რა სარგებლობა მოაქვს კინოს?

პოსტი ეძღვნება ბათუმის კინოფესტივალს.

ცოტა უფროსი თაობის ადამიანები ცოტა უმცროსებზე სულ იმას ამბობენ – ეგ რა ხალხია, მაგათ წიგნების კითხვა ეზარებათ და ფილმების ყურება ურჩევნიათო…

მერე და რაო?

ფილმებიდან, სხვათა შორის, ბევრი საინტერესო ამბის გაგება შეიძლება, ისეთის, რასაც წიგნში ვერასდროს ამოიკითხავთ.

მაგალითად, იცოდით, რომ ჯინსის შარვალი მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა?

ა, ბატონო – რიდლი სქოთის “გლადიატორი” და რომაელი ჯარისკაცი “ლივაისში”. 🙂 მგონი, 501-ია. :):)

Gladiator oops

როგორ მოახერხეს ბერძნებმა მამაცი ტროელების დამარცხება? ძალიან მარტივად – მათ ავიაცია უჭერდა მხარს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ვოლფგანგ ფეთერსენის ვერსია.

Troy

საიდან, თუ არა ფილმებიდან შეიტყობთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჯადოსნური ჰალსტუხი აქვს? ერთ წამში იცვლის ფერსა და მოხატულობას… (პრემიერ-მინისტრის როლს ჰიუ გრანთი ასრულებს ფილმში “ნამდვილი სიყვარული”).

Love Actually

წინასწარმეტყველს ფილმიდან “მატრიცა” საოცარი თეფში აქვს – მასზე დაწყობილი ნამცხვარი თავისით ბევრდება. ერთ წამს ოთხია, მეორე წამს კი – ექვსი.

(მაგარია ისე. ნეტა შოკოლადის ფილებთანაც თუ მუშაობს?).

Matrix

რომელია ყველაზე მაგარი მანქანა? რა თქმა უნდა – “პორშე”, რომელსაც “ჟესტიანშიკთან” მიყვანა არ ჭირდება, ნაავარიებიც კი თავისით კეთდება. ასეა ფილმში “კომანდოსი”.

Terminator (2) ყველაზე საუკეთესო ტელეფონი კი – “ნოკიაა”… ეს ფილმის გარეშეც კარგად ვიცოდი, მაგრამ მხოლოდ მესამე “ტერმინატორიდან” გავიგე, რომ “ნოკიათი” მაშინაც დარეკავ, როდესაც ქსელი საერთოდ არაა.

Terminator 3 ყველაზე ჭკვიანი ხელბორკილი ამერიკელ პოლიციელებს აქვთ – ის ქრება, როცა საჭიროა და შემდეგ ისევ ჩნდება თავისით – ასეა რიჩარდ დონერის შესანიშნავ ფილმში “სასიკვდილო იარაღი”.

Lethal Weapon

“ტიტანიკზე” ფული დაზოგეს და ჩინური ხელბორკილები მოიმარაგეს. აი – შედეგიც: ქეით უინსლეთი იძულებული გახდა დი ქაფრიოსთვის მაჯა მოეჩეხა.Titanic

საუკეთესო ხიდებსაც ამერიკაში აგებენ – ერთი შეხედვით, ფილმში “სიჩქარე” ხიდი დაუმთავრებელია, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, “აუშენებელ” მონაკვეთს ჩრდილი აქვს. 🙂

Speed არ ვიცი, ამერიკული იარაღია ასეთი, თუ შვარცენეგერის დამსახურებაა, მაგრამ “ტერმინატორს” ჯერ ჩახმახი არ აქვს შეყენებული, რომ მსხვერპლს უკვე თავი უსკდება გოგრასავით.

Terminator

ფითერ ჯექსონის “ბეჭდების მბრძანებელში” ორკების არმიაში უცხო ელემენტები ჩანან – უთუოდ, ჯაშუშები შეაგზავნეს გონდორიდან.

TLOTR1

კარიბის ზღვის მეკობრის, ჯეკი ბეღურას ხომალდზე კი აშკარად ტურისტები დასეირნობენ. მეკობრეებშიც კრიზისია, ძმაო… აბა, ტურ-პაკეტები ეფათ…

Caribian ჯორჯ ლუქასის “ვარსკვლავურ ომებში” იმპერიის ჯარისკაცები ისეთ მეგობრობას გვიჩვენებენ, რომ სამი მუშკეტერი მონაგონია – ლაზერის სხივი აშკარად მარცხენა ჯარისკაცს მოხვდა, მაგრამ მის ნაცვლად მარჯვენა ეცემა დაჭრილი – ერთი ყველასთვის და ყველა – ერთისთვის!

Star Wars

***

ასე რომ, უყურეთ ფილმებს – იქედან ბევრი საინტერესო რამის გაგება შეიძლება… თუმცა, წიგნების კითხვას მთლად მაინც ნუ დაანებებთ თავს, თორემ ასეთი რამ დაგემართებათ:

Terminator3 Alien

(ორთოგრაფიული შეცდომები ფილმებიდან “ტერმინატორი 3” და “უცხო”).

მთლად ორთოგრაფიული შეცდომა არაა, მაგრამ ფილმში “კერკეტი კაკალი” ჯონ მაქლეინის მეუღლის გვარი სხვადასხვა კადრში განსხვავებულადაა დაწერილი.

Die Hard
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ავია-დესანტი ფილმიდან “ტროა” ფეიკია. 🙂

მაგრამ, სასაცილოა და ამიტომ დავამატე.

დანარჩენი და კიდევ ბევრი სხვა კინოშეცდომა საიტზე: http://www.moviemistakes.com

P.S.

ელვა: ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს ჯენა ჯემისონი დაამშვენებს!

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

18 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვს კინოს?”

      1. 🙂 ისე მრავალჯერ მაქვს გლადიატორი ნანახი, ყოველთვის რაღაც ახალ აღმოჩენას ვაკეთებ, მაგრამ ჯინსი ჯერ არ აღმომიჩენია 🙂 🙂 🙂 🙂

        Like

  1. მაგარი იყო ლორდ! მე ჯისნები კი შევამჩნიე.

    არადა სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, მე ჩემი საყვარელი მწერლები თუ რომანები ძირითადად ფილმებმა აღმომაჩენინეს! ასე რომ უყურეთ ფილმებს და იკითხეთ 😉

    Like

    1. მე ეგეთ ფილმებს არ ვუყურებ, იმის უკან რამე ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები რომ იყოს მიმალული. 🙂

      ერთადერთი რომან პოლანსკის მე-9 კარიბჭეა – სანამ ამ ფილმს ვნახავდი პერეს-რივიერტეზე წარმოდგენა არ მქონდა.

      ვარდის სახელიც უფრო ადრე ვნახე, ვიდრე უმბერტო ეკოს წავიკითხავდი, თუმცა ეკოს ასე თუ ისე, ალბათ მაინც წავიკითხავდი – სახლში გვქონდა.

      Like

      1. მე მიყვარს ბიოგრაფიული ფილმები. ხშირად სწორედ ჯერ მწერლით ვინტერესდები და მერე სურვილი მიჩნდება რამე წავიკითხო. ოღონდ ვცდილობ ნაკლებად ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვუყურო, ანუ საქართ. რომ ნაკლებადაა ცნობილი. მაგ.: ჯენეტ, ფრეიმი, ვულფი, სერაფინა (ეს მხატვარია)

        Like

    1. ისტორიული ლაფსუსებია მანდ ბევრი – არბალეტები, რაც რომაელებს ვერ ექნებოდათ, მაგალითად…
      მაგრამ მაინც კარგი ფილმია 🙂

      Like

  2. მატრიცასეული თეფში რომ მქონდეს, ცუდად წავიდოდა ჩემი დიეტის ამბავი)) პოსტიდან პოსტამდე მიყვარდება შენი ბლოგი)

    Like

  3. ბოლოში, იმპერატორთან ბრძოლისას გლადიატორს მგონი მაჯის საათიც უკეთია 🙂 და რომელიღაცა “კარიბის ზღვის მეკობრეებში” ჯონი დეპს თავზე დახვავებულ იმ რაღაცეებში ნაიკის სიმბოლო უჩანს… 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.