საქართველოს ხიბლში

  • ვანო მერაბიშვილი, ბაკურ კვეზერელი, ზაზა გოროზია, ვერა ქობალია, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქართველი მამაკაცები, უპატრონო ძაღლები და ბევრი სხვა რამ კსენია სოკოლოვას რეპორტაჟში “უცნობი ქვეყანა” (Неизвестная страна. Назло надменному соседу: Как живет современная Грузия).

ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის რედაქტორის მოადგილემ, კსენია სოკოლოვამ საქართველო შემოიარა და თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალის დეკემბრის ნომერში გაგვაცნო (ეს სწორედ ის სოკოლოვაა, სობჩაკთან ერთად რომ ჩამობრძანდა. რუსი ნაშები მოკლე კაბებში, ქართველი პრეზიდენტი ბარბერის საათით და გლამურული საქართველო).

სოკოლოვას რეპორტაჟით თუ ვიმსჯელებთ, ის საქართველოს ხიბლშია.

ქვეყანა, სადაც ნჭიერი, ერუდირებული, განათლებული ხალხი ცხოვრობს;
ქვეყანა, სადაც მცირდება კორუფცია, იოლია ბიზნესის კეთება, იზრდება ეკონომიკა;
ქვეყანა, რომელსაც მართავენ ადამიანები, რომელთა ამბიცია ქვეყნის შეცვლა, განვითარება და წინსვლაა;
ქვეყანა, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილია დატოვონ კვალი ისტორიაში, რაც ბევრად უფრო დიდი დრაივია, ვიდრე ხაზინის ქურდობა;
ქვეყანა, სადაც ხალხს ესმის რეფორმების აზრი და მხარს უჭერს ცვლილებებს;
ქვეყანა, სადაც არის რაღაც მატერიალურ დოვლათზე მეტი – თვითშეგნება, სიამაყე და საკუთარი თავის პატივისცემა…

ასეთია სოკოლოვას თვალით დანახული საქართველო.

GQ-12-2010


ჩამოქაჩე სოკოლოვას რეპორტაჟი საქართველოს შესახებ

NB! კსენია სოკოლოვა ჩემს ბლოგს არ კითხულობს, ამიტომ ემოციები თქვენთვის შეინახეთ, pls., 🙂 თუ რამე გაქვთ მისთვის სათქმელი, GQ-ს საიტზე მიწერეთ. 🙂

 

 

 

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

8 thoughts on “საქართველოს ხიბლში”

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.