თამაში დაბლინის ქუჩებში

მოლი ბლუმს,
ადამიანს, რომელმაც საკუთარი დაბადების თარიღი შეარჩია.

Photo: James Joyce in 1939 with his grandson. Credit: LA Times File Photoჯეიმს ჯოისი დიდი ვირეშმაკი იყო – დაწერა წიგნი, რომლისაც (ბოლომდე) არვის ესმის, უმრავლესობას (ბოლომდე) წაკითხულიც არ აქვს და მაინც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს (თუ უდიდეს არა) მწერლადაა მიჩნეული. 🙂

ნუ აღელდით – რომანის გარჩევას არ ვაპირებ და არც ჯოისზე საუბარს. ეს პოსტი ბლუმსდეიზეა – ანუ ბლუმის დღეზე, რომელიც 16 ივნისს აღინიშნება. 16 ივნისი ის დღეა, რომლის განმავლობაშიც ვითარდება რომანის სიუჟეტი. 1904 წლის 16 ივნისს “ულისეს” ერთ-ერთი მთავარი გმირი ლეოპოლდ ბლუმი შინიდან გადის და დუბლინის (დაბლინის) ქუჩებში (და ამავდროულად საკუთარ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში) დახეტიალობს, სანამ შუაღამეს გადასულს უკან არ ბრუნდება. ამბობენ, რომ ლეოპოლდ ბლუმის ეს მოგზაურობა ოდისევსის მოგზაურობის რემინისცენციაა (ჰომეროსი არ წამიკითხავს, ამიტომ, სიტყვაზე ვენდობი მათ, ვინც ამას ამბობს) და თუ ასეა, გამოდის რომ ჯოისმა დაახლოებით 18 საათში ჩაატია ის, რისთვისაც ჰომეროსის გმირს 10 წელი დასჭირდა.

მაგრამ, როგორც შევთანხმდით, რომანზე არ ვსაუბრობთ – მხოლოდ ლეოპოლდ ბლუმის, დუბლინელი გაკათოლიკებული ებრაელის ერთ სადაგ დღეზე. ბლუმის ეს დღე ჯოისმა დეტალურად აღწერა – ჩვენ ვიცით მისი მარშრუტი: ქუჩები, რომლითაც სეირნობდა, საყასბო, სადაც ხორცი შეიძინა, ბარი, სადაც წაიხემსა (მისი საყვარელი კერძებიც ვიცით – დილით, საკუთარი ხელით მიმწვარი (სწორედაც რომ მიმწვარი და არა შემწვარი :)) ღვიძლის ხორცი იქნება თუ დიუკის ქუჩაზე, ბარში მირთმეული გორგონზოლას სენდვიჩი და ბურგუნდიული ღვინო), ვიცით მაღაზია, სადაც ის ლიმნიან საპონს ყიდულობს და აფთიაქი, სადაც მეუღლისთვის წამალს უმზადებენ, თურქული აბანო, საითკენაც ტანის დასაბანად მიემართება და ოპტიკური სალონი, სადაც თავისთვის ლინზებს იძენს. იმ 16 ივნისს ლეოპოლდ ბლუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც მიბრძანდებაა, მუსიკალურ მაღაზიაშიც შევა, ეკლესიაშიც შეივლის და საროსკიპოშიც, სამშობიაროში მეგობრის ძეობასაც დაესწრება და გასვენებაშიც ასწრებს მისვლას, სასიყვარულო ბარათსაც იღებს, საპასუხო წერილის დასაწერად ქაღალდსაც ყიდულობს, ოფიციანტი გოგონების გრძელ ფეხებსაც უჭვრეტს და გერთი მაქდაუელთან (ერთ ახალგაზრდა ლამაზ და თამამ ირლანდიელ გოგონასთან) სექსზეც ოცნებობს…

ესაა და ეს. 🙂

და ამ ყველაფერს მრავალი წელია უკვე მთელი მსოფლიო (პირველ ყოვლისა კი – ირლანდიელები) დიდი გულმოდგინებით აღნიშნავს… ყველაზე მეტად, თქმა არ უნდა, დუბლინელებს გაუმართლათ – მათ შეუძლიათ ბლუმსდეი ისე გაატარონ, როგორც ლეოპოლდ ბლუმმა 107 წლის წინ. მართალია, ქალაქი შეიცვალა, ბლუმისდროინდელი ყველა შენობა შემორჩენილი არაა (ზოგი არც ყოფილა და ჯოისმა გამოიგონა – ის რომანს არა ირლანდიაში, არამედ ევროპაში მოგზაურობისას წერდა), მაგრამ ლეოპოლდ ბლუმის მარშრუტის გავლა მაინც შესაძლებელია, რასაც დუბლინელები და დუბლინის სტუმრები წარმატებით ახორციელებენ.

Bloomsday-1954პირველი ბლუმსდეი 1954 წელს გაიმართა, მასში მსახიობი, ლიტერატორი და გამომცემელი ჯონ რაიანი (John Ryan), პროზაიკოსები ბრაიან ო’ნოლანი (Brian O’Nolan), ფეთრიქ ქავანა (Patrick Kavanagh), პოეტი ენთონი ქრონინი (Anthony Cronin), ჯეიმს ჯოისის ბიძაშვილი, თომ ჯოისი (Tom Joyce) და ლიტერატორი და მკვლევარი ეი ჯი ლევენთალი (A.J. Leventhal) მონაწილეობდნენ. 1982-ში, ჯოისის დაბადებიდან მე-100 წელს, ბლუმსდეი ხელმეორედ და დიდი გაქანებით აღინიშნა და ტრადიციულიც გახდა.  2004-ში კი (ლეოპოლდ ბლუმის ხეტიალიდან მე-100 საიუბილეო წელს) ბლუმისეულ 18 საათს 6-თვიანი დღესასწაული მიუძღვნეს. 🙂 რა თქმა უნდა, დუბლინელები ამ დღეს მხოლოდ გორგონზოლას სენდვიჩის ჭამით, ჭიქა ღვინოთი და მრავალი კათხა ლუდით არ აღნიშნავენ, არც მხოლოდ ირლანდიელი ოფიციანტი ქალების ლამაზი ფეხების შეფასებით კმაყოფილდებიან – 16 ივნისს “ულისეს” საჯარო კითხვის მარათონი იმართება – რომანის ჩამთავრებას კი, როგორც გამოთვალეს, 18 საათზე მეტი – 38 საათამდე სჭირდება, თურმე.

და მოლი ბლუმი რაღას აკათებსო, მკითხავთ. სანამ ლეოპოლდი დუბლინის ქუჩებში დაიარება, მისი მეუღლე, მოლი იმ დღეს საყვარელთან ატარებს (ლეოპოლდმა ეს იცის და შინ მისაბრუნებელ ფეხსაც იმიტომ ითრევს)… არ ვიცი, Barbara-Jefford-as-Mollyვისი დღე უფრო შინაარსიანი გამოდგა, მაგრამ მეტი სიამოვნება ვის ერგო – ცხადია, სწორედ ამიტომ ბლუმსდეი, სინამდვილეში, არა ლეოპოლდის, არამედ მოლი ბლუმის დღეა. 🙂 მითუმეტეს რომ რომანი მთავრდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტოდ ქცეული თავით – მოლი ბლუმის სექსუალური ფანტაზიის აღწერით, რომელიც სოლომონის “ქებათა ქებისა” და ოვიდიუსის ღირსი  ეროტიკული პოეტურობითაა სავსე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
8 ways to celebrate James Joyce and Bloomsday

The James Joyce Centre

ეს კიდევ მოლი ბლუმის თვალით დანახული ლეოპოლდ ბლუმის ოდისეა

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

17 thoughts on “თამაში დაბლინის ქუჩებში”

  1. მე მაქვს ულისე წაკითხული

    დაახლოებით ალბათ 15-16 წლის ვიყავი, ვისვენებდი სოფელში – რომელსაც ვერ ვიტანდი და გარეთ არ გამოვდიოდი, სახლში ან ხეებზე ვიჯეწი და წიგნებს ვკითხულობდი

    დეიდაჩემს საოცარი ბიბლიოთეკა აქვს, უძლიერესი

    ულისეს წაკითხვა რომ დავიწყე, მახსოვს რაღაც ფრაზებზე ვაფანატებდი, რაღაც ერთი ქარზე იყო, ეხლა დამვიწყებია უკვე, ვკითხულობდი და ვიწერდი ხოლმე ფრაზებს ბლოკნოტში.

    არ მახსოვს რა დასკვნა გამოვიტანე წაკითხულიდან და რა მივიღე ზოგადად, მაგრამ მახსოვს რომ ძალიან აჟიტირებული ვიყავი 🙂 🙂 🙂

    ბლუმსდეი – არა მაგრამ გოგოშკური დღეები მენატრება სპა სალონებში 😦
    ველოდები ვიკის დასასვენებლად წასვლას 🙂

    Like

    1. 15-16 წლის – აი ეს კარგია 🙂

      ჩემი აზრით, მაგ წიგნს გაგება არ უნდა – უბრალოდ მუსიკასავით უნდა მიყვე 🙂 გრძნობის ამბავია…
      თორემ სამი მაგხელა კომენტარები მოყვება სიმბოლიკის ახსნით 🙂 მაგას თუ სდიე გემოს ვერ ჩაატან.

      Like

      1. გაგება არ უნდა-ო – არაზუსტად დავწერე.
        უნდა, მაგრამ (თითქმის) შეუძლებელია. 🙂

        ნუ თუ ძაან პი-ინტელექტუალი ხარ – შეიძლება ალაბათ 🙂

        Like

  2. Yes!

    “ულისე” მუსიკაა, უნდა უსმინო და დატკბე.

    ზუსტად ეროტიზმის გამო, კარგა ხანი, ამერიკაშიც აკრძალული იყო, ინგლისშიც და ირლანდიაშიც.

    სამაგიეროდ, ახლა, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სპეც.კურსად იკითხება.

    Yes!

    Like

  3. ბლუმის ეს დღე ჯოისმა დეტალურად აღწერა – ჩვენ ვიცით მისი მარშრუტი: ქუჩები, რომლითაც სეირნობდა, საყასბო, სადაც ხორცი შეიძინა, ბარი, სადაც წაიხემსა (მისი საყვარელი კერძებიც ვიცით – დილით, საკუთარი ხელით მიმწვარი (სწორედაც რომ მიმწვარი და არა შემწვარი 🙂 ) ღვიძლის ხორცი იქნება თუ დიუკის ქუჩაზე, ბარში მირთმეული გორგონზოლას სენდვიჩი და ბურგუნდიული ღვინო), ვიცით მაღაზია, სადაც ის ლიმნიან საპონს ყიდულობს და აფთიაქი, სადაც მეუღლისთვის წამალს უმზადებენ, თურქული აბანო, საითკენაც ტანის დასაბანად მიემართება და ოპტიკური სალონი, სადაც თავისთვის ლინზებს იძენს. იმ 16 ივნისს ლეოპოლდ ბლუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც მიბრძანდებაა, მუსიკალურ მაღაზიაშიც შევა, ეკლესიაშიც შეივლის და საროსკიპოშიც, სამშობიაროში მეგობრის ძეობასაც დაესწრება და გასვენებაშიც ასწრებს მისვლას, სასიყვარულო ბარათსაც იღებს, საპასუხო წერილის დასაწერად ქაღალდსაც ყიდულობს, ოფიციანტი გოგონების გრძელ ფეხებსაც უჭვრეტს და გერთი მაქდაუელთან (ერთ ახალგაზრდა ლამაზ და თამამ ირლანდიელ გოგონასთან) სექსზეც ოცნებობს…

    ესაა და ეს. 🙂

    მაპატიე, ამხელა მონაკვეთის ციტირებისთვის, მაგრამ 1000 გვერდიანი რომანი 20 სტრიქონში ასე კარგად ჯერ არავის ჩაუტევია 🙂

    Like

  4. არ წამიკითხავს და ჯერ–ჯერობით არც ვაპირებ. ჰომეროსს ამ ზაფხულს გავეცნობი.
    პოსტი საინტერესო იყო, ახლა მოლის ვესტუმრები 😉

    Like

  5. gamovtyde? me ver cavikitxe bolomde,miuxedavad imisa, rom Odisea araertxel,siamovnebit da sxvadasxva enaze makvs cakitxuli (Odyssea aucileblad caikitxe, Lord, isiamovneb). da saertodac, Joisi genialuri mceralia, magram Ulisses kvelaze didi peci mainc is aris, rom es aris genialuri parodia sruliad genialur da ukvdav poemaze.amas gabedva xom unda da mere gaketebac?! saertodac,parodia rom genialuri kofilikos, es mgoni mxolod Joiss gamouvida, tu mexsiereba ar mgalatobs )))) vot taks 😛

    Like

  6. ერთ-ერთ პოსტში, რომელიც ლიტერატურაზე იყო – ილია ჭავჭავაძეზე და ზოგადად… მოკლედ იქ დამიკომენტეს სასაცილო რამე – არ გავხარ იმ ადამიანს, ომი და მშვიდობა რომ არ წაუკითხავსო 😉
    უბრალოდ, მე ძაან სწრაფად ჩავუქროლე კლასიკას და თანამედროვე ლიტერატურაზე გადავერთე… ჰომეროსსაც ეგრე ავცდი. ეგეთი “ჩავარდნები” უამრავი მაქვს და გვიანაა ახლა მაგის შევსება 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.