99%-იანი რეკლამები

მარკეტოლოგები ხუმრობენ, რომ სარეკლამო კამპანიაში გადახდილი თანხის მხოლოდ 1%-ეს მოაქვს შედეგი… პრობლემა ისაა, რომ არვინ იცის დანამდვილებით, ეს 1% რომელია.

Bacardi & Company Limited

“ბაკარდიმ” დაბეჭდა სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო არცთუ სასიამოვნო შესახედაობის ერთობ ჭარბწონიანი ქალბატონები და Bacardi Breezer (ხილის არომატის მქონე ტკბილი და რბილი რომი – დასავლეთში ამ ტიპის სასმელს “ალკოპოპ”-ს უწოდებენ), წარწერა კი ამტკიცებდა, ქალი რომ მომხიბლველად გამოიყურებოდეს, მას სჭირდება Bacardi, ლამაზი ტანსაცმელი, აქსესუარები და… მახინჯი დაქალი გვერდით.

image001

ქალებმა, რომლებზედაც იყო გათვლილი (ამას თუ გათვლა ჰქვია) სარეკლამო კამპანია, ის შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს. დამთავრდა იმით, რომ “ბაკარდის” ბოდიშის მოხდა მოუწია.

იგივე კომპანამ მამაკაცების აუდიტორიისთვის დაამზადა რეკლამა, რომლის იდეაც, ალბათ, ის იყო, რომ ლუდთან (და სხვა სასმელებთან) შედარებით, “ბაკარდის” მეტი სიამოვნება მოაქვს. 🙂 (BetterThanBeer.com და Bacardimixx.com იყო Bacardi Mixx-ის ვებ-პროექტები).

6a00d8341c51c053ef00e54f6e5e6e8834-800wi

რამდენად არის ეს ის შემთხვევა, როდესაც სამი სჯობს ორს, თავად განსაჯეთ. 🙂

The Body Shop International plc

კოსმეტიკური პროდუქციის ქსელის, Body Shop-ის რეკლამა ამბობდა, რომ 3 მილიარდი ქალი ისე გამოიყურება, როგორც პლაკატზეა და მხოლოდ 8 – როგორც ბარბი. კლიენტის შეურაცხმყოფელი რეკლამის თვალნათელი მაგალითი:

body_shop_fat_barbie

ის ქალიც კი, ვინც მართლა გამოიყურება, როგორც სურათზეა, არ მგონია, ამ ამბით ძალიან გახარებული იყოს… იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ Body Shop-ის მომხმარებელთა შორის ბევრია “ბარბიც”.

ყველა სიკეთესთან ერთად, The Body Shop International-ს პოსტერმა თოჯინა “ბარბის” მწარმოებელი Mattel-იც განარისხა.

Todd & Holland Tea Merchants

კიდევ ერთი არსებული თუ პოტენციური კლიენტების შეურაცხმყოფელი რეკლამა:

დალიეთ ჩაი, თქვენ ხომ “ყავის მსმელებზე უფრო ცივილიზებულები ხართო”, გვეუბნება ჩაით მოვაჭრე ამერიკული კომპანია და ავიწყდება, რომ “არა-ცივილიზებულ” ყავის მსმელთა შორის მათი კლიენტებიც აღმოჩნდებიან და კიდევ მეტი ისინი, ვისაც კომპანია, წესით, პოტენციურ კლიენტად უნდა განიხილავდეს და ვის მიზიდვასაც უნდა ცდილობდეს.

Журнал “Финанс”

ეს სარეკლამო პოსტერი რომელიმე ბულვარულ გამოცემას უფრო დაამშვენებდა. არა ნახატის სექსუალური შეფერილობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ეკონომიკური პროცესების ამგვარი მარტივი კლიშეთი ასახვა, ჟურნალის ავტორთა და გამომცემელთა, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულობაზე მიუთითებს, თუ – არაპროფესიონალიზმზე არა.

made_many

Kostelecké uzeniny a.s.

ჩეხური ხორცის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის რეკლამა…

ku

როგორც იტყვიან, No Comment.

Brazilian Institute for Oriental Studies

ეს კი ბრაზილიური აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლოგო იყო. 🙂

a74_oriental

თქვენ რა გეგონათ?

Arby’s

პრეზერვატივების მწარმოებელი?arbys

არა – სწრაფი კვების ობიექტთა ქსელია. 🙂

Pernod Ricard S.A. / V&S Group (Absolut vodka)

თითქოს, არც არაფერი… მაგრამ, თუ დავაკვირდებით, რუკაზე აშშ-ს ტერიტორიის ნაწილი ჩამოაჭრეს და მექსიკას გადაულოცეს…absolut

ნაკლები უნდა დალიოთ, მეგობრებო. 🙂

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა

ამ ფოტოს ბლოგერ Revaz Baramidze-ს დავესესხე.

ჟანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა კეთილშობილურ საქმეს ემსახურება, მაგრამ მათი ლოგო საუკეთესო ლოგოების კონკურსზე გასატანად ნამდვილად არ გამოდგება. ყველაზე უხერხული ლოგოების კონკურსზე – კიბატონო.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
უითმენი და ლივაისი
25-ე კადრი

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

6 thoughts on “99%-იანი რეკლამები”

  1. კოსმეტიკური პროდუქციის ქსელის Body Shop

    მე მიყვარს მათი პროდუქცია

    აი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტირუტის ლოგოზე ნო კომენტს გავაკეთებდი 🙂
    საერთოდ რეკლამა ისეთი მომენტია ძალიან სიფრთხილე და დიდი გათვლები უნდა. საკმარისია ერთი ზედმეტი სიტყვა გაგეპაროს რომ ეგრევე იწვნევ შედეგებს
    რთული სფეროა ძაან
    მე თავად გამომიცდია და ყველა სარეკლამო ტექსტს 100ჯერ ვფილტრავთ ხოლმე

    Like

  2. სწორედ გაქ შენიშნული რეკლამის შეცდომები, თუმცა ვინსტონს რაც შეეხება – ჩვენი კანონი ითხოვს წარწერის გაკეთებას ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესახებ. ეგაა მიზეზი.

    Like

    1. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც კანონი გაიძულებს საქონლის ლოგოზე 10x დიდად პოსტერზე დააწერო “არ გაეკარო, მოგკლავსო” – რეკლამირების სხვ გზები უნდა გამონახო.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.