აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად

კვირადღის პოსტი

ვისაც საშობაო დღეებში ლოს ანჯელესში მოუწია ფრენა, აი, ასეთი სურათის მოწმე გახდა:

LAXPUPs (1)

მია, მეისონი, ელი და სერიჯო მგზავრებს ეგებებიან და მათი დარდის განქარვებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

ეს ოთხი და კიდევ სხვები (70-ზე მეტნი არიან) PUP (Pets Unstressing Passengers – შინაური ცხოველები მგზავრთა დასამშვიდებლად) პროგრამის წევრია, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში 8 წელია უკვე მოქმედებს. ძაღლები საგანგებო წითელ ჟილეტებში არიან გამოწყობილნი წარწერით Pet Me – “მომეფერე” – იოლად რომ გაარჩიო აეროპორტში მომსახურე სხვა (საბაჟოს, პოლიციის) ძაღლებისგან, რომელთაც, როგორც წესი, “არ მომეფერო, ვმუშოაობ”-ო აწერიათ ჟილეტებზე.
Continue reading “აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად”

ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

Continue reading “ძაღლები კატების ქალაქიდან”

ქალი საწოლ ოთახში

იტალიელი ფოტოგრაფები გაბრიელე გალიმბერტი და ედუარდო დილელე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და ქალებს უღებენ ფოტოებს მათ ყველაზე პირად სივრცეში – საძინებელ ოთახში. “სარკეები და სარკმელები” (Mirrors and Windows) ასე ჰქვია ამ პროექტს.

HalaCandas Bas

Continue reading “ქალი საწოლ ოთახში”

მადლობა, ბატონო პუავრ

ყოველთვის, როდესაც რამე გემრიელობას მიირთმევთ ან თავად ამზადებთ ჯერ, რომ მიირთვათ შემდეგ (და სხვებსაც გაუმასპინძლდეთ) მადლობა უთხარით ბატონ პუავრს. ბატონი პუავრია ადამიანი, ვისი წყალობითაც გვაქვს ამდენი და მრავალფეროვანი სუნელ-სანელებელი, რის გარეშეც გემრიელობა აბა რა გემრიელობა იქნებოდა.

Continue reading “მადლობა, ბატონო პუავრ”

პიერ განიეღის ახალი კულინარია

გავცქერი მომავალს, წარსულის დაფასებით.
პიერ განიეღი

თუკი გზის პოვნა გსურს, ნურასდროს დაჰყვები სხვათა აზრებს. როდესაც შენს გზაზე დგახარ, ვინც არ უნდა გადაგეყაროს – მოკალი ის! თუკი გადაეყრები ბუდას – მოკალი ბუდა. თუკი გადაეყრები პატრიარქს – მოკალი პატრიარქი. თუკი გადაეყრები მოძღვარს – მოკალი მოძღვარი. თუკი გადაეყრები მშობელს – მოკალი მშობელი. თუკი გადაეყრები ნათესავს – მოკალი ნათესავი. მხოლოდ ასე დაიხსნი თავს და მშვიდად ივლი იქეთ, საითკენაც გსურს.
ლინ ძი

Pierre Gagnaire food plating
ეს სიტყვები ბუდისტ მოძღვარს ეკუთვნის, დღეს ვიტყოდით მოდური სიტყვით – ქოუჩს. გასული საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთში დაიბადა ახალი კულინარია, ვინც კლასიკური სტანდარტების დარღვევა გაბედა და ახალი გემოს, არომატის და ფორმების ძებნა დაიწყო.

Continue reading “პიერ განიეღის ახალი კულინარია”

ქანდაკებების მიერ მოყოლილი მადრიდული ამბები

დრო იყო, თბილისში მხოლოდ ორი ყაიდის ქანდაკება ვიცოდით – ცხენიანი კაცების ან პოეტების. დღეს ქალაქმა ცოტა გამოიხედა. რა შედარებაა. თბილისის არ იყოს, ცხენიანი კაცები სხვაგანაც ბევრია. პოეტებიც. მაგრამ მე უსახელო სკულპტურები მიყვარს. მაინცდამაინც სერვანტესი, გოია, ან ლოპე დე ვეგა ხომ არ უნდა იყოს. უსახელო, უცხო ქანდაკებები უფრო საინტერესოა. ის ამბებიც, ამ სკულპტურებს რომ სურთ, მოგიყვნენ.

Julia student from Madrid

გოგონა, რომელიც Malasaña-ს უბანში, Calle del Pez და Calle de San Bernardo ქუჩების კვეთაზე დგას, კედელს მიყრდნობია და წიგნი აქვს გადაშლილი. ეს ჯულიაა, პირველი ქალი სტუდენტი ესპანეთში. როდესაც სწავლა-განათლება ქალის საქმედ არ მიიჩნეოდა, მამაკაცად გადაიცვა და ასე, მოტყუებით გახდა მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტი 1841 წელს. უნივერსიტეტის ძველი შენობა აქ, ამ უბანში მდებარეობდა.

Continue reading “ქანდაკებების მიერ მოყოლილი მადრიდული ამბები”

გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი

დუმანი – ასე ქვია ნისლიან კატას, რომელიც სტამბოლის ყველაზე გურმანულ, ყველაზე ბოჰემურ, ყველაზე ინტელექტუალურ და ყველაზე ფეშენებელურ ნიშანთაშის უბანში ცხოვრობს და სავახშმოდ რესტორან Delikatessen-ში დაბრძანდება. უბრალო მოხეტიალე კატა არ გეგონოთ, დუმანი ნამდვილი არისტოკატაა. როგორც ერთ ძველ ფილმშია: თუ კატა ყოველდღე ორჰან ფამუქს ხედავს, ვინ ხარ შენ მისთვის – რესტორნის კლიენტებს არც აწუხებს და არც თავს უყადრის ხოლმე. ფრთხილად აუვლის გვერდს, რაფაზე შემოხტება და ფანჯარაზე აკაკუნებს. დუმანი გურმანი კატაა, ყველა კერძს არ მიირთმევს და მზარეულის ხელსაც ცნობს – თავისი ფავორიტები ყავს. Delikatessen-ის შეფმა კარგად იცის დუმანის გემოვნება და საყვარელი დელიკატესი გამოაქვს – შებოლილი ინდაურის ხორცი. მცირე ულუფებად – დუმანი დიეტაზეა. თუმცა, მანჩეგოსა თუ ემენტალერზე დესერტად ვერ ამბობს უარს.

Continue reading “გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი”

ქალაქი ტაქსის სარკეში

ქუჩის ფოტოგრაფია ერთი მოდური მიმდინარეობაა დღეს. და ყოველთვის იყო. მაგრამ იმის ნაცვლად რომ თავად სდიონ მათი ფირის გმირებს, მაიქ ჰარვეის და რაიან უეიდმენს კლიენტები თავად პოულობენ. ქუჩაში. ხელს დაუქნევენ ხოლმე და – ისე.

მაიქ ჰარვეი (Mike Harvey) უელსელია, რაიან უეიდმენი (Ryan Weideman) – ამერიკელი. ბევრი წელია ადამიანებს უყურებენ ავტომობილის სარკეში და ობიექტივში. ტაქსის საჭეს უსხედან და საინტერესო კლიენტების ფოტოპორტრეტებს აგროვებენ. ამბებსაც.

Mike Harvey - Cab passenger portraits 1

Mike Harvey - Cab passenger portraits 2

Continue reading “ქალაქი ტაქსის სარკეში”

სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

სინტრა თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, პორტუგალიაში არ ყოფილხართ.

თუ გგონიათ, ეს დიდი დიუმას სიტყვებია ან სულაც პაულო კოელიოს მორიგი ფეისბუქზე გასაპაპსავებელი ციტატა, ძალიანაც შემცდარხართ, რადგან მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, ერთი საშუალო სტატისტიკური თაკოსი, რომელსაც გაუმართლა და დედამიწის ეს მინიატურული სამოთხე იხილა.

სანამ პორტუგალიაში გავფრინდებოდი, ამ ბლოგის სულისჩამდგმელმა, თავმჯდომარემ, ბუღალტერმა, ეიჩარმა, გამნათებელმა და მძღოლმა მითხრა, პორტუგალიიდან ისე არ წამოხვიდე, იქაური ბრუგე-სინტრა არ ნახოო. დავუჯერე და არც ვინანე. Continue reading “სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე”

კარგი სასტუმრო ჩეხეთში

ამბოხის თეორია

სასტუმრო, რომელსაც უნდა ესტუმრო,
სანამ ცოცხალი ხარ

ეს არის პოსტი ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩინოვნიკების სურვილზე, ყველაფერი დაარეგულირონ და მოსამართლეებზე, რომლებიც ჩაპეკს კითხულობენ და არა “კოლხეთის ცისკარს”.

Hotel Brioni in Ostrava

და – ერთ კარგ სასტუმროზე ჩეხეთში.
ბევრ ლამაზ ქალაქს ამბობენ იქ. მე მხოლოდ პრაღაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თუ ქალაქ ოსტრავაში მოგიწია, კარგ სასტუმროს მიგასწავლი Brioni Boutique Hotel. ის ჩეხეთში (და, ალბათ – ევროპაში) პირველი Вата-Free სასტუმროა (“ვატა” – კირილიცით. სიტყვიდან “ვატნიკი”).

2014 წლის გაზაფხულზე სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე და თვითერის არხზე გამოჩნდა განცხადება: “24 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აღარ ვიღებთ. მიზეზი – ყირიმის ანექსია”.

Continue reading “კარგი სასტუმრო ჩეხეთში”

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უცნობი და ნაცნობი ისტორია

Paris-2018-07 Notre-Dame (5)ტაძარს, რომელიც კინაღამ განადგურდა, ადრეც არაერთი ცუდი ამბავი გადახდენია თავს.

ბევრი რამ არ ვიცოდი.

მე-17 საუკუნეში, რევოლუციის დროს ქვები დაუშინეს და ვიტრაჟების დიდი წილი ჩაამსხვრიეს. ვარდი გადარჩა. ვერ მიწვდნენ, ალბათ. ან ძალიან ლამაზი რომ იყო, ვერ გაიმეტეს. აკი, ცეცხლმაც ვერ გაიმეტა.

იაკობინელებმა დანგრევა დაუპირეს. გადაიფიქრეს და ცოდნის სასახლედ გადააკეთეს. ზარები გადაადნეს, ერთადერთი, დიდი ზარი გადაურჩათ. მეფეებისა და წმინდანების ქანდაკებებს კი, ტაძრის კედლებს რომ ამშვენებს, ჩამოუარეს და თავები დააჭრეს. მხოლოდ წმინდა დენის ვერაფერი უქნეს, იმად, რომ თავი მოჭრილი ჰქონდა მათ გარეშეც. 🙂

Continue reading “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უცნობი და ნაცნობი ისტორია”

მიტოვებულნი

გინახავთ თუ არა ძველი თბილისური სადარბაზოები? მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისისა, სანამ წითელი ვანდალები შემოგვესეოდნენ. სოლოლაკში, ჩუღურეთში, მთაწმინდაზე ბევრი ასეთი სადარბაზო იყო, დეკორირებული, ლამაზად მოხატული.

დღეს ცოტა შემორჩა და უმეტესობა ისეთ მდგომარეობაშია, შეხედავ – გული გეტკინება. მოვლა და რესტავრაცია სჭირდება, ამ დროს კი ფულს ასეთ რამეებში ვფლანგავთ… 12-კაციანი ორკესტრით, რაცმთავარია.

მაგრამ თბილისი გამონაკლისი არ ყოფილა. ფრანგი ფოტოგრაფი ტომა ჟორიო (Thomas Jorion) სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მიტოვებულ შენობებს ფოტოებს უღებს.

Continue reading “მიტოვებულნი”