მე, ჯორჯ პაიკი და 7’999’998

ბლუმბერგის მონაცემებით, 2010 წელს “ამაზონის” მიერ გაყიდული ქინდლების რაოდენობამ 8 მილიონს მიაღწია. ამათგან ერთი მე ვიყიდე, მეორე – ჯორჯ პაიკმა დანარჩენი 7’999’998 სხვა ბედნიერმა 7’999’998 ადამიანმა დაისაკუთრა.

ვინ ვართ ჩვენ, 2010 წლის 7’999’998+2 ქინდლისტი?

მამაკაცები მეტნი ვართ, ვიდრე ქალები, უმრავლესობა – 25-55 წლისანი, უმაღლესი განათლებით, თითქმის 1/3 კი – სამეცნიერო ხარისხით, 80’000 აშშ დოლარიანი და მეტი შემოსავლით წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, ასეთია “ნიელსენის” კვლევის შედეგები.

უდავოა, რომ ჩვენ, ქინდლისტებს გვიყვარს ლიტერატურა (ძლიერ), გვაქვს კარგი გემოვნება და თუკი ვბლოგერობთ, ვწერთ გემრიელ და საინტერესო პოსტებს. ეს უკვე ჩემი საკუთარი დაკვირვებით. 🙂

ახლა კი ზოგიერთი სხვა კვლევის შედეგი, რომელიც წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა ბუკებსა თუ რიდერებზე.

14

23

როგორც თვალნათლივ ჩანს, რიდერების მფლობელები მეტს კითხულობენ და უფრო ხშირად იძენენ ახალ წიგნებს, ვიდრე ბეჭდური პროდუქციის მოყვარულნი.

ამავე დროს, თუმცა ქინდლმა ყველა სხვა რიდერი იოლად დაჯაბნა გაყიდვებით, მისი მთავარი კონკურენტი 2010 წელს იყო პლანშეტი – პირველ ყოვლისა აიფედი (რომელიც, იმავე “ბლუმბერგის” მონაცემებით, 12 მილიონი ცალი გაიყიდა გასულ წელს). 2011 წელს ამ ბაზარზე უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვიან “სამსუნგისა” და “ეიჩ-ფის” პლანშეტები, რაც კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

რა თქმა უნდა, პლანშეტი რიდერი არაა. 2010 წლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ინტერვიუ ჯეფ ბეზოსმა სწორედ ამ განსხვავებაზე საუბარს მოანდომა (ამაზონი, ეფლი, ქინდლი და სოციალური მედია). “ამაზონის” დამფუძნებელი შეეცადა, განემარტა მკითხველთა და პოტენციურ მყიდველთათვის, რომ აიფედი არ არის ქინდლის შემცვლელი და კონკურენტი, რომ ქინდლი სჭირდება მასაც, ვისაც უკვე აქვს აიფედი… არ ვიცი, რამდენად მოახერხა. “ნიელსენის” ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ – ვერც მთლად. მაგრამ ვისაც რიდერით არაფერი წაუკითხავს, ის ვერასდროს მიხვდება, თუ რამდენად კომფორტულია ეს და თუ რამდენად განსხვავდება რიდერით კითხვა პლანშეტით კითხვისგან. ამდენად, ბეზოსს არ გაემტყუნება – მან ყველაფერი მშვენივრად განმარტა, მაგრამ არის, რასაც სიტყვებით ვერ ახსნი და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ერთხელ ნანახი სჯობს ასჯერ და ასი ათასჯერ გაგონილს.

ახლა ცალი თვალით 2011-შიც შევიჭყიტოთ.

რას მოგვიტანს 2011?

რიდერებს E-Ink-ის ფერადი ელექტრონული ქაღალდის დისფლეით – ასეთი რიდერით შესაძლებელი გახდება პრიალა ჟურნალების წაკითხვა, ფოტო-ბლოგების დათვალიერება და სხვადასხვა გრაფიკ-მატრიც-სქემებ-სურათებიანი PDF ფაილების კომფორტულად წაკითხვა.

სულ უფრო მეტი სასწავლო დაწესებულება გამოიყენებს რიდერს. ფერადი დისფლეი ამ შემთხვევაშიც – სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებისთვის – იდეალურია.

გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები. ელექტრონული მელნის შემქმნელი და ქაღალდის დისფლეის მწარმოებელი კორპორაცია E-Ink საკუთარ რიდერს გამოუშვებს. ფსები დაიწევს.

დაბოლოს (ალბათ) გვეღირსება და გაჩნდება ქართული ბუკების მაღაზიაც.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

16 thoughts on “მე, ჯორჯ პაიკი და 7’999’998”

  1. მშვენიერი სტატისტიკაა. 🙂 რაც მთავარია ორივე მანდ ვართ. 🙂 ერთი ის არ მომეწონა რომ ქალები უფრო ცოტანი არიან, სად არ მაქვს 80 000 შემოსავალი, რამდენიმეს მაინც ვაჩუქებდი. 🙂

    Like

    1. ერთი ის არ მომეწონა რომ ქალები უფრო ცოტანი არიან

      ეგ ცნობილი ამბავია – მამაკაცები უფრო ადრე ყიდულობენ ყველა ახალ ელექტრონულ დივაისს. იგივე ამობილურებზე ან პლანშეტებზე ან თუნდაც კომპიუტერში ახალ ოპერაციულ სისტემაზე მამაკაცები უფრო სწრაფად გადადიან.
      ასე რომ 2011-ში ქალები წამოგვეწევიან. 🙂

      Like

      1. მაინც გილოცავ – ჩამოვა, აბა სად წავა. 🙂

        ისე, ეგ ლოდინის მომენტი მაგრად ტეხაავს. 🙂 მე როგორ ვითვლიდი დღეებს მახსოვს. 🙂

        Like

  2. როგორ მინდა! სანამ გავიზრდები, სანამ სწავლას მოვრჩები, სანამ მუშაობას დავიწყებ, სანამ ფულს შევაგროვებ, უკვე სხვანაირები იქნება არა ვადერ??:დდდ

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.