პატარა, ბანალური პოსტი ძაღლებზე

ვიდეო მოლაპარაკე ძაღლზე მაკა ასათიანმა დაპოსტა ფეისბუქზე. სახალისოა, მაგრამ მე ეს ვიფიქრე, რატომაა რომ ჩვენ, ადამიანებს გვსურს, ირგვლივ ყველა ჩვენ გვგავდეს?

მშობლებს სურთ, შვილები მათი ალი-კვალნი იყვნენ. მეგობრებს სურთ, მათ მეგობრებს მათნაირად ეცვათ, მათნაირი გემოვნება ქონდეთ. პატრონებს სურთ, ძაღლები მათ ენაზე საუბრობდნენ?

WTF?!

* პომპეის გათხრებისას, ამოფრქვეული ვეზუვის ფერფლქვეშ იპოვნეს ბავშვისა და ძაღლის ჩონჩხი, ძაღლი ბავშვს იყო გადაფარებული – როგორც ჩანს, ცდილობდა ლავისგან მის დაფარვას.

* მე-13 საუკუნეში მწევარი სენ-გინეფორტი შხამიან გველსა და პატრონს შორის ჩადგა. გველმა ის დაგესლა და ძაღლი გარდაიცვალა. პატრონმა მას საფლავი გაუკეთა და ლეგენდის მიხედვით ამ ადგილას დავრდომილი ადამიანები იკურნებოდნენ.

* სენბერნარმა ბარიმ მე-19 საუკუნის დასაწყისში ალპების ზვავში მოყოლილი 40-ზე მეტი ადამიანი იხნა, ერთ-ერთი იყო ბავშვი, რომელიც თოვლქვეშ გაყინულიყო და ყველას მკვდარი ეგონა, ბარის გარდა. ის მანამდე ლოკავდა და ცდილობდა საკუთარი სხეულით გაეთბო, სანამ არ მოასულიერა და გადაარჩინა.

* ციმბირულმა ჰასკიმ (იმის მსგავსმა, ვიდეოზე რომააა), სახელად ბოლთომ, მე-20 საუკუნის დასაწყისში 1’600 კილომეტრი დაფარა, რათა ალაიასქის შორეულ ქალაქში ჩაეტანა ანტი-დიფტერიული ვაქცინა (თვითმფრინავით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ვინაიდან 40 გრადუსიანი ყინვის გამო ავია-ძრავი გაყინულიყო და ვერ აფრინდა).

* შარშან ერთ ახალზელანდიელ ბიჭუნას ორი ცოფიანი პიტ-ბული დაესხა თავს და მას ჯექ-რასელ ტერიერი სახელად ჯორჯი გამოექომაგა (ფილმ “ნიღაბში” ძაღლი რომ თამაშობს, ის ჯიშია. ახლა კი  წარმოიდგინეთ ორი პიტ-ბული…). ჯორჯმა თავისი პატრონი იხსნა, თუმცა თავად ის პიტ-ბულებმა დაგლიჯეს.

* არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ძაღლები გარდაცვლ პატრონებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ეს იყო აკიტა ინოს ჯიშის ჰატიკო, ნაგაზი შეფი, სქაი-ტერიერი ბობი და მრავალი სხვა…

ძაღლებმა ჩვენებურად ლაპარაკი არ იციან, მაგრამ მათ იციან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ – უანგარო მეგობრობა და უსაზღვრო ერთგულება. ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც დავწერ – ისეთი ერთგულება, ჩვენ, ადამიანებმა (ხშირად) რომ არ ვიცით.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

15 thoughts on “პატარა, ბანალური პოსტი ძაღლებზე”

  1. პატრონი საჭმელს ჭამს, კატა ფიქრობს ნეტავ მალე მოკვდებოდეს და ეს ლუკმა მე დამრჩესო
    ძაღლი ფიქრობს, დიდ ხანს იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, რომ ყოველთვის შეეძლოს ჩემი მოვლა და კვებაო

    კატებს ვერ იტანდა პაპაჩემი და რომ ვეკითხებოდი სულ ამას მიყვებოდა :))
    ძაღლი ერთგულია ძალიან
    საინტერესო პოსტი იყო :*

    Like

    1. სხვათა შორის, არიან კატები, რომლებსაც ადამიანები ყავთ გადარჩენილი. 🙂 ძაღლებივით ვერა, მაგრამ მაინც ახერხებენ ხოლმე.

      Like

      1. კი არის.
        ორგანიზაციაა, რომელიც აჯილდოებს ცხოველებს და იქ კატები კი არა ჩიტები და რა სულიერი აღარაა. 🙂
        ტარაკნების გარდა. 🙂

        Like

      2. პირიქით მენატრებიან.
        ბავშვობაში ბევრნი იყვნენ და ახლა სად არიან ნეტავ? წამლად ვერ ნახავ რომ გინდოდეს.

        Like

    2. ძაღლი ფიქრობს: ის მე მაჭმევს, ის ჩემზე ზრუნავს, ესე იგი ის ღმერთია.
      კატა ფიქრობს: ის მე მაჭმევს, ის ჩემზე ზრუნავს, ესე იგი მე ღმერთი ვარ.
      და მხოლოდ ღორები გვიყურებენ, როგორც მათ სწორს.

      Like

      1. loooool 😀
        საინტერესოა, კატა მართლა ჰყავდათ გაღმერთებული,მაგ.ეგვპიტეში და კიდევ სადღაც. ძაღლმა რა დააშავა? :/

        Like

  2. ამიტომ მიყვარს ძაღლი და არა კატა.. წუხელ 5 კატას ჩემს ეზოში კონცერტი ჰქონდათ 😐 მე არა, მაგრამ ჩემები კი გააღვიძა :დ

    Like

    1. არადა, ქართულ ენას არ უყვარს ძაღლები.
      ძაღლი მიგაკვდა სულშიო, ვამბობთ.
      ჩაძაღლდაო.
      ძაღლმა დაგაფსა საფლავზეო.

      რა პონტია რა… 😦

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.