შავი ყუთის რაინდები

თამაშთა თეორია

ChGKამ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა ტელევიზიაზე მოსაწყენი და უღიმღამო რამ დედამიწის ზურგზე თუ არსებობდა, არ მგონია. ორი ცენტრალური არხი იყო სულ – ერთზე კირილოვი გამოდიოდა, მეორეზე კი – ბრეჟნევი. მონაცვლეობით. და ვინ იცის, ვის დანახვას უფრო მეტი გულფანცქლით ელოდნენ. მგონი მაინც – კირილოვის.

მერე კი გამოჩნდა კაცი, ვისაც ამ ორთავეზე მეტი ადამიანი უყურებდა… უფრო სწორად, კი არ უყურებდა – უსმენდა. გამოჩნდაო დავწერე, მაგრამ ის კაცი ეკრანზე არ ჩანდა. ხმა ისმოდა მხოლოდ. თავად კი სადღაც იმალებოდა ზურმუხტქალაქის ჯადოქარივით. მართლა ჯადოქარი იყო. ქვეყანაში, სადაც პრეფერანსის თამაშისთვის იჭერდნენ ხალხს, ცენტრალური ტელევიზიის პირველ საკავშირო არხზე კირილოვისა და ბრეჟნევის გამოსვლებს შორის კაზინო გამართა… მართალია, ამ კაზინოში ფულზე არ თამაშობდნენ, მაგრამ “რულეტკა” ტრიალებდა, პრიზებს იგებდნენ, იყო ბურჟუაზიული აზარტი და სრულიად არასაბჭოური სანახაობა. ეს გასაოცარი ადამიანი საბჭოთა მარშლის მოგვარე ვლადიმირ ვოროშილოვი იყო, მის მიერ მოგონილი თამაში კი მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური ტელესამორინე – “რა, სად, როდის”. ბზრიალა 1975 წლის 4 სექტემბერს დაატრიალეს პირველად და მას მერე არ გაჩერებულა. დღეს საქართველოშიც თამაშობენ, უფრო მეტი – უყურებს. წლების განმავლობაში ამ თამაშმა ერთგვარად კი იცვალა სახე, მაგრამ დიდწილად მაინც ისაა, რაც თავდაპირველად იყო.

Continue reading “შავი ყუთის რაინდები”

ჰოკეი, ტვისტერი და სტრიპ-პოკერი

თამაშთა თეორია

მაგიდის ჰოკეი

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სათამაშო იყო.

table hockey მაგიდის ჰოკეი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ სახე იცვალა, დაიხვეწა… დღეს შვედური კომპანიის Stiga-ს მოდელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული. საბჭოთა კავშირშიც თავის დროზე სწორედ ეს მოდელი გადმოიღეს.

არაჩვეულებრივად აზარტული თამაშია… EA Sport-ის კომპიტერულ ვერსიაზე უფრო აზარტულიც კი. გაცილებით მეტი დრაივია. 🙂

მაგიდის ჰოკეიში ჩემპიონატები ტარდება. ჰოდა, თუკი ნამდვილში მომავალი არ გვეჭყანება, ამაში მაინც ვცადოთ.

ლეგოს კონსტრუქტორი

Continue reading “ჰოკეი, ტვისტერი და სტრიპ-პოკერი”

პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია

თამაშთა თეორია

სტერეოსკოპი View-Master

ViweMaster ის 1938 წელს უილიამ გრაბერმა (William Gruber) შექმნა. ეს კაცი იდეაში ფორტეპიანოს ამწყობი იყო, ბინიდან ბინაში და მუსიკალური სკოლიდან მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, უნიჭო ბავშვების კლავიშებზე ბარტყუნით აშლილ პიანინოებს წამლობდა, ბრამსსა და ბახს უსმენდა… უსმენდა… უსმენდა… მოეშალა ბოლოს ნერვები და გადაწყვიტა, საქმისთვის მიეხედა. თავისი ძველი გატაცება – ფოტოგრაფია გაიხსენა და ისეთ ხელსაწყოზე დაიწყო მუშაობა, რომლითაც ფოტოსურათის “გაცოხლება” იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაიბადა სტერეოსკოპი View-Master. მასზე უფლებები კომპანია Sawyer’s Photo Services-სმა შეიძინა (რომელთანაც გრაბერი თანამშრომლობდა) და 1939 წელს ნიუ იორქის გამოფენაზე წარადგინა. პირველი სლაიდი, რომელიც გამოფენის სტუმრებმა View-Master-თ ნახეს დიდი კანიონის გამოსახულება იყო. Continue reading “პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია”

მონოპოლია

თამაშთა თეორია

“ალმასი – მარადიულია”, – ეს სიტყვები “დე ბირსის” სლოგანად იქცა, მაგრამ ალმასზე უფრო მარადიული – სათამაშოა. სათამაშოები ისეთივე ძველი გამოგონებაა, როგორიც კაცობრიობა და კიდევ უფრო ძველიც, რამდენადაც თამაში ყველა ძუძუმწოვარს უყვარს და პრე-ისტორიულ თუ რაც ქვიათ არსებებს, რომლებიც ჩვენზე მრავალი საუკუნით ადრე გაჩნდნენ – მათაც ჰქონდათ პრე-ისტორიული სათამაშოები.

რევოლუციამდელი ბავშვი რატომ იყო გონებაჩლუნგი – ესეც კარგად გვახსოვს.

მაგრამ პრე-ისტორიულ თუ რევოლუციამდელ სათამაშოებზე სხვა დროს იყოს, ეს პოსტ(ებ)ი კი მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ სათამაშოებზე იქნება.

ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, Monopoly-თ უნდა დავიწყო – აშშ-ში გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სათამაშოთი. 1999 წელს ის “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როდესაც Monopoly-ს მოყვარულთა რაოდენობამ 500 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჟურნალმა Games magazine Monopoly “სათამაშოთა დიდების დარბაზში” (Games Hall of Fame) შეიყვანა. ის, აგრეთვე, “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრიცაა (კი, ამერიკაში ასეთი დარბაზებიც არსებობს).

Monopoly logo

Continue reading “მონოპოლია”