სულკატიანები

b47290b94c0eადამიანები, დუმბაძე როგორც იტყოდა, სულძაღლიანებად და სულკატიანებად იყოფიან, ჰოდა, მე სულძაღლიანი ვარ, თუმცა კატების საწინააღდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ მწერლების უმრავლესობა, ალბათ, სულკატიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, მათ კატები რამდენიმე ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გმირად აქციეს:

მაგალითად, ბავშვობიდან გემახსოვრებათ ალბათ, ჯანი როდარისეული კოჭლი (ქართულ თარგმანში მას “ფეხცანცარა” ეწოდება) კატა-რევოლუციონერი, ჯელსომინოს რომ დასდევდა ქუჩა-ქუჩა და შენობის ფასადებზე წერდა: “ძირს მიშა”… რა იყო და “მეფეს ოქროსფერი პარიკი ახურავსო”.

ძალიან შავი და მხიარული კატა, სახელად “ბეჰემოთი”, მიხაილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტადან”.

კატა-ფილოსოფოსი, რომლის ფიქრებიც კარელ ჩაპეკმა აღწერა “კატის შეხედულებით” დაწერილ მოთხრობაში.

დაბოლოს, გენიალური ჩეშირელი კატა, ლუის ქერალის ზღაპრიდან “ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში”.

ლუის ქერალის დროინდელ ინგლისში გავრცელებული იყო გამოთქმა “რა ჩეშირელ კატასავით იკრიჭებიო” (grin like a Cheshire cat). ქართველებსაც ხომ გვაქვს გამოთქმა – “ყველის ვაჭარივით იცინისო” 🙂 – ჩეშირი კი ინგლისის საგრაფოა, რომელიც ლუის ქერალამდეც, მის შემდეგაც და, აგერ, დღემდეც ყველითაა ცნობილი, მაგრამ ჩვენთან თუ ყველის ვაჭრები იცინოდნენ, ჩეშირში იცინოდნენ კატები, 🙂 ვინაიდან, ჩეშირელი კატები ყველაზე ბედნიერი კატები იყვნენ.

ამას თავისი ისტორია აქვს – ჩეშირის საგრაფოს ჩესთერის პორტში მდინარე დიზე სახელგანთქმული ჩეშირული ყველი იტვირთებოდა, პორტთან კი კატები ბინადრობდნენ და ხომალდებიდან ხმელეთზე გადმოსულ თაგვებს შეექცეოდნენ. რამდენადაც ჩეშირულ ყველზე დიდი მოთხოვნა იყო და დასატვირთი გემებიც – უამრავი, ჩეშირელი კატებიც მუდამ მაძღრები იყვნენ და ნეტარებისგან ხითხითებდნენ. პორტში ჩეშირელებს, თურმე, ბედნიერი კატის მონუმენტიც კი აღუმართავთ.

ამბობენ, ჩეშირული ყველის თავიც ისე ამოყავდათ, თურმე,  რომ კატას დამგვანებოდა, თან უბრალოს კი არა – მოცინარ კატას.

კიდევ ერთი ისტორია უკვე არა Cheshire_cat_headჩეშირს, არამედ ჩრდილო იორქშირის პატარა სოფელს –  ქროფთ-ონ-თის უკავშირდება. იქ წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც ლუის ქერალის მამა იყო მღვდლად, კედელში გამოკვეთილ ტახტს სხვადასხვა ფიგურები ამშვენებენ, მათ შორის – მოცინარი კატის.

მოცინარი კატა იყო გამოსახული ასევე სარის საგრაფოს სოფელ ქრანლეის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სვეტზეც და ჩეშირის საგრაფოს სოფელ გრაფენჰოლის წმინდა უილფრიდის ეკლესიის კოშკის კედელზეც.

ისე, სხვა ვერსიებიც არსებობს, მაგრამ მე პირადად ესენი უფრო მომწონს.

არის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჩეშირელ კატას – ჩეშირის საგრაფოს ქალაქ ქონგელთონში სააბატოს მნეს ჰყავდა ერთი კატა, რომელსაც უყვარდა სეირნობა. სეირნობდა, სეირნობდა და ერთხელაც შინ აღარ მობრუნდა. ეძებეს, ეძებეს, მაგრამ, თითქოს, მიწამ უყო პირიო – მის კვალსაც ვერ მიაგნეს…

გავიდა რამდენიმე დღე და მნეს ფხაჭუნი Cheshire2შემოესმა, კარი გააღო და ზღურბლზე თავისი კატა დაინახა, მაგრამ, შინ შემოსვლის ნაცვლად, ის უეცრად გაქრა, თითქოს აორთქლდაო. ასე განმეორდა მეორე… მესამე დღესაც… კატა ყოველ საღამოს ბრუნდებოდა შინ და კარის ზღურბლიდან ჰაერში ორთქლდებოდა.

ჰოდა, ლუის ქერალის ჩეშირელი კატაც, შესაძლოა, სწორედ ის ქონგელთონის სააბატოს კატაა.

Vodpod videos no longer available.

P.S.

შემთხვევით ამ პოსტის ძველი ვარიანტი წავშალე, ამიტომ დაიკარგა კომენტარები. 😦

ყველას, ვისი კომენტარიც დაიკარგა – ბოდიშს გიხდით. ისღა დამრჩენია, ვიმედოვნო, რომ პოსტის ეს ვერსია უკეთესია. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

9 thoughts on “სულკატიანები”

  1. “მნეს ფხაჭუნი შემოესმა”

    uuuuh pos shavi kata gamaxsenda da shemajrjola

    sharl peros kata miyvarda me :> sxva katebi arasodes. behemotic ki ar momdioda didad tvalshi 😀

    Like

  2. ჰოო კატა საერთოდ წმინდა ცხოველად ითვლებოდა და კატის მკველობა უბედურებას ნიშნავდა. სულკატიანობა არ ვიცი და კატა ხშირად არის ფილმებში, წიგნებში და მულტფილმებშიც მთავარ როლში:) აი მე ეხლა წიგნებიდან ჰარუკი მურაკამის ,,ნადირობა ცხვარზე” ამ წიგნში მთავარი გმირი კატა გამახსენდა. ერთი გაქუცული, ბებერი, ბოდიში მომითხოვია და სუნიანი კატა:) ჰოდა ერთი ამ კატაზე იტყვის– რა საყვარელიაო. პატრონი კი წერს– ამ კატაზე ყველაფერი შეგეძლო გეთქვა ,,საყვარელიას” გარდაო. ძალიან ვიხალისე კატის ეპიზოდებზე: )
    ჰო კიდე გარფილდზე ვგიჟდები
    ისე კატების დიდად მოყვარული არ ვარ

    Like

  3. “ამ წიგნში მთავარი გმირი კატა გამახსენდა. ერთი გაქუცული, ბებერი, ბოდიში მომითხოვია და სუნიანი კატა:) ჰოდა ერთი ამ კატაზე იტყვის– რა საყვარელიაო. პატრონი კი წერს– ამ კატაზე ყველაფერი შეგეძლო გეთქვა ,,საყვარელიას” გარდაო.”
    ————-ეს ზუსტი დახასიეთებაა,ჩემი კატის!

    Like

  4. მშვენიერი პოსტია 🙂 ეს კატები მეც მიყვარს, ბეჰემოთი მაინც ყველაზე მეტად და რა ვქნა :დ ჩეშირელი პატარაობაში მიყვარდა ხოლმე… ისე კი ზოგადად კატების ატანა არ მაქვს, ფუჰ :დ

    Like

      1. ველური კატა ცტა სხვა ასოციაციას იწვევს ჩემში 🙂 ლომები? მაინ რიდი გამახსენდა… კაფრი კონგო რომ ნადირობდა ლომზე… ეჰ კარგი იყო რა ბავშვობა

        Like

      2. მაინ რიდი არ წამიკითხავს 🙂
        მაგრამ ისე გამოვიდა, რომ 2010 მქონდა პოსტი ლომბზე და 2011 მქონდა პოსტი ლომებზე და წელსაც მექნება. 🙂

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.