რამდენიმე მოდის სახლთან და დიზაინერთან: ჟან-პოლ გოტიე, ჯეიმს ქოვიელო, ჰელმუტ ლანგი, ფითერ სომი… შემდეგ მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიაც გახსნა, სადაც ქოვიელოსა და სომის კოსტიუმებს ყიდდა.

ის, უდავოდ, ყველაზე ცნობილი “ქუჩის ფოტოგრაფია” დღეს და მის ფოტოებზე ნადირობენ “Vogue”, “Elle”, “GQ” და ყველა სხვა მოდის ჟურნალი, რაცრამ არსებობს. როგორც ფოტოგრაფი დროგამოშვებით თანამშრომლობს მოდის ინდუსტრიისა თუ სხვა კომპანიებთან: DKNY, Burberry, Saks Fifth Avenue, Nestle (Nespresso)… კითხულობს ლექციებს, მართავს მასტერ-კლასებს, გამოსცემს წიგნებს და…. დახეტიალობს ქუჩებში და აჩხაკუნებს, აჩხაკუნებს, აჩხაკუნებს… Smile

Continue reading “დიდების 1500 პიქსელი”

ფეტიშის 50 ელფერი

პოსტი Sex Sells საინტერესო გამოდგა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე სექსმა არამხოლოდ ბრენდის გაყიდვები გაზარდა, პოსტის ნახვებიც. მოდი, გავაგრძელოთ. (მითუფრო რომ თემატური ფილმის პრემიერამაც მოგვისწრო).

ამჯერად უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, არა Sex Sells, არამედ Fetish Sells. ლამაზი ნივთების სიყვარულიც ხომ ერთგვარი ფეტიშია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სარეკლამო კამპანიებში სხვადასხვა ადამიანურ ფეტიშებს თავისი საპატიო ადგილი უჭირავთ ცენზორებისა და ფემინისტების შემოტევის მიუხედავად.

ჯონი ფარახი (Johnny Farah) ტყავის ნაწარმის ლიბანელი დიზაინერია. გამორჩეული თვალი და ფანტაზია აქვს, რაც ამ სარეკლამო პოსტერიდანაც ჩანს. 🙂 Johnny Farah

Relish ქალის ტანსაცმლის იტალიური ბრენდია. უნიფორმ-ფეტიში ფეტიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რასაც კომპანია თავის სარეკლამო კამპანიაშიც იყენებს.

Continue reading “ფეტიშის 50 ელფერი”

სექსი ყიდის: გუშინ, დღეს, ხვალ

…და ყოველთვის. 🙂

Donna Karan, Hosiery, Fall 19911991 DK

Calvin Klein, Spring 1992
ქეით მოსი და მარქ უოლბერგი

1992 CK

Continue reading “სექსი ყიდის: გუშინ, დღეს, ხვალ”

ყველაზე ყალბი

ერთხელ, პატივცემულმა ლილუმ (ლექტორი იყო ჩემი) იმდენი Pepsi vs. Coke რეკლამა გვაყურებინა ზედიზედ, რომ დალევა კიარა დანახვა აღარ მინდოდა მაგათი. გამოვედი აუდიტორიიდან და “საირმე” ვიყიდე. 🙂

რეკლამა უთვალავი მინახავს, მაგრამ იმაზე ყალბი, კაცს საქართველოდან გერმანიაში რომ მიაქვს ლუდი, ცხოვრებაში არ მინახავს და, ალბათ, ვეღარც ვნახავ.

რამდენად რათა, ტურიკ, რათა???

ამას ისევ ისა სჯობდა, წიგნების თუ რაღაცა პროექტი როა, იქ გამოსულიყავი და გეთქვა პარმენ ლორია მირჩევნია სერვანტესსო. უფრო დაგიჯერებდა კაცი.

ოლანდი და ეკლერი

და ხრუშჩოვი & პეპსი-კოლა

Khrushchev, Nixon and vodka1952 წელს დუაით ეიზენჰაუერმა არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი გახდა, რიჩარდ ნიქსონმა კი ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა. იმ ხანებში ხელისუფლება შეიცვალა კრემლშიც – შიდაპარტიული შეთქმულების შედეგად ჯერ ბერია დააპატიმრეს, შემდეგ პრემიერი მალენკოვი ჩამოალაბორანტეს და 1953 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი მოექცა. 1956 წელს დიდი ცვლილებები განხორციელდა “პეპსიკო”-ში – დონალდ ქენდალი კომპანიის ახალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა მარკეტინგის დარგში.

საიდან სადაო, მაგრამ ეს სამი ამბავი მიჰყვა ერთიმეორეს იმგვარად, რომ ამერიკული კაპიტალიზმის ერთ-ერთმა სიმბოლომ და ფლაგმანმა, მტრული იდეოლოგიის ნაშობმა გაზიანმა გამაგრილებელმა სასმელმა “პეპსი-კოლამ” რკინის ფარდა გაარღვია და საბჭოთა კავშირში შემოაღწია.
Continue reading “ოლანდი და ეკლერი”

კოსტიუმი? So sexy!

ოსქარ უაილდი ამბობდა, რომ ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია… იყო დრო, მამაკაცს ეცვა ან კლასიკურად ან ჩამოძენძილი დაძრწოდა. დღეს სხვა ცხოვრებაა, სხვა ტემპია, კლასიკურმა სამოსმა მოწყენილი ელფერიო არ ვიტყოდი, მაგრამ ასეთი იმიჯი კი შეიძინა. დამსახურებულად, დაუმსახურებლად – ნუ ვიდავებთ. მითუფრო, რომ პირველი, რასაც მარკეტოლოგებს გვასწავლიან ისაა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. მაშინაც კი, როდესაც ის სულაც არ არის მართალი. 🙂

ჰოლანდიურმა კომპანიამ Suitsupply (რომელიც მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს ყიდის და ზედა-საშუალო საფასო სეგმენტშია განლაგებული) განიზრახა ახალგაზრდა, რისკის მოყვარული კლიენტების მიზიდვა და აჩვენა მათ, რომ კოსტიუმი სულაც არაა ბორინგული – კოსტიუმი ეს სექსუალურია.

Suitesupply-Ad-campaign 3 Suitesupply-Ad-campaign 1

Suitesupply-Ad-campaign 5 Suitesupply-Ad-campaign 6

Continue reading “კოსტიუმი? So sexy!”