25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები

subliminal-2ინგლისელმა ნათანიელ ბათერმა (ის, სხვათა შორის, შექსპირის “მეფე ლირის” პირველი გამომცემელია) 1622 წელს ლონდონში დააფუძნა ცნობის ფურცელი გრძელი სათაურით News from Most Parts of Christendom or Weekly News from Italy, Germany, Hungaria, Bohemia, the Palatinate, France and the Low Countries, რომელიც მიჩნეულია მსოფლიოში პირველ გაზეთად, ამ  სიტყვის იმგვარი მნიშვნელობით, რაც დღესაა მიღებული. 2 წლის შემდეგ ბათერმა და მისმა პარტნიორმა ნიქოლას ბურნმა  დაიწყეს ყოველკვირეული Certain News of the Present Week (მოგვიანებით, უბრალოდ Weekly News) გამოცემა… ამას ყველაფერს კი იმიტომ ვწერ, რომ სწორედ ამ გამოცემაში გამოჩნდა 1624 წელს მსოფლიოში პირველი სარეკლამო განცხადება, რომელიც წიგნებით ვაჭრობას ეხებოდა.

ჰოდა, მას მერე დაიწყო და არ ჩერდება. 🙂

რეკლამის მთავარი მიზანი იყო და არის და მუდამ იქნება კლიენტთა მიზიდვა, მაგრამ ამ მიზანს რეკლამა სხვადასხვა გზით აღწევს. კარგა ხანს, რეკლამის შემკვეთთა მოლოდინი იმწამიერი ეფექტი იყო – დღეს სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა და ხვალ უკვე მაღაზიასთან რიგები დადგა… ოცნებებში. 🙂 ამგვარი მიდგომის მწვერვალი იყო ე.წ. 25-ე კადრის გამოგონება, რომელიც 1957 წელს ამერიკელმა მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიქერიმ (James Vicary) დააპატენტა.

25-ე კადრი (ოფიციალურად მას “ფარული შეტყობინების” (Subliminal Message) მეთოდი ეწოდება) ადამიანზე ქვეცნობიერ ზემოქმედებაზეა დაფუძნებული. არ მგონია, ვინმე იყოს დარჩენილი, ვისაც მის შესახებ არ ჰქონდეს გაგონილი. ნიუ ჯერსის ქალაქ ფორთ ლის კინოთეატრში ფილმ “პიკნიკის” დემონსტრირებისას, ვაიქერიმ ფირში ჩაამონტაჟა 1/3000 წამის ხანგრძლივობის კადრები: “დალიე კოკა-კოლა” და “გშია? ჭამე პოპ-კორნი”, რომელთაც ადამიანის თვალი ცნობიერად ვერ აღიქვამდა, ანუ ფილმის ცქერას ისინი ხელს არ უშლიდა, მაგრამ პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი ქონდა – ტესტის შედეგად “კოკა-კოლისა” და პოპ-კორნის გაყიდვები დაახლოებით 60 და 20 პროცენტით გაიზარდა…

ყველაფერი ზემოთქმული – თავად ჯეიმს ვაიქერის თქმით. წიგნმა, რომელშიც მან ექსპერიმენტების შედეგები წარადგინა, შოკი გამოიწვია. რამდენიმე ქვეყანაში (აშშ-ის ჩათვლით) 25-ე კადრის მეთოდი ადამიანის მანიპულირებად გამოცხადდა და აიკრძალა… თუმცა, დამოუკიდებელ სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ვაიქერის მეთოდი პრაქტიკულად ვერანაირ გავლენას გაყიდვების ზრდაზე ვერ ახდენდა. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ 5 წლის შემდეგ ჯეიმს ვაიქერი იძულებული გახდა, მის მიერ ჩატარებული ტესტის შედეგების გაყალბება ეღიარებინა.

მიუხედავად ამისა, ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მათოდი მოგვიანებითაც გამოიყენეს (აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას (FCC) ამ საკითხზე რამდენიმე მოსმენაც კი აქვს ჩატარებული), თუმცა, რამდენად შედეგიანი იყო ასეთი რეკლამა – ეს უკვე სხვა საკითხია.

“ფარული შეტყობინების” ეფექტურობაზე ფსიქოლოგები და მარკეტოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან.

მე პირადად ძალიან დამაჯერებელი არგუმენტი მის წინააღმდეგ მოვისმინე პროფესორისგან, რომელიც “საქონლის ბაზარზე წარდგენის“ ლექციის კურსს მიკითხავდა. როდესაც მას 25-ე კადრის შესახებ დავუსვით შეკითხვა, ასე გვიპასუხა: ეს მეთოდი  სინამდვილესთან ახლოს რომ ყოფილიყო, თქვენ ახლა აქ არ ისხდებოდით, სსრკ არ დაიშლებოდა და არც ხავერდოვანი რევოლუცია მოხდებოდაო (გულისხმობდა მისი ქვეყნის – ჩეხეთის ხავერდოვან რევოლუციას, ვარდების რევოლუცია მაშინ ჯერ ჩანაფიქრშიაც არ არსებობდა).

თუმცა, “ფარულ შეტყობინებას”, ჩანს, მაინც აქვს შეზღუდული ეფექტი, მაშინ, როდესაც ადამიანს იმ კონკრეტულ წამს მართლაც აქვს კონკრეტული მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც კონკრეტულ რეკლამირებულ პროდუქტს შეუძლია – ეს 2006 წელს იოჰან კარემანსის (Johan Karremans) ხელმძღვანელობით ჰოლანდიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა. კარემანსის ექსპერიმენტში  ორი ჯგუფი მონაწილეობდა, რომელთაგან “ლიფთონის” ცივი ჩაის რეკლამამ ეფექტი იქონია მათზე, რომლებსაც ექსპერიმენტის განმავლობაში მარილიანი ორცხობილით გაუმასპინძლდნენ და, შესაბამისად, დაამწყურვალეს.

ეს, გარკვეულად, უკავშირდება მარკეტინგში (და არა მხოლოდ) ცნობილ კიდევ ერთ ე.წ. შერჩევითი აღქმის ფენომენს – ადამიანი ბევრად უფრო ღიაა იმ ინფორმაციის მისაღებად, რომლისთვისაც “შემზადებულია”.

2007 წელს, ჯეიმს ვაიქერის ექსპერიმენტის იუბილის აღსანიშნავად, ბრენდ-მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციაზე (MARKA 2007) ის ხელახლა გაიმეორეს, ოღონდ ამჯერად ფილმ “პიკნიკის” 25-ე კადრი რეკლამას უწევდა გამოგონილ ბრენდს – Delta, რის შემდეგაც ცდის მონაწილეებს სთხოვდნენ არჩევანი გაეკეთებინათ Delta-სა და Theta-ს შორის. 80%-ზე მეტმა არჩევანი Delta-ს სასარგებლოდ გააკეთა.

article-1213129-0668464C000005DC-846_468x286 “ფარულ შეტყობინებას” გავს ასევე ე.წ. ჩადგმები (Embedded Marketing) – როდესაც, მაგალითად, რომელიმე ფილმში გამოყენებული “რეკვიზიტის” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ) მწარმოებელი, ლოგო, მოდელი მკაფიოდ ჩანს.  აგრეთვე, სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია… ხშირად, ამ დასახელებების გამოჩენაში სპონსორების ფულია გადახდილი (მშვენიერი მაგალითია Nokia და Samsung-ის მობილური ტელეფონები ფილმ “მატრიცაში”), თუმცა შესაძლებელია, ეს უანგაროდაც მოხდეს – სცენარის ავტორის ან რეჟისორის ან ფილმის სხვა შემქმნელების პირადი გემოვნებისა და სურვილების წყალობით ან, უბრალოდ, შინაარსიდან გამომდინარე.

P.S.

ყველა, ვინც ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხა, მახეში გაება და 12-ჯერ გახდა “25-ე სტრიქონის” მსხვერპლი.

გმადლობთ.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:

უითმენი და ლივაისი


ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

30 thoughts on “25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები”

  1. ამასწინათ რაღაცაზე ვახსენე 25-ე კადრი და ხალხმა პირი დააღო. არავინ არ იცოდა რას ნიშნავს :))) მე პროგრამა მქონდა კომპში, 25-ე კადრით ინგლისური სიტყვების დასაზეპირებელი.

    Like

    1. აწი შეგიძლია პირდაპირ ჩემი ბლოგის ლინკი მისცე :):)

      გიშველა ისე მაგ პროგრამამ?
      მე მაინცადამაინც არ მჯერა 25-ე კადრის ეფექტურობის… ნუ როგორც მიწერია პოსტში…

      Like

  2. 25-ე კადრია, ცხოვრებას, ქვეყანას და ჭეშმარიტ, ეროვნულ, ქართულ ტრადიციულ ყოფას რომ გვინგრევს – (მმკსგანრისხებულიაქტივისტისსმაილი)

    ლაროშფუკოს არ იყოს, ყველაზე მივარდნილი უბნის ყველაზე ჩამორჩენილ ბირჟაზე რომ იკითხო, 25-ე კადრი ყველას ექნება გაგონილი(ზომბირება, რას გვიშვება ეს მთავრობა, აი გრეჩიხა რა კაცია და ა.შ), ოღონდ – რა არის, დანამდვილებით ვერავინ გეტყვის.

    კადრები იქეთ იყოს და რეკლამა მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია. ისტორიაც და ცალკეული ეკზემპლარებიც. კარნეგის უწერია სადღაც, ელექტროტექნიკის მაღაზიაში სეილსმენი მყიდველს ყურთნ ასანთს უნთებს და ამით აჩვენებს, როგორ უხმოდ მუშაობს მაცივარი.

    ჩადგმები.. ბონდიანა ერთი დიდი ჩადგმაა. როლექსია? არა, ომეგაო – კაზინო როიალში ისეთი ხაზგასმით პასუხპბს კრეიგი ევა გრინს, გამორიცხულია, ამაში ფული არ იყოს გადახდილი.

    Like

    1. ალბათ.
      ფული რომ არ გადაეხადათ ასეთი დიალოგი იქნებოდა:
      ვესფერი: ეგ რა საათი გიკეთიათ? ომეგა?
      ბონდი: ფუი… ეგღა მაკლია ბრიტანეთის საუკეთესო აგენტს ტილიანი ომეგა მეკეთოს…

      Like

  3. არა, არ მიშველა, ძაან არც მიცდია. ისე თუ მყარი ფსიქიკა გაქვს, შეგიძლია დაიცვა საკუთარი გონება მასეთი გზით შეღწეული ნაგვისაგან.

    Like

  4. 25-ე კადრს ეძახის ზოგი და მე უბრალოდ, ადამიანის ფსიქოლოგია მგონია, როცა ზუსტად იმ მაზოლზე აჭერ ფეხს, სადაც იცი, რომ აქვს 😛 შტერული შედარებაა, მაგრამ ასეა.

    Like

    1. ზოგადად მარკეტინგი ცდილობს ადამიანის სისუსტეების გამოყენებას.
      მაგრამ ძირითად იარაღად მაინც დარწმუნების უნარია.
      არ მგონია 25-ეკადრებით პირდაპირ მანიპულირება იყოს შესაძლებელი ისეთი დოზით, რომ რაღაც ეფექტი მივიღოთ.

      100% ვარ დარწმუნებული მაგ მეთოდს კგბ გამოიყენებდა. მაგრამ სსრკ მაინც დაინგრა.
      ნუ ისევ იმ ადამიანის არგუმენტს ვიმეორებ, მაგრამ მართლა ძალიან საფუძვლიანი მგონია.

      Like

  5. მოკლედ თავიდან ამ მასონების ამოშლა მინდოდა სათაურიდან…

    არადა შემომსვლელთა რაოდენობა ადასტურებს რომ სიტყვა “მასონი” კვლავ დიდი მიზიდულობის ძალის მქონეა საქართველოში 🙂

    Like

  6. მარკეტინგული სვლა ინ ექშნ 🙂

    25-ე კადრის არ იყოს, როგორ ფიქრობ, რამდენმა კაცმა იცის საქართველოში, მასონები ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, რა უნდათ ახლა, რას აკეთებდნენ და რას აკეთებენ?

    რამდენიმე წლის წინ ერთერთ ფორუმზე თემა გაიხსნა – ვინ არიან სიონისტები და რა საფრთხეს უნდ ველოდოთ მათგან. თემის სულისკვეთება გასაგებია – მოთხარეს სიონიზმი. ჰოდა, ერთერთი კომენტარი იყო ასეთი – რას ერჩით სიონისტებს, რა დაგიშავეს, მეც თავად სიონისტი ვარ, სიონის ტაძრის მრევლი, უბრალოდ ახლა ისე ხშირად ვერ ვესწრები წირვებსო…

    ვოტ ტაკ.

    კლასიკური მაგალითია. ქრესტომათიული.

    Like

  7. სტატიის დასაწყისში მოყვანილ პირველ სარეკლამო განცხადებას ვერ დავეთანხმები 🙂

    მე როგორც ვიცი სარეკლამო ტიპის აბრები (რომელიც აგრეთვე რეკლამაა) გაცილებით ადრე არსებობდა….

    მასმედიაში შეიძლება ეს პირველი პრეცენდენტი იყო …

    Like

    1. როგორ გეკადრებათ, რაის მაპატიეთ.
      “ტრამალის მგლის” ავტორისგან “დიდი ვერაფერი” უმაღლესი შექებაა.

      Style of Life – ბლოგი, რომელსაც ჰერმან ჰესე კითხულობს!
      აწი ასე დავარეკლამებ ხოლმე.

      Like

  8. “ფარულ შეტყობინებას” გავს ასევე ე.წ. ჩადგმები (Embedded Marketing) –

    qarTul kinematografiashi (da ara marto qartulshi) am qmedebas PRODUCT PLACEMENT qvia
    magram am detalis chasasmelad kompaniebi sakmaod solidur tanxas ixdian.
    ert erti filmis gadamgebi jgufi piradad movida chemtan da miuxedavad imisa rom sanatebi saertod arafer shuashi iko, mitxres rom kargad gamoachendnen da kompaniasac axsenebdnen tu 5000 an 7000 lars gadavixdidit.
    nu uari vutxarit

    magram yvelas gaqvt nanaxi filmi “YVELAFERI KARGAD IQNEBA” sadac pirdapir areklameben nataxtars, koniak sarajishvils da airzenas

    magram airzenastvis samarcxvinod ar shemidzlia ar agvnishno rom bortgamcilebels romelic reisebs acxadebs tuchze aqvs herpesi
    saocari antireklamaa 😦

    neta sad qondat tvalebi

    Like

  9. exla rac sheexeba konkretulad posts, me vfiqrob rom 25-e kadri ar aris pirdapiri da zlieri zemoqmedebis iaragi, ise rom adamians aidzulo ragaca gaaketebino

    magram tu mas 85% aqvs ragac gadackvetileba migebuli da kidev cota yoymanobs, nebismierma reklamam sheidzleba ubizgos am gadackvetilebis sisruleshi mokvanisaken da mat shoris 25-e kadrmac

    da + xma chemgan, saintereso posti iko

    mapatie rom amdens vcer ingl. asoebit, magram mezareba xolme sxvagan cera da mere gadmokopireba 😀

    Like

  10. ფარული მესიჯებიც და ოცდამეხუთე კადრიც ნაღდია პროსტა გავლენა აქვს სხვადასხვა სხვადასხა ადამიანზეე და უნდა იცოდეე როგორ გამოიყენო რო გავლენა ქონდეს თორე ქვეცნობიერებაზე რო მოქმედებსს ეს უდაოაა და ეს ჩემი აზრი არაა მხოლოდ :))) საინტერესეოაა სად დევს 25 ე კადრი :))) აქ ვერ იქნება იმიტოო რო ის მხოლოდ კინოში გამოიყენებაა ეგ subliminal massage არის რისი მსხვერპლინც შენი თქმით გავხდით :))

    Like

  11. აუ ხომ არ იცით სად შემიძლია ვიპოვო ინფორმაცია თუ როგორაა წონის დაგდება 25–ე კადრის საშუალებით?

    Like

  12. რუსული არხები იყენებენ 25 კადრს საინფორმაციოში. უკრაინაზე დააფიქსირეს.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.