50 დეტექტივი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

მედიასახლ პალიტრის პროექტზე “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” ხომ ყველამ იცით? ბევრმა, ალბათ, მონაწილეობაც მიიღეთ, კითხვარი შეავსეთ და წიგნებიც ჩააწიკწიკეთ კოხტად.

მე – არა.

ისე, ამ პროექტის შესახებ რომ გავიგე პირველად, სურვილი გამიჩნდა, დამეწერა პოსტი 50 წიგნზე, რომელიც არ უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ… დავიწყე კიდეც. შემდეგ მივაგდე და ქე არის ეგერ, დრაფტებში სხვა 20-იოდ მიგდებულ თუ დაუმთავრებელ პოსტს შორის.

სამაგიეროდ, სხვა პოსტი უნდა გავაცოცხლო ახლა – 50 დეტექტურ ნაწარმოებზე, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. როდესაც სერ ართურ ქონან დოილზე ვწერდი პოსტს, მაშინ გადავაწყდი ამ სიას, რომელიც ინგლისური Daily Telegraph-ის ლიტერატურული განყოფილების თანამშრომლებმა შეადგინეს ორიოდ წლის წინ. დოილზე პოსტი ისედაც მეტისმეტად ვრცელი გამომივიდა, ამიტომ ეს სია იქ ვერაფრით ჩავაკვეხე. ახლა აგერ გთავაზობთ:

  1. GK Chesterton – The Complete Father Brown მოთხრობების სერია მამა ბრაუნზე. კლასიკაა. მართლაც არაჩვეულებრივია. შესანიშნავი იუმორით დაწერილი.
  2. Sir Arthur Conan Doyle – The Hound of the Baskervilles მეც ამ ნაწარმოებს დავასახელებდი.
  3. Edgar Allan Poe – The Murders in the Rue Morgue ამ მწერალს რა კომენტარი უნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენიოსია.
  4. Ed McBain – King’s Ransom არ წამიკითხავს.
  5. Kyril Bonfiglioli – The Mortdecai Trilogy არც ეს.
  6. James Ellroy – The Black Dahlia კარგი ნაწარმოებია. ნუარის სტილში. მშვენივრად სტილიზებული. 2006 წლის ბრაიან დე ფალმასეული ეკრანიზაცია ნანახი გექნებათ, ალბათ.
  7. Janwillem van der Wetering – Outsider in Amsterdam არ წამიკითხავს.
  8. Carl Hiaasen – Double Whammy ამერიკელი მწერალია. პოლიტიკურ-სატირულ თრილერებს წერს… ისე რა… ძალიან გროტესკულია. ეს ნაწარმოები არ წამიკითხავს, მისი “ტურისტული სეზონი” და “ქარიშხლიანი ამინდი” მაქვს წაკითხული. “სტრიპტიზი” დემი მურით მთავარ როლში ასევე ჰაიასინის ნაწარმოების ეკრანიზაციაა.
  9. Dashiell Hammett – The Maltese Falcon მაინცადამაინც არ მიყვარს ე.წ. ჰარდბოილდ (“მაგრად მოხარშული”) დეტექტივები, სადაც მუშტებით მეტს მუშაობენ, ვიდრე ტვინით. “მალტური ქორი” ჯონ ჰიუსთონმა ფილმად გადაიღო ჰამფრი ბოგართით. ფილმი მირჩევნია წიგნს. იმჰო.
  10. Dan Kavanagh – The Duffy Omnibus ჯულიან ბერნსის “ფლობერის თუთიყუში” წაგიკითხავთ? “სიყვარული და სხვა დანარჩენი”? ჰოდა, ბერნსი და ქავანა(გი) ერთი და იგივე მწერალია. როგორც ბერნსი ე.წ. “ინტელექტუალურ” პროზას წერს, როგორც ქავანა(გი) დეტექტივებს. მე პირველ ათეულს დავამატებდი სებატიან ჟაპრიზოს რომანს “სათვალიანი ქალი თოფით ავტომობილში” და არტურო პერეს-რივიერტეს “დიუმას კლუბს”.
  11. Margery Allingham – The Tiger in the Smoke
  12. Charles Dickens – Bleak House
  13. Georges Simenon – The Yellow Dog მისი დეტექტივები მარტივია, დამნაშავის გამოცნობა, როგორც წესი – იოლი, მოულოდნელი ფინალი სიმენონთან იშვიათია… მაგრამ კარგი მწერალია. მომწონს. მთავარი მასთან მეგრეს პერსონაა და მისი ფილოსოფიური დამოკიდებულება დანაშაულისადმი და ურთიერთობა დამნაშავესთან და სხვა პერსონაჟებთან. სიმენონი ბელგიელია, თუმცა, კარგა ხნის განმავლობაში ფრანგი მეგონა, რითიც მისი თანაქალაქელები ლიეჟიდან ძალიან გავანაწყენე. 🙂
  14. Agatha Christie – Peril at End House “10 პატარა ზანგი” მირჩევნია (ახლა ჰუმანისტები და ინტელექტუალები ნუ დამესევით! ასე ქვია და რა ვქნა? არ მომთხოვოთ “10 პატარა აფრო-ბრიტანელი” დაწერეო). 🙂
  15. Wilkie Collins – The Moonstone
  16. Jonathan Latimer – The Fifth Grave
  17. Ruth Rendell – The Water’s Lovely
  18. Ngaio Marsh – Vintage Murder
  19. Benjamin Black (AKA John Banville) – Christine Falls
  20. John Dickson Carr – The Hollow Man კლასიკური დეტექტივის ტრადიციების გამგრძელებელი – დედუქციური მეთოდი და კარგად შეფუთული დანაშაული. ედრიან ქონან-დოილთან ერთად ჰოლმსიანის გააგრძელებაც აქვს დაწერილი.
  21. Michael Innes – The Weight of the Evidence
  22. Raymond Chandler – Farewell, My Lovely კიდევ ერთი ჰარდბოილდი. ჩანდლერი ინტერესით იკითხება, კარგად იცის სიუჟეტების ჩახლართვა.
  23. Friedrich Dürrenmatt – The Pledge შესანიშნავი მწერალია, ფსიქოლოგიური დეტექტივების ავტორი. ძალიან კარგია. ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ სნობებმა თქვეს, აბა, დეტექტივი რა ლიტერატურაა, მაგას პრემიას არ ვაღირსებთო…
  24. Michael Gilbert – Even Murderers Take Holidays and other Mysteries
  25. Donald Westlake (AKA Richard Stark) – What’s So Funny?
  26. Colin Bateman – Wild About Harry
  27. Frances Fyfield – The Art of Drowning
  28. Reginald Hill – Good Morning Midnight
  29. Andrea Camilleri – The Patience of the Spider
  30. Henning Mankell – Sidetracked ყველაზე კარგად გაყიდვადი შვედი ავტორი (ლარსონის გამოჩენამდე. ლარსონზე – ქვემოთ). მე სხვა ნაწარმოებს დავასახელებდი – “ერთი ნაბიჯით უკან” – შესანიშნავ დეტექტივს სერიულ მკვლელზე და, ამასთან, მარტოობაზე. მანკელი ძალიან კარგად წერს. არაჩვეულებრივად!  მისი პოლიციის ინსპექტორი ვალანდერი რაღაცით მეგრეს გავს. კეთილი ფილოსოფოსია, რომელსაც (პროფესიის გადამკიდე) გვამებში უწევს ხელის ფათური.
  31. Patricia Highsmith – The Talented Mr Ripley მინგელას “ნიჭიერი მისტერ რიპლი” ხომ გინახავთ? ჰოდა – ეგაა. ფილმი ნანახი მაქვს, წიგნი არ წამიკითხავს. სამწუხაროდ.
  32. James Lee Burke – Black Cherry Blues
  33. Jim Thompson – The Getaway
  34. Walter Mosley – Devil in a Blue Dress
  35. Denise Mina – Garnethill
  36. Steig Larsson – The Girl with the Dragon Tattoo ავტორი, რომლის ტირაჟმა ელექტრონულ ფორმატში 1 მილიონს გადააჭარბა. კარგია ნამდვილად. არ მოიწყენთ. თუმცა, მე მანკელი უფრო მომწონს. ლარსონი ჟურნალისტი იყო, 50 წლისა გარდაიცვალა, სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ მისი პირველი წიგნი გამოიცემოდა. 😦
  37. Ronald Knox – The Viaduct Murder ნოქსი ძალიან საინტერესო ადამიანია – კათოლიკე მღვდელი, ცნობილი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ინგლისული ლიტერატურისა და მსოფლიო დეტექტივების მკვლევარი და თავადაც რამდენიმე კრიმინალური ნაწარმოების ავტორი. (სამწუხაროდ, არ წამიკითხავს).
  38. EC Bentley – Trent’s Last Case
  39. Lawrence Block – All the Flowers Are Dying ძალიან განსხვავებული წიგნები აქვს. ჰარდბოილდ თრილერები, კლასიკური და ირონიული დეტექტივები, მისტიკა… უხვადაა თარგმნილი. მე რაც წავიკითხე იქედან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დამრჩა.
  40. Edmund Crispin – Holy Disorders
  41. William McIlvanney – Laidlaw
  42. George V Higgins – The Rat on Fire
  43. Dorothy L Sayers – Five Red Herrings
  44. Anthony Boucher – The Case of the Baker Street Irregulars
  45. Mickey Spillane – I, the Jury მისი ნაწარმოებების მთავარი გმირი მაიქ ჰამერი (“ურო”) ჯერ ისვრის და მერე ფიქრობს. 🙂 ცნობილი პრინციპით – “Kill Them All, Let God Sort Them Out!” (დახოცე ყველა – უფალი თავად განარჩევს მართალთ).
  46. James Grady – Six Days of the Condor “კონდორის სამი დღე” სიდნი ფოლაქის ფილმი რობერთ რედფორდით. წიგნი არ წამიკითხავს.
  47. George Pelecanos – The Big Blowdown
  48. Robert Crais – The Watchman
  49. John Lawton – Black Out
  50. Elmore Leonard – Maximum Bob

სხვათა შორის, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი უილიამ ფოლქნერიც წერდა დეტექტივებს.

“აბესალომ, აბესალომ”-ს საფუძვლად უდევს პატარა მოთხრობა, სადაც უოშის მიერ სათფენის მკვლელობა იყო აღწერილი და ამ მიზეზების კვლევა. აქედან გამოადნო მოგვიანებით ფოლქნერმა დიდი რომანი და თავადაც უწოდებს ამ რომანს – დეტექტივს.

ამერიკული ლიტერატურის რამდენიმე მკვლევართანაც ვნახე მსგავსი აზრი. “აბესალომ, აბესალომს” უწოდებენ მოდერნისტულ დეტექტივს და “მაგრად მოხარშული” დეტექტივის ჟანრს განაკუთვნებენ.

ამ ყველაფერზე ბლოგერ სალომეასთან პატარა კამათიც მომივიდა ამასწინებზე. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

    Daily Telegraph: 50 crime writers to read before you die

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

27 thoughts on “50 დეტექტივი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”

      1. თარგმნეს ქართულად? მგონი – არა.
        ინგლისურად არის. პოულობს გუგლი ტორენტებზე. რუსულადაც.

        Like

  1. არა, ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ ალოგიკურია, ვურჩიო ადამიანს წიგნი სიცოცხლის ბოლომდე მოსასწრებ-წასაკითხად, რომელიც მე წაკითხული არ მაქვს თავად. 🙂
    ამას კი უნდა მივუძღვნა მე ერთი პოსტი 🙂

    Like

    1. აბა, რას მერჩი? 🙂
      ხომ მიწერია, რომელიც წავიკითხე და მომეწონა და რომელიც წავიკითხე და არ მომეწონა.
      ფილმი რომელიც ვნახე ისიც კი დავწერე…

      Like

  2. აგერ ვარ, აგერ.. ისე, სადაც შემეძლო ვწერდი, რომ ტუტუცობაა ნაწარმოებებთა 50ეულის და 100ულის შექმნა, მაგრამ ეს პოსტი მომწონს იმიტომ რომ აქ ჩემთვის უცნობ სახელებს ველოდები; პლუს, სიას დავამატებდი რამდენიმეს. ნუ ჟაპრიზოს გამოტოვება არ შეიძლება, არაფრის დიდებით. მარი შევალ და პიერ ვალე – ესენიც მაგრები არიან, კარგად და დამაჯერებლად წერენ.

    ძმები ვაინერებიც კარგია, მოფილოსოფოსო დეტექტივი მწერლები არიან :დ

    Like

  3. დეტექტურ ლიტერატურას არ ვიცნობ კარგად.
    კონან-დოილი მიყვარდა ბავშვობაში. პო უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ დეტექტივისტი. სიმენონიც წამიკითხავს რაღაცეები და აგატა კრისტიც. დანარჩენები არ ვიცი.
    რამდენიმე ფილმიც ნანახი მაქვს შენ რაც ჩამოთვალე იქედან.

    Like

  4. ეს სიებიც მაღიზიანებს – ეს უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, ეს უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ. მაგ პალიტრას შედგენილ სიაშიც ბევრი ისეთი წიგნი მოხვდა, სულ რომ არაა აუცილებლად წასაკითხი და ბევრი არ მოხვდა ისეთი, რაც აუცილებელი ჩემი აზრით ვამბობ.

    Like

    1. ედგარი გენიოსია დეტექტივებშიც და სხვა დანარჩენშიც. ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს. დეკამერონი საერთოდაც პორნოგრაფიაა, მაგრამ კლასიკა. :):)
      :შუტკა:

      პალიტრის სია ასახავდა გამოკითხულთა უმრავლესობის აზრს, ესაა და ეს. ყველა სია ესეთია.

      შენს გემოვნებაში (რამდენადაც შემექმნა შთაბეჭდილება) უნდა ჩაჯდეს, მაგალითად პერეს-რივიერტე. სცადე. ალბათ, ჟაპრიზოც.
      პერეს-რივიერტე ე.წ. (ეს სიტყვა არ მოყვარს, მაგრამ) “ინტელექტუალურ” დეტექტივებს წერს, დაახლოებით უმბერტო ეკოს მსგავსს.
      ჟაპრიზო ფსიქოლოგიურს, თან ჟაპრიზოს უყვარს “ცნობიერების ნაკადი” და ეგეთი რამეები. ძალიან კარგი მწერალია მართლა. და როგორც დეტექტივისტიც კარგია.

      Like

  5. სტენლი გარდნერი და მისი პერი მეისონი როგორ მოგწონს? ნეტა სიაში ადგილი არ ეკუთვნოდა?

    Like

    1. ჰოოო… გარდნერი კარგად იკითხება…
      მე მაგალითად ჯონ ლე ქარეს “შპიონი, რომელიც სუსხიანი მხრიდან მოვიდა” ან “თამაში სარკის მიღმა” ჩავსვამდი და ფრედერიქ ფორსაითის “ტურის დღეს”, თუმცა, პირველი ჯაშუშური რომანია და ტურა წმინდა დეტექტივი არაა მაინც, შეიძლება ამიტომ არ არის სიაში.

      Like

  6. აუ რა საინტერესო სიაა. ბასკერვილები ძალიან მიყვარს მე. ინგლისურად მაქვს წაკითხული. ახლა აგატა კრისტი მინდა წავიკითხო.

    Like

  7. ბევრი არ მაქვს წაკითხული აქედან: მხოლოდ სიმენონი, კოლინზი, რომელიც საბავშვო საკითხავად შემომასაღეს რატომღაც, კონან დოილი და ედგარ პო.
    სიმენონის ფლეგმატური მეგრე მიყვარს 🙂

    Like

  8. სირცხვილით ვერ მოვკვდები ჯერ ლორდ… 🙂 როგორ მიყვარდა დეტექტივები მაგრამ ორი საუკუნით უკან ვარ ჯერ ლიტერატურაში 🙂 მგონი მოვასწრებ და მოვალ დეტექტივებამდეც 🙂 ვაიმე ვაიმე დროზე თორეეე 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.