ფეხბურთელი ვიქნები…

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი? არაერთმა ჟურნალმა ქალებისთვის ჩაატარა მსგავსი გამოკითხვა…

მაგრამ ეს არ არის საინტერესო. მთავარია, ვინ როგორ ითამაშებს მუნდიალზე. ან, თუ მაინცადამაინც სილამაზეს ეხება საქმე – ვის ყავს ყველაზე მაგარი გერლფრენდი თუ ცოლი.

შეიძლება, ეს ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტია. მისი მეუღლე სილვი (Sylvie Françoise van der Vaart) მოდელია, თან მსახიობობს და ტელეწამყვანადაც სცადა ბედი.

Sylvie Van der Vaartsylvie van der vaart 2

ან ესპანეთის კარის დარაჯი იკერ კასილასი, რომლის გერლფრენდი ჟურნალისტი სარა კარბონეროა (Sara Carbonero Arévalo).

Sara Carbonero sara carbonero2

ან, იქნებ, ინგლისელი ნახევარმცველი აარონ ლენონი, რომელიც მსახიობსა და მოდელს დანიელ მესონს (Danielle Mason) ხვდება?

Danielle-Mason 1 Danielle-Mason

შესაძლებელია, ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკაც იყოს, რომლის მეუღლე კაროლინ სელიკო (Caroline Celico) მილანის უნივერსიტეტში მოდის ინდუტრიის საიდუმლოებებს ეუფლება.

Caroline-Celico Caroline-Celico1

იტალიელი ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო უცოლოა, ამიტომაც მშვიდი სინდისითა და წრფელი გულით შეუყვარდა 2009 წლის მარტის “ფლეიბოის” ფლეიმეითი კრისტინა დე პინი (Cristina De Pin).

Cristina De Pin Cristina De Pin1

ვან დერ ვაარტის თანანაკრებელი, ნახევარმცველი უესლი სნეიდერი დანიშნულია მსახიობსა და მოდელზე, რომლის გვარის სწორედ გამოთქმა შეუძლებელია 🙂 – იოლანტე კაბაუ ვონ კასბერხენ (Yolanthe Cabau van Kasbergen).

yolanthe cabau van kasbergen yolanthe cabau van kasbergen1

შესანიშნავი ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი არა მხოლოდ ჩემპიონატზე გატანილი ორი (ჯერჯერობით) გოლითაა გამორჩეული, მას გამორჩეული გარეგნობის მეგობარი გოგონაც ყავს – მოდელი ზაირა ნარა (Zaira Nara).

Zaira Nara Zaira Nara2

მექსიკის ნაკრების ვეტერანი კაუტემოკ ბლანკო პაპარაცებმა მსახიობ, კომედიური შოუს წამყვან გალილეა მონტიხოსთან (Galilea Montijo Torres) გამოიჭირეს. ბლანკო ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში. გემოვნებაც ვერ დაეწუნება.

Galilea Montijo1 Galilea Montijo

ინგლისის ნაკრების აყლაყუდა თავდამსხმელი ფითერ ქრაუჩი დანიშნულია მოდელ აბიგაილ ქლენსიზე (Abigail Rose Clancy). სამხრეთ აფრიკული ვუვუზელებისთვის ცხელა ახლა ამ კაცს? ასეთი ქალი ელოდება სახლში. 🙂

Abigail Clancy Abigail Clancy1

დაბოლოს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდუს მშვენიერი გერლფრენდი – თათრული წარმოშობის რუსი მოდელი ირინა შაიკი (Ирина Шайхлисламова)

Raffaella Fico1Raffaella Fico

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე სპორტული ნაშები

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

21 thoughts on “ფეხბურთელი ვიქნები…”

  1. ტოტის მზე ჩაესვენა, მაგრამ ულამაზესი ცოლი ჰყავს – ილარი ბლასი, აგრეთვე ანრიმაც პაზ ვეგას გამო მიატოვა ადრინდელი მეუღლე:) მანუელა არკურიმ კიდევ ყველა კაცი შემოირბინა, ვისაც ოდესმე ბურთისთვის ფეხი ჰქონდა დანარტყამი…

    მოკლედ, ღირს ბურთის გაგორება, რა:):):)

    Like

    1. კი, ტოტის მაგარი ცოლი ყავს ძაან.
      კანს ყავს კიდე ძალინა კაი ცოლი.
      ადრიანა კარამბუზე და ლინდა ევანჯელისტაზე არაფერს ვამბობ…

      უბრალოდ, ვინც ამ მუნდიალზეა, ისინია აქ თორემ მაგარი ცოლები და გერლფრენდები ბევრს ყავდა. თუნდაც დანიელა ჩიკარელი – რონალდოს.

      Like

  2. ტენდენციაა რა თუ ფეხბურთელი ხარ მოდელი ცოლი უნდა გყავდეს.

    ამათში ვინც აქ ჩამოთვალე – კრაუჩის ცოლი მომეწონა. და კასილასის გერლფრენდი მაგარი გოგოა ძაან…

    Like

    1. ფილოლოგი არ ვიცი და კაკას ცოლი არაა მოდელი. მოდის ისტორიას სწავლობს და სამეცნიერო ხარისხს იცავს. ხელოვნებათმცოდნის პონტშია.

      ფიგუს ცოლი სკანდინავიიდანაა – შვედია.
      ამით ყველაფერია ნათქვამი. 🙂

      Like

  3. figus coli momwons dzalian…kakasic mshvenieria…totis colze vgijdebi …. 🙂

    xo fexburteli-modeli….asea, ase…kakas coli ara modeli,arc nestasi, ekonomistia :))) magarm me nestaze vapren 🙂

    Like

  4. სნეიდერის საცოლე ძალიან მომეწონა.

    მაგრამ როგორ შეიძლება ამ სიაში არ იყოს კრისტიან კარემბუსა და ფაბიენ ბარტეზიზ მეუღლე???

    Like

  5. 🙂 ძაან პოსტი გამოგიცხვია, არ მჯეროდა მეთქი ირინაზე ნუთუ არაფერს იტყვის და ბოლოსთვის მოგიტოვებია გემრიელი ლუკმა. ვერაფერს ვიტყვი, ძაან კანონზომიერი კავშირებია: ორი უტვინო ერთად, არც ფეხბურთელებს უყრიათ რამე თავში და არც მაგ ლამაზმანებს..

    Like

    1. ერთ გროვაში ნუ შეაგროვებ მაინც 🙂 ჭკვიანი ფეხბურთელებიც არიან და ჭკვიანი ლამაზმანებიც 🙂
      იმჰო.

      Like

  6. მართალია, უბრალოდ ქალს თუ კარგი მკერდი აქვს სულ რომ კვანტურ მექანიკაზე გელაპარაკოს–გკიდია რა

    Like

  7. ეგრეც არაა. გააჩნია სიტუაციას მე ვამბობ საუბრისას ანუ უშუალო კონტაქტისას მკერდი უფრო აღიქმება. ფეხები კი დაფარულია. სულ სხვაა როცა ქალი შორსაა. ანუ 4-5 მეტრი და მეტითაა დაცილებული. მანდ ფეხების ღვაწლი განუზომელია. მკერდი კი მეორე პლანზე გადადის

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.