ლომებთან გალიაში

შაბათის პოსტი

ყოფილმა სამხედრომ, ამჟამად კი ცხოველთა დამცველმა ჯიმ ჯაბლონმა (Jim Jablon) ერთი თვე გაატარა ლომებთან გალიაში ფლორიდის ველური ბუნების რეაბილიტაციის ცენტრისთვის თანხის შესაგროვებელი აქციის ფარგლებში.

თავდაპირველად ლომებს ადამიანის მათ ტერიტორიაზე შეჭრა არაფრად ეპიტნავათ, მაგრამ ჯაბლონის კეთილშობილური მიზნების შესახებ რომ შეიტყვეს, გულები მოულბათ.

ადამიანი და ლომები დამეგობრდნენ.

დამშვიდობებისას ლომებს კურცხალი ჩამოუგორდათ, მაგრამ უცბად მოილოკეს ენით – იმიტომ რომ ლომებს ტირილი არ ეკადრებათ.

article-1346686-0CBC8779000005DC-596_634x461article-1346686-0CBC86FF000005DC-5_634x457

article-1346686-0CBC86A5000005DC-116_634x409article-1346686-0CBB254E000005DC-328_634x625

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
WROH Florida

ასევე: ადამიანი და ლომი

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

23 thoughts on “ლომებთან გალიაში”

  1. სამიოდე წლის წინ, ორტ-ზე დოკუმენტური ფილმი ვნახე “მოშინაურებულ მტაცებლებზე”, თურმე რა არ ჰყავთ შინ – ლომები, ნიანგები, პირანიები…. დასკვნა ერთი იყო – მტაცებელი მტაცებელია, სულაც დაბადებიდან უვლიდე და რძეს საკუთარი ხელით ასმევდე, ერთიც იქნება და ის მტაცებლური სული სძლევს.

    მოკლედ, გადარჩენილა ეს კაცი.

    Like

  2. რუსული პროპაგანდაა 🙂

    სახლში არც უნდა გყავდეს, მაგრამ წინა პოსტი დეივ სალმონიზეა, რომელიც აფრიკაში ცხოვრობდა ლომებთან. ძალიან მაგარი 2 ფილმი აქვს Animal Planet-ზე აჩვენეს. იქ ასეთი დასკვნაა, რომ ლომებს და ადამიანებს შეუძლიათ გვერდიგვერდ ცხოვრება თუ რაღაც ზღვარს არ გადახვალ.

    Like

  3. ეთოლოგები ლაპარაკობდნენ მანდ…

    ლომებზე იყო ზუსტად აქცენტი. “იტალიელების არაჩვეულებრივი მოგზაურობა რუსეთში” ხომ გახსოვს, ლორდ? მანდ არის ლომი. კინგი. ეს ლომი ჰყოლია ოჯახში. ჩვეულებრივ კორპუსის ბინაში. საკმაოდ ცნობილ ოჯახს. ერთ დღესაც კინგს ოჯახის წევრი დაუგლეჯია და მილიციელს მოუკლავს. მეგობრებმა ფული შეუგროვეს და მეორე ლომი იყიდესო, ჰოდა, რაღაც დროის შემდეგ ამ მეორე ლომმა ოჯახის უფროსის პატარა ბავშვი იმსხვერპლა.

    მე იმას ვამბობ, რომ შინ ყოლაა სარისკო (ალბათ, ეს ის ზღვარია, რომელსაც არ უნდა გადახვიდე), თორემ სალმონმა, სავარაუდოდ, იცოდა, რასაც აკეთებდა, სიტუაციასაც აკონტროლებდა და იმ ლომებსაც.

    მაგრამ მე მაინც შემეშინდებოდა ერთი თვე მანდ ცხოვრება 🙂

    Like

    1. ბაქოელებს – ბერბეროვებს. 🙂
      არა კინგი გადაღებისას გაეკიდა ოპერატორს და მაგ დროს მოკლეს.
      მეორეს მგონი ასევე კინგი ერქვა – და იმან მართლა შეჭამა ბავშვი, მაგრამ ეგ ჩახლართული ამბავი იყო.
      ერთი რომ თავად ბერბეროვი მოკვდა და კინგმა ჩათვალა რომ ახლა თავად იყო ოჯახის თავი. 🙂
      მეორეც, მაგის გადარევას მიზეზი ქონდა – ცხელი ზეთი გადაასხეს ტაფიდან. ქალი ამბობს – მეზობელმაო, თუმცა იმასაც წერდნენ რომ თავად ამ ქალმა. შემთხვევით რა თქმა უნდა.

      სალმონის საიდუმლოც ეგ იყო – რომ ლომებს გააგებინა, არაფერს გერჩით და თქვენს უფლებებს ამ ტერიტორიაზე პატივს ვცემო – ჰოდა 9 თვე იყო ობშაგში პრაიდში 🙂

      Like

      1. შენ უკეთ გცოდნია.

        მეორესაც კინგი ერქვა, მართალი ხარ და მგონი, ზუსტად ეს მეორე მოკლა მილიციელმა. ჩახლართული ამბავიც მართალია. იმ ბიჭის საფლავის ქვას ღრმად უცნაური და ორაზროვანი წარწერა აქვს. სავარაუდოდ, კინგ მეორე სხვას გაეკიდა და იმ სხვას ბიჭი გადაეფარა… ფილმშიც ამოუხსნელად დატოვეს. არ ვიცითო.

        მტაცებელი არ ვარ, მაგრამ ცხელი ზეთი რომ გადამასხა, ნებისმიერ ლომზე უარესად გავცოფდები 😦

        ყოჩაღ, სალმონს.

        Like

      2. წიგნიც მქონდა – Лев у Берберовых იმ პირველ კინგზე.
        🙂
        მაგრად მშურდა მაგათი.
        ნუ რო შეჭამა მერე უკვე ისე აღარ მშურდა. 🙂

        Like

  4. რამდენიმე წლის წინ სიუჟეტი ვნახე – ვიღაცას თბილისში მგლები ჰყავს და მშვენივრად ეწყობა.

    მე ძაღლი მინდა და იმას ვერ მოვაბი თავი, ძაღლიანად გამსვამენ გარეთ. ბერბეროვებს ლომი ჰყავდათ, თან ორი. ეჰ..

    Like

    1. ისე, უცნაური კია საბჭოთა დროს ლომის ყოლის ნება რომ დართეს… ალიევის ნათესავი იქნებოდა.
      ან რა სახლი უნდა გქონდეს, რომ ლომი დაატიო – საბჭოთა დროს.

      ფილმია ეგეთი მგლები რომ ჭამენ მოთხილამურეებს… მაგაზე მაგარი ამბავი ატყდა – ბუნების დამცველები აყვიდნენ ნუ ქმნით მგლებზე დებილურ მითებსო. თურმე მგელი რომ ადამიანს თავს დაესხას უიშვიათესი შემთხვევაა.

      Like

      1. რა გითხრა, ის ფილმი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ რაღაც ასეთს მართლა მოვკარი ყური – მეორე კინგის საყიდლად ფული მოსკოვურმა ბომონდმა შეუგროვაო. ცნობილი ტიპები ყოფილან (სავარაუდოდ – ცირკის არტისტები) და ალბათ, ნებართვაც ამიტომ მისცეს.

        ძალიან უნდა შიოდეს მგელს ალბათ… ან კიდევ რაღაც ასეთი.

        Like

    2. ძარლს გააჩნია.
      სპანიელი თუ მიიყვანე, შეიძლება გაგსვან ძაღლიანადა, მაგრამ როტვეილერით თუ მიხვედი, იქეთ გასვამ ყველას. 🙂

      Like

  5. გასკდა გულიი.. არ არსებობს, სულ რო დედა დამიფიცოს ლომმა თათს არ გახლებო, ჩემდათვად მაგათ გალიაში შემსვლელის 🙂 🙂 🙂 მაგარი კაცი ყოფილა ჯაბლონი 🙂

    Like

      1. კარგები არიან და დაეზარდნენ თავიანთ დედებს.. 🙂 მოეფერები და გამოხვალო.. ეგ როგორ ?? ხვალ არადა ზეგეს პონტში გამოხვალ?? 🙂

        Like

  6. “თავდაპირველად ლომებს ადამიანის მათ ტერიტორიაზე შეჭრა არაფრად ეპიტნავათ, მაგრამ ჯაბლონის კეთილშობილური მიზნების შესახებ რომ შეიტყვეს, გულები მოულბათ.”
    ხო, ინგლისური ენა კარგად იციან ლომებმა და ეგრევე გაიგეს ჯაბლონის ენა. 😀

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.