ჰოლივუდის მეწველი ძროხები

Forbes აქვეყნებს იმ მსახიობების სიას, რომლებიც მათში ჩადებულ ინვესტიციებს ყველაზე საუკეთესოდ ამართლებენ. დათვლის პრინციპი იგივეა, რაზეც წინა პოსტში ვწერდი.

რეიტინგის სათავეში ტრანსფორმერი შაია ლა ბაფია (Shia LaBeouf), რომელში ინვესტირებულ ყოველ დოლარს მთელი 160 დოლარი ამონაგები მოაქვს. აი, ასეც ხდება, თუკი შესაფერის დროს შესაფერის ადგილას აღმოჩნდები, ჰოლივუდი ხელს გტაცებს, რომელიმე სპეც-ეფექტებით უაზროდ გაძეძგილ კრეტინულ ფილმში შეგაგდებს – და უკვე ყველაზე წინ ხარ.

მას ცოტათი ჩამორჩება ჯეიმს მაქევოი (James McAvoy), “ფორბსი” ზუსტ თანხას არ ასახელებს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ “განსაკუთრებით საშიშმა” (როგორც ჩვენმა კინოგაქირავებამ თარგმნა “Wanted”) 342 მილიონი დოლარი მოიტანა და მაქევოის ჰონორარი კი ძალიან მცირე იყო, ის სიაში მეორე ადგილზეა. ფილმი, იცით ალბათ, “ღამის გუშაგისა” და “დღის გუშაგის” ყაზახი რეჟისორის, ტიმურ ბეკმამბეტოვის გადაღებულია და მასში მორგან ფრიმენი და ანჯელინა ჯოლი თამაშობენ.

სხვათა შორის, მაქევოი სულ უფასოდაც თანხმდებოდა გადაღებას, მაგრამ სცენარი რომ წაიკითხა და ნახა, ანჯელინა ჯოლისთან სექსი არ უწევდა, შემდეგ, ჰონორარი მოითხოვა.

(მაქევოი გადაღებულია “შოტლანდიის უკანასკნელ მეფეშიც” – ფილმში, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, მით უმეტეს, რომ იქ ფორესთ უაითექერის თამაში გენიალურობისთვის დასაშვებ ყოველგვარ ზღვარს სცილდება).

შემდეგ მოდიან ჩემთვის სრულიად უცნობი სუბიექტი მაიქლ სერა (Michael Cera) და კარგად ცნობილი ჰარი ფოთერი დენიელ რედქლიფი (Daniel Radcliffe), 93 დოლარი ამონაგებით ყოველ ინვესტირებულ დოლარზე.

მე პირადად ფოთერიანით დიდიდ აღფრთოვანებული არ დავრჩი. წიგნები საინტერესოა (უაზროდ გაწელილ “ფენიქსის ორდენს” თუ არ ჩავთვლით), მაგრამ ფილმები – დიდი ვერაფერი.

საპატიო სიის ბოლოს ორი სუპერ-გმირია: რკინის კაცი რობერთ დაუნი უმცროსი (Robert Downey Jr.) და ბეთმენი ქრისთიან ბეილი (Christian Bale) – ერთ დოლარზე შესაბამისად, 78 და 55 დოლარი ამონაგებით.

ცხადეა, შემოსავლის მიხედვით, ბლოქბასთერ “რკინის კაცთან” ახლოსაც ვერ მივა დეივიდ ფინჩერის მიერ გადაღებული “ზოდიაქო” (ფილმი ეძღვნება ცნობილ ამერიკელ სერიულ მკვლელს და არა ქართველ “ასტრონავტ” მიხეილ ცაგარელს), თუმცა რობერთ დაუნის ნამდვილი სამსახიობო ოსტატობა, სწორედ “ზოდიაქოში” ჩანს. იმჰო. ნახეთ და დარწმუნდებით.

ჩემს ბლოგზე რაღაც ჰოლივუდის კვირეულია. 🙂

ზოგიერთებმა ქე იციან, რატომაც. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:

ჰოლივუდელი ლუზერები

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

7 thoughts on “ჰოლივუდის მეწველი ძროხები”

    1. ეგ როგორაა იცი – ძველი ანეკდოტია: ერთი კაცი ამბობდა ჩურჩხელა არ მიყვარსო.
      ფელამუში გიყვარსო -კიო, თხილიო – ეგეცო.
      აბა ძაფს არც ჩვენ ვჭამთო.

      Like

    2. ნუ იცინიი :))))
      მე ის “ძირითადი ღერძი” არ მიყვარს, რაც უშუალოდ ჰოლივუდთან ასოცირდება, აჰაა
      მთელი თავისი სიკაშკაშით და მძაფრი სიჟეტებით, თუ როგორც არის, თორემ კარგი საქართველოშიც მოიძებნება :პ

      Like

  1. ისეთ ფილმებს აქვს მოგება, გადაირევა კაცი. 2012 რას იზამს ნეტა. ემერიქმა დედა უტირა მაიას ლეგენდას. ჩამოთვლილი ფილმების დიდი ნაწილი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ფინჩერს ”მებრძოლთა კლუბის” გამო ვაღიარებ.

    კსტატი, საინტერესო ბლოგია. ხშირად ვკითხულობ და თუმცა იშვიათად ვტოვებ კომენტარებს. მაქევოის და ანჯელინას ისტორიაზე გულიანად ვიცინე და..

    თან ჩემი ლაკოსტი და WWF დავლანდე 🙂

    Like

    1. მე პირადად ფინჩერის ცუდი ფილმი არ მინახავს.
      7-დან დაწყებული, შიშის ოთახი… და “თამაში” ხომ სერთოდ ისეთი ფილმია რო blows your head.

      Zodiac ძალიან მომეწონა. დეტექტივისთვის დუნედ მიდის, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი ფილმია. და რობერთ დაუნი შესანიშნავად თამაშობს.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.