რატომ არ თხოვდები?

tracy-mcmillanშენ ამაზე არ ფიქრობ. ცდილობ, ამ კითხვას დაემალო. მაგრამ, უეცრად, რაღაც იცვლება. ვიღაცის დაბადების დღეზე ან შენი ძმის ქორწილში ან ერთ მშვენიერ კვირა დილით, როცა სამსახურში წასასვლელი არ ხარ, სარკეში იხედები და საკუთარ თავს კითხავ: ჯანდაბა, რატომ არ ვარ გათხოვილი?!!!

კითხე?

ჰოდა, მე გიპასუხებ, – ამბობს თრეისი მაქმილანი, ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და ბლოგერი.

აი მისი პასუხებიც:

შენ გათხოვილი არ ხარ, ვინაიდან:

1. ნამდვილი ძუკნა ხარ.

ნერვები გაქვს მოშლილი, იღრინები და იკბინები. რატომ? აბა, მე რა ვიცი – შეიძლება, დედაშენზე ხარ გულმოსული, ან სუპერმარკეტის მოლარეზე, ან რომელიმე პოლიტიკოსის ატანა არ გაქვს, სულ რომ გატელევიზორებულია, ჰოდა, მამაკაცებს კი აფრთხობ.

Continue reading “რატომ არ თხოვდები?”

საქართველოს ხიბლში

  • ვანო მერაბიშვილი, ბაკურ კვეზერელი, ზაზა გოროზია, ვერა ქობალია, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქართველი მამაკაცები, უპატრონო ძაღლები და ბევრი სხვა რამ კსენია სოკოლოვას რეპორტაჟში “უცნობი ქვეყანა” (Неизвестная страна. Назло надменному соседу: Как живет современная Грузия).

ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის რედაქტორის მოადგილემ, კსენია სოკოლოვამ საქართველო შემოიარა და თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალის დეკემბრის ნომერში გაგვაცნო (ეს სწორედ ის სოკოლოვაა, სობჩაკთან ერთად რომ ჩამობრძანდა. რუსი ნაშები მოკლე კაბებში, ქართველი პრეზიდენტი ბარბერის საათით და გლამურული საქართველო).

სოკოლოვას რეპორტაჟით თუ ვიმსჯელებთ, ის საქართველოს ხიბლშია. Continue reading “საქართველოს ხიბლში”

პატარა, ბანალური პოსტი ძაღლებზე

ვიდეო მოლაპარაკე ძაღლზე მაკა ასათიანმა დაპოსტა ფეისბუქზე. სახალისოა, მაგრამ მე ეს ვიფიქრე, რატომაა რომ ჩვენ, ადამიანებს გვსურს, ირგვლივ ყველა ჩვენ გვგავდეს?

მშობლებს სურთ, შვილები მათი ალი-კვალნი იყვნენ. მეგობრებს სურთ, მათ მეგობრებს მათნაირად ეცვათ, მათნაირი გემოვნება ქონდეთ. პატრონებს სურთ, ძაღლები მათ ენაზე საუბრობდნენ?

WTF?!

Continue reading “პატარა, ბანალური პოსტი ძაღლებზე”

ტალღებს გატანებული წერილების ბედი

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.
გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.
ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.
სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

ქარის მოტანილი წერილების დღე

ამ დღის ამბავი ფსიქესგან გავიგე. კი ამბობს, მეც ვიღაცამ მითხრაო, მაგრამ, მგონი, მისი მოგონილია. 🙂 აი, ტალღებს გატანებული წერილების დღის ავტორი კი დანამდვილებითაა ცნობილი – ლესბოსელი ფილოსოფოსი თეოფრასტე, რომელიც ქრისტემდე IV-III საუკუნეებში მოღვაწეობდა. თეოფრასტე ამტკიცებდა, ხმელთაშუა ზღვა  ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილიაო და გიბრალტარის სრუტეში ბოთლით რამდენიმე წერილი ჩააგდო, რომელთა ნაწილმაც მოგვიანებით სიცილიის ნაპირებთან ამოყვინთა.

აქედან მოყოლებული, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ატანდა წერილებს ტალღებს: წარჩინებული თუ მდაბიო, მეფე თუ კარისკაცი, ეპისკოპოსი თუ დიაკონი, გლეხი, მუშა, მეცნიერი, მწერალი თუ სპამერი…  თუმცა, ყველაზე ხშირად ამ ხერხს მაინც ზღვაოსნები მიმართავდნენ.

Continue reading “ტალღებს გატანებული წერილების ბედი”

როგორ მიაჩმორეს ფრანგებმა ვუვუზელა

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გამოსვლით ვერ დაიკვეხნის, ამ ქვეყანამ ერთი გამარჯვება მაინც მოიპოვა – ფრანგული ტელეარხი CANAL+ პირველია, ვინც მოახერხა და ვუვუზელა დაჯაბნა. მათ, ვინც არგენტინა-სამხრეთ კორეის მატჩის ტრანსლაციას CANAL+-ის მეშვეობით ადევნებდა თვალს, სიურპრიზი ელოდა – ვუვუზელები დადუმებულიყვნენ.

გულშემატკივრებს ერთი პირობა კი ეგონათ, ფიფას მესვეურებმა მრავალრიცხოვანი თხოვნები გულთან ახლოს მიიტანეს და ვუვუზელები აკრძალესო, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერში “დამნაშავე” Audionamix და მათი ახალი ტექნოლოგია აღმოჩნდა.

Continue reading “როგორ მიაჩმორეს ფრანგებმა ვუვუზელა”

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ფეხბურთი, თუკი ის ჯერ კიდევ არ გიყვართ :)

1. ფეხბურთი აზარტული სანახაობაა

zizou soccer lag

2. ფეხბურთი მხიარული სანახაობაა

Continue reading “5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ფეხბურთი, თუკი ის ჯერ კიდევ არ გიყვართ :)”

შეიყვარე ვუვუზელა!

ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ ვუვუზელაზე, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ.

South-African-boys-blow-t-006 კი ვთქვი, ჩემპიონატის განმავლობაში ბლოგს დავასვენებ-მეთქი, მაგრამ რახან პოსტი ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეზეა, სჯობს, გამოვაქვეყნო.

ვუვუზელა (Vuvuzela – უფრო ზუსტი გამოთქმაა: ვუვუზეილა) დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის საყვირია. გამოირჩევა მონოტონური ტკბილხმოვანებით. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან კარგად გაიცანით, მაგრამ არ მგონია, იცოდეთ, რომ მას ხანგრძლივი და თავგადასავლებით აღსავსე საინტერესო ისტორია აქვს.

ვუვუზელა ტელეეკრანებზე პირველად 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატის დროს გამოჩნდა, მაშინ ის კალისგან დამზადებული და ბევრად უფრო მოკლე იყო. მოგვიანებით კალა – ალუმინმა, ალუმინი კი – პლასტმასამ ჩაანაცვლა.

Continue reading “შეიყვარე ვუვუზელა!”

ვინ გახდება ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული?

ესპანეთი? ესპანეთს საოცრად დაბალანსებული შემადგენლობა ყავს, იმდენად თანაბარი ძალისა, რომ ძნელიც კია იმის თქმა, რომელია იქ ძირითადი შემადგენლობა და რომელი – სათადარიგო. ამ გუნდის კონსტრუქტორივით გადაწყობაა შესაძლებელი, ისე, რომ კონკრეტულ მატჩს საუკეთესოდ მოერგოს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ესპანეთის ნაკრებს გენიალური მწვრთნელიც ყავს.

მაგრამ, მის წინააღმდეგ სტატისტიკა და მსოფლიოს ჩემპიონატის ტრადიციებია. მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთში ის ტიტულია, რომელსაც, როგორც წესი, ერთი და იმავე გუნდებისგან შემდგარი კასტა ინაწილებს. ახალი ჩემპიონი იშვიათად ჩნდება. ბოლოს ეს ფრანგებმა მოახერხეს, მაგრამ ისიც – მხოლოდ სახლში და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი – ზიდანი ყავდათ. ჩემპიონატი რომ ესპანეთში იმართებოდეს, ესპანეთის ნკარები ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნებოდა. სამხრეთ აფრიკაში – მისი შანსები საგრძნობლად მცირდება.

Continue reading “ვინ გახდება ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული?”

რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?

Unsolicited Gift ბრიტანელი ექიმი დენის ფრიდმანი ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯიდან (Royal College of Psychiatrists), თავის წიგნში “მოუთხოვნადი საჩუქარი: რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით” (The Unsolicited Gift: Why We Do What We Do) ბავშვის ფსიქიკაზე ძიძების ზეგავლენაზე მსჯელობს.

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ბიჭს, რომლის აღზრდაშიც დედას ძიძა ეხმარება, უჩნდება განცდა, რომ მხოლოდ ერთი ქალი მასზე საკმარისად კარგად ვერ იზრუნებს. ასეთ მამაკაცებს უჭირთ პარტნიორისადმი ერთგულების შენარჩუნება. მაშინაც კი, თუ ეს ურთიერთობები ხანგრძლივია, მაშინაც, თუ ქორწინებით დასრულდა – ძიძის მიერ აღზრდილი მამაკაცი მუდმივად განწყობილია “მეორე ქალის” მოძებნისთვის. ასეთი მამაკაცების ცდუნება განსაკუთრებულად ადვილია და ისინი სხვა ქალების მიერ გამოგზავნილი “სიგნალების” მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან – შედეგად, სამსახურებრივი თუ სხვა სახის რომანები ამ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი მოვლანაა. ამ ყველაფერს ისინი პარტნიორის/ცოლის ღალატად არ მიიჩნევენ და სინდისის ქეჯნას არ განიცდიან.

Continue reading “რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?”

რა სარგებლობა მოაქვს ემანსიპაციას?

აბა, ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს ემანსიპაციას?

ეს სიტყვა ბევრ მამაკაცს აშინებდა და აბრაზებდა… შეიძლება, მომავალში კიდევ გააბრაზოს, მაგრამ, როგორც ბოლო გამოკვლევები ადასტურებს, ემანსიპაციისგან, პირველ რიგში, სწორედ მამაკაცები რჩებიან მოგებულნი.

ამერიკული Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1970 წლიდან 2007 წლამდე დაქორწინებული ამერიკელი მამაკაცის ქონება 60%-თ  გაიზარდა, მაშინ როდესაც დაუქორწინებელ მამაკაცთა ქონება – მხოლოდ 13%-ით. დაქორწინებულ მამაკაცთა გამდიდრების მთავარი მიზეზი – მათი მეუღლეების მაღალი შემოსავალია და ეს მზარდი ტენდენციაა.

თუ 1970 წელს 30-დან 44 წლამდე ასაკის მამაკაცთა მხოლოდ 4% ჰყავდა ცოლი, რომლის შემოსავალიც მათ შემოსავალს აჭარბებდა, 2007 წელს ამგვარ მამაკაცთა რიცხვი 22%-მდე გაიზარდა.

Continue reading “რა სარგებლობა მოაქვს ემანსიპაციას?”