ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები

Mr.&Mrs.Clausამერიკელმა მხატვარმა თომას ნასთმა (Thomas Nast) 1863 წელს ჟურნალ Harper’s Weekly-ში წმინდა ნიკოლოზის თემაზე ნახატების გამოქვეყნება დაიწყო – ასე დაიბადა თანამედროვე სანტა კლაუსი. 1889 წელს კი ის, როგორც ეს მამაკაცებს ხშირად ემართებათ ხოლმე, გაგიჟდა და უღელში დურთა თავი… ანუ – დაქორწინდა. თუმცა,  ამ ამბავს გენდერისტებისა და ფემინისტების გარეშე არ ჩაუვლია…

მაგრამ, სჯობს, თავიდან დავიწყო.

სანტა კლაუსი (წმინდა ნიკოლოზი) მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გვევლინება შობის მთავარ ბერიკაცად. მანამდე მას სხვა კონკურენტები ყავდა, თუმცა სანტამ ყველანი ჩამოიშორა (ქართული პოლიტიკური ლექსიკა რომ მოვიშველიოთ – მიაჩმორა), საჩუქრების მთავარ დამრიგებლადა და შობის მთავარ მიმლოცველადაც საშვილიშვილოდ დამკვიდრდა და აგერ უკვე ორი საუკუნისაც მოიყარა.

სანტას ბევრი დამხმარე ყავს: ელფები, თოვლის კაცები, ჯუჯები და რა ვიცი კიდევ ვინ აღარ (ამათგან ზოგნი სწორედ ისინი არიან, თავის დროზე პირველობას რომ ეცილებოდნენ და ახალ ჩარეცხვას მხოლოდ იმით გადაურჩნენ, რომ სანტას გაურიგდნენ და მოჯამაგირეებად დაუდგნენ). 1889 წელს ამერიკელმა პოეტმა ქეთრინ ლი ბეითსმა (Katharine Lee Bates) გადაწყვიტა, რომ სანტა დაექორწინებინა და გამოსცა პოემა Goody Santa Claus on a Sleigh Ride (სიტყვა Goody არის Goodwife (ქალბატონის) შემოკლებული ფორმა, ასე რომ Goody Santa Claus – ქალბატონი სანტა კლაუსია).

მართალია, საჩუქრები ჩვენთვის სანტა კლაუსს მოაქვს, მაგრამ მათ სწორედ ქალბატონი კლაუსი ამზადებს, ხურჯინებში აწყობს და მეუღლეს მარხილს უმზადებსო და სანამ ბატონი კლაუსი მსოფლიოს გარშემო დაჰქრის და დახრიგინობს, მისი მეუღლე სადღესასწაულო სუფრას აწყობს, სახლს ალაგებს და ბუხრისთვის შეშას ჩეხსო, სანამ სანტა კლაუსი ბავშვების მადლობებს იღებს და იფერებს გაბადრული სახით, ქალბატონი კლაუსი ქმრის თოვლში გალუმპულ წინდებს რეცხავსო – ნათქვამია პოემაში. Smile

რას ერჩოდა ეს ქალი სანტასო იკითხავთ. ზემოთაც ვთქვი, ქეთრინ ლი ბეითსი ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ფემინისტი გახლდათ და მამაკაცებზეც საკუთარი წაქრმოდგენები ჰქონდა… Winking smile არ ვიცი, რამდენად შეესაბამებოდა მისი ეს წარმოდგენები რეალობას – თავად ქალბატონ ბეითსს ხომ ქმარი არასდროს ყოლია, ვინაიდან ლესბოსელი იყო.

ქეთრინ ლი ბეითსი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა ამერიკის ისტორიაში, სწორედ ისაა ავტორი სახელგანთქმული ლექსისა America the Beautiful (ხშირად America, America-ს რომ უწოდებენ). აი, ამის:

ასე რომ, რა გასაკვირია – მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი კლაუსი რამდენიმე სხვა, ქეთრინ ლი ბეითსის პოემამდელ ნაწარმოებშიც გვხვდება გაკვრით, სწორედ ბეითსი უნდა მივიჩნიოთ მის მშობლად – მისი დამსახურებაა, რომ დღეს სანტა კლაუსი ცოლიანია და წინდების გამრეცხავიც ყავს გვერდით. Smile და ელფებმაც დაისვენეს. SmileSmile

რაც შეეხება სანტა-გოგონებს (Santa-Baby), ისინი ჰოლივუდისა და TV-შოუების გამოგონებაა… ლეგენდებს, ფოლკლორსა და ზღაპრებს მათ უკან ნუ ეძებთ – უბრალოდ შეხედეთ და დატკბით. Smile


Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
Poems of Christmas

P.S.
მაკა ასათიანმა მკითხა ადრე, სანტას ქალებზე თუ იქნება პოსტიო, ჰოდა, ახლა მის ვალს ვისტუმრებ. 🙂

ესეც სრული სია:

შობის გენერალურ რეპეტიცია
გაიცანით, ბატონი ბინგლი
წითელცხვირა რუდოლფი
Yule Nisse და სხვა ელფები

სანტა ლაპლანდიიდან

7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

6 thoughts on “ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები”

    1. ძალიან კაი ქალია მინოუგი.
      ვისაც არ მოწონს, პროფილზე გადართოს.

      ისე, მისი დიდი მსმენელი არ ვარ, მაგრამ ამ სიმღერას მართლა ძალინა კარგად ასრულებს. შობას რომ უხდება ისე. 🙂

      Like

    1. ამ სიმღერაში ბაძავს აშკარად.
      მადონას ვერსიაც არის ამის მსგავსი და შაკირაც ამავე სტილში მღერის.
      და ჯაზური ვარიანტებია კიდევ ბევრი…
      მაგრამ ქაილის ვარიანტი მე ყველაზე ძალიან მომწონს. 🙂

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.