ქორწილია, ქორწილიიიიიი!!! (v.2.2.34.1 შევსებებით და დამატებებით)

Weddingამ ინსტიტუტის თუ რაც ქვია მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. საერთოდ არ სჭირდება გრძნობებს მოწმობა, სიგელი, შტამპი პასპორტში თუ მენდელსონის ვალსი, IMHO. თუმცა, მსოფლიოში ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი ქორწინდება. აქედან ხუთი მილიონი ამერიკელია და 20 მილიონი კი – ჩინელი. ამ ყველაფრისთვის (სტუმრების მიერ მორთმეული საჩუქრებიც რომ მივათვალოთ) ამერიკაში 85 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება წელიწადში… თუ გეძვირათ, მაშინ ჩინეთს უნდა მიაშუროთ – სადაც ქორწილი 2,5-ჯერ უფრო იაფია ბითუმად. ყველაზე მეტ ქორწილს (ადგილობრივი თუ ჩასული წყვილები) ლას ვეგასში იხდიან – 100’000-ზე მეტს წელიწადში. მეორე ადგილზე კი სტამბულია – 90’000 საქორწინო ცერემონიით… (რატომ პარიზი არა? პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია და არა ქორწინების!).

წელიწადში ამ 25 მილიონი ქორწილის დროს რა აღარა ხდება სახალისო:

მე მეგონა, მართლმადიდებლური ჯვრისწერა იყო დაუმთავრებელი და დამღლელი, მაგრამ, აი, სინტოისტური ყოფილა, თურმე… სიძე-პატარძლებსაც ჩამოეძინათ რიგის მოლოდინში.

Wedding 1

ათჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. მთავარია, არ დაგასწრონ და სხვამ არ გაჭრას, ჰოდა, ეგერ, სიძე ბოლოჯერ ამოწმებს, ქალიშვილია თუ არა მისი რჩეული.

Wedding 2

თუმცა, ყველა ქალი ანგელოზია… სანამ იქორწინებ.  Wedding 3

ასე რომ, კარგად დაფიქრდი – ბოლო მომენტში ვეღარ გადაიფიქრებ.

Wedding 4

თუმცა, ზოგჯერ არჩევანი არც გაქვს. “აბა, საყვარელო, თანახმა ხარ თუ არა?”

Wedding 5

მაგრამ, ნამდვილ მამაკაცს ყოველთვის მოეძებნება ღირსეული პასუხი!

Wedding 6

ისე, არც ნამდვილი რაინდები გადაშენებულან.

Wedding 7

და არც ნამდვილი ბანოვნები. “საყვარელო, მას შემდეგ, რაც დაგაფეხმძიმე, რა უფლება მაქვს, ცოლობაზე უარი გითხრა?!”

Wedding 8

ქორწილისთვის მზადებისას, დრეს-კოდი არასდროს უნდა დაგავიწყდეთ.  დაიმახსოვრეთ სამი მარტივი რჩევა:

მეჯვარეებმა არასდროს უნდა ჩაიცვან პატარძალზე მოკლე კაბა. Wedding 9

და პატარძალზე ქათქათა ტრუსი. Wedding 10

და “ადიდასის” სპორტული, როცა სიძე “პუმას” ფანია.Wedding 11

ჯერ უნდა მოგეხადათ ეგ თქვენი ღორის გრიპი და მერე გექორწინათ.Wedding 12

ესაა, გოგო, უგულავას დიეტა???
Wedding 13

მიაწოდეთ პატარძალს კიდევ ერთი თაიგული – ერთხელაც გადააგდოს.

Wedding 14

იმპერიას ვუზრდით ჯარისკაცებს.
Wedding 15

მაგრამ არც ამბოხებულები კარგავენ დროს უქმად.Wedding 16

ჯორჯ ლუქასის ქორწილში კი თხა და მგელი ერთად ძოვს.Wedding 17

მგონი, ამ ქორწილში მესამე აშკარად ზედმეტია.Wedding 18

ამ ქორწილში კი, მესამე ნამდვილად არ არის ზედმეტი.Wedding 19

უჩინმაჩინი კამერით?
Wedding 20

პირველი ღამის მოლოდინში… ამ პატარძალს აშკარად გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს და ვაი, რომ დიდი გაწბილება ელის.
Wedding 20
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

9 thoughts on “ქორწილია, ქორწილიიიიიი!!! (v.2.2.34.1 შევსებებით და დამატებებით)”

  1. სხვათაშორის ქორწილის საჭიროება რომ არ მესმოდა, ერთმა ძალიან ჭკვიანმა ფსიქოლოგმა მითხრა, ეგ კაცების მოგონილია. ამდენი საუკუნის მანძილზე ქალებს ვერაფერი მოვუხერხეთო, ე.წ. მრუშობის მხრივ და გარანტიებისთვის ქორწინება მოიფიქრეს ადამიანებმაო. თუმცა გარანტიები არ არსებობს :))

    Like

  2. როდის იყო ქორწინება მრუშობას აჩერებდა? 😉
    და დიდი სვხაობა არაა – in relationship და married. ორივე გულისხმობს გარკვეულ თამაშის წესებს და ერთგულებას.

    მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ 100%-იანს გეტყვი – ქორწინება მოიგონა საზოგადოებამ, რათა შექმნას ილუზია, რომ აკონტროლებს მის წევრებს ამ საკითხშიც… ზოგან კიეს ილუზიაც არაა, მართლა ასეა. გინდა დღნაური – კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ნებართვითო.

    მოკლედ მაგარი ს*რობაა ეგ. 🙂

    Like

  3. ლოოოოოლ

    პოსტი მაგარია, ვიხალისე :დ

    ისე, ოფიციალური დამოწმება სჭირდება სიყვარულს კი, სხვაგვარად თუ ფიქრობთ, ნუ იცხოვრებთ საზოგადოებაში, თან საზოგადოებაც გინდათ, თან ნახევარ–ნახევარა წესების შესრულება, ეგრე სადაა :დ

    Like

  4. ეს ადიდასის ზმანებში შემთხვევითაა მაგ სურათზე აკარად. 🙂
    ისე, ძალიან სახალისო კია.

    Like

  5. ააააა. ძალიან მაგარი პოსტია…
    ბევრი ვიცინე და ვიხალისე… :))))))))))))))))))))

    “საერთოდ არ ჭირდება გრძნობებს მოწმობა, სიგელი, შტამპი პასპორტში თუ მენდელსონის ვალსი, IMHO. ”
    მეც მაგ იმჰოზე ვარ, მაგრამ… 😦

    Like

  6. ამ ინსტიტუტის თუ რაც ქვია მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. საერთოდ არ ჭირდება გრძნობებს მოწმობა, სიგელი, შტამპი პასპორტში თუ მენდელსონის ვალსი, IMHO. თუმცა, მსოფლიოში ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი ქორწინდება.

    au xoo raaaaaaaaaa
    magram mec rom mag shtampebis da sigelebis qselshi maqvs tavi gakopili 😀

    Like

  7. აუ ახლა გამოვყევი ამ პოსტს ჩემი ბლოგიდან და შენ გაიხარე, ლორდ ❤ ასე ხალისიანად დილა რამდენი ხანია არც დამიწყია. მივიწყებული მქონდა ეს პოსტი, არადა ძაან მაგარია, აი სუპერრ :)))))))))

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.