ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!

ჰო… ვიცი, ვიცი – უფრო კორექტული სათაური უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ახლა, ცხელ გულზე და შთაბეჭდილებების ქვეშ, როდესაც სულ ერთი საათია, რაც “ამაზონის” პრეს-კონფერენცია დასრულდა, ამაზე უკეთესი არაფერი მაფიქრდება.

Аmazon event2012 წლის 6 სექტემბერს, სანთა მონიქის აეროპორტის ანგარში “ამაზონმა” ჟურნალისტები და ბლოგერები პრეს-კონფერენციაზე მიიწვია. შუბი ხალათში არ იმალება და ყველამ იცოდა, რომ კომპანია ახალი ქინდლების პრეზენტაციას გეგმავდა. ელოდნენ ახალ რიდერს, ორ ახალ ტაბლეტს და, სავარაუდოდ, სმართფონს. მოარული ხმები, რომ “ამაზონი” აპირებდა ფეხი შეედგა იქ, სადაც “ეფლი” მეფობს – დიდეკრანიანი ტაბლეტების სეგმენტში – კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადამოწმდა და არ დადასტურდა – აი ამ კულუარულ-ინფორმაციული ბაგაჟით მიბრძანდნენ მიწვეულნი პრეს-კონფერენციაზე და არამიწვეულნი, მაგრამ დაინტერესებულნი კი მივუსხედით ინტერნეტს.

Amazon Kindle Paperwhite

Аmazon event-2Kindle Paperwhite (ქართულად – “თეთრფურცელა”)  “ამაზონის” ახალი, უკვე მეხუთე თაობის, რიდერია. მესამე-მეოთხე თაობის ქინდლებთან შედარებით, უფრო მაღალი გარჩევადობის (212ppi – 64%-ით მეტი პიქსელი, ვიდრე თაჩი), თეთრი ფერის მაღალკონტრასტული (25%-ით) და მანათობელი ეკრანით. ეს მანათობლობა იმას ნიშნავს, რომ ეკრანი ინთება და სიბნელეში/ღამით კითხვისას დამატებით სანათი აღარ დაგჭირდებათ. ამასთან, მიუხედავად ნათებისა, რიდერის ეკრანი კვლავ “ელექტრონულ ქაღალდად” რჩება და, LCD ეკრანისგან განსხვავებით, თვალს არ ღლის და არ აღიზიანებს. როგორ ხდება? არ ვიცი. ჯადოქრობაა, ღმერთმანი. 🙂 არ მქონია ბედნიერება, ამეღო ეს რიდერი და შიგ ჩამეჭვრიტა. 😦 მაგრამ, ტექნოლოგია “ელექტრონული ქაღალდის” შემქმნელსა და უდიდეს მწარმოებელს, კორპორაცია E Ink-ს ეკუთვნის და არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო. 🙂

Kindle Paperwhite Wi-Fi მოდელი 119 დოლარი ეღირება.

Kindle Fire

Аmazon event-3ვარაუდობდნენ, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ახალი “ფაიას” გამოსვლასთან ერთად “ამაზონი”  პირველ “ფაიას” გააიაფებდა. ნურას უკაცრავად! “ამაზონმა” უკეთესი ქნა – “ფაია-2” გააიაფა! ახალი Кindle Fire 159 დოლარად გაიყიდება, თან, პირველ მოდელთან შედარებით, გაორმაგებული ოპერატიული მეხსიერებითა და 40%-ით უფრო სწრაფი პროცესორითაა აღჭურვილი და ბოლომდე დამუხტული ელემენტით 1-1,5 საათით უფრო დიდხანს მუშაობს.

Kindle Fire-2-ის (“ამაზონი” ქინდლებს, ტრადიციულად, არ ნომრავს, ამიტომ საიტზე მას უბრალოდ Kindle Fire ჰქვია) ფასი, როგორც ვთქვი, 159 დოლარია.

Kindle Fire HD 7’

დასახელებიდანაც ჩანს – Kindle Fire HD-ს, Kindle Fire-სგან განსხვავებით, უკეთესი HD გარჩევადობის (1280×800, 720p HD) ეკრანი აქვს, პლუს – უკეთესი Dolby Audio ხმა, ორი ანტენა Wi-Fi სიგნალის უკეთ მიღებისთვის, უფრო მოცულობითი ჰარდი (16/32 გბ), უფრო სწრაფი პროცესორი, უფრო უკეთესი ელემენტი (2-2,5 საათით დიდხანს მუშაობს), აქვს 10-წერტილიანი მულტითაჩის მხარდაჭერა… გაგიკვირდებათ და ოდნავ უფრო მჩატეცაა. დღესდღეობით ფასი/ხარისხის შეფარდებით ეს საუკეთესო 7’ ტაბლეტია ბაზარზე, ჰოდა, “გუგლ ნექსუს”, გამოიღე! 🙂 და შენც – “სამსუნგ გელექსი”.

16 გიგიანი მოდელის ფასი 199 დოლარია (პირველი თაობის “ფაია” ღირდა ამდენი), 32 გიგიანი მოდელი კი 249 დოლარი ღირს.

Kindle Fire HD 8.9’

Аmazon event-4მოდელი, რომელიც არ არსებობს. 🙂 დიდეკრანიანი Kindle Fire HD, კიდევ უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანით (1920×1200, 1080p HD) და კიდევ უფრო სწრაფი პროცესორით. მისი სამიზნე, თითქოს, “აიფედია”, მაგრამ არ ვიჩქარებდი Kindle Fire HD მომენათლა “აიფედის მკვლელად” – ასეთი რამ “აიფედის მკვლელი”, ვფიქრობ, ბუნებაში არც არსებობს. 🙂 მაგრამ “ამაზონი” მტკივნეულად ურტყამს დიდეკრანიანი ტაბლეტების სხვა მწარმოებლებს, პირველ ყოვლისა, მის მთავარ კონკურენტს – “სამსუნგს” და მიზნად ისახავს “ეფლის” შემდეგ ყველაზე დიდ ტაბლეტების მწარმოებლად იქცეს მსოფლიოში. იოლი არ იქნება, თუმცა, შანსები ურიგო არ ჩანს, აშშ-ში მან ხომ ეს უკვე მოახერხა – პირველი თაობის КF-ს ადგილობრივი ბაზრის 22% უკავია.

Kindle Fire HD-ს ფასი – 299 და 369 დოლარია 16 და 32 გიგიანი მოდელისთვის.

არის 4G მოდელიც, რომლის ფასი 499 დოლარიდან იწყება და პაკეტში უფასო სერვისები და უფასო 4G მოყვება, მაგრამ ეს ყველა საქართველოში, ალბათ, არ იმუშავებს, ამდენად, ჩვენთვის ნაკლებმიმზიდველია. 😦

Аmazon event-5

ესაა სულ. 🙂

აქ Compare Kindles ყველა ქინდლის სპეციფიკაცია და ფასებია (დაბლა ჩამოყევით გვერდს).

“ამაზონმა” შემოგვთავაზა ფასის ახალი მინიმალური ზღვარი მაღალი ხარისხის, სანდო 7-ინჩიანი ტაბლეტებისთვის – 159 დოლარი და ფასის ახალი მინიმალური ზღვარი მაღალი ხარისხის, სანდო დიდეკრანიანი ტაბლეტებისთვის – 299 დოლარი. 199 დოლარად კი (რაც  “ამაზონისვე” მიერ დაწესებული ფასის მინიმალური ზღვარი იყო სულ ცოტა ხნის წინ) ახლა უკვე გვთავაზობს ბევრად მეტს, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი.

  • ერთი შეხედვით, 199-დოლარიანი HD-ს გვერდით 159 დოლარიანი КF-2 არ გაიყიდება… ბოლო-ბოლო 40 დოლარი რა ბედენაა, რომ “მოჟმოტო” და გაცილებით უკეთესი დივაისი არ შეიძინო? Dave-მა კომენტარში აღნიშნა და მეც ვიფიქრე იგივე, მაგრამ, მგონია, რომ ბეზოსის გათვლა მაინც სწორია. ჯერ ერთი, 199-დოლარიანი პირველი “ფაიას” გვერდითაც იყიდებოდა სხვა მწარმოებლების (იმავე Кobi-ს) იაფიანი ტაბლეტები, ახლა “ამაზონი” ამ  დაბალ საფასო ნიშას იჭერს და ბევრს გამოდევნის იქედან… მეორეც, საშობაო-სასაჩუქრო სეზონს უმიზნებს – მოიძებნებიან ისეთნი, თავიანთთვის რომ დიდეკრანიან Fire HD-ს შეიძენენ და საჩუქრად, შვილს იქნება თუ ვისაც, იაფიან მოდელს უყიდიან (ჯერ თავო და თავოო… ხომ გაგიგონიათ :)). დაბოლოს, ჩვენთვის ეს სხვაობა 40 დოლარი არ გამოდის – 159 დოლარიანი შენაძენი საბაჟოზე არ იბეგრება, 199-დოლარიანს კი 18%-იანი დღგ და საბაჟო მოსაკრებელიც დაემატება, ასე რომ ფასთა სხვაობა 40 დოლარზე კარგა მეტი გამოგვდის. 🙂

როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ – ბეზოსმა პენალტი დაარტყა, ველოდებით 7’ აიფედსა და 10.6’ Мicrosoft Surface-ის ფასებს. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

56 thoughts on “ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!”

  1. ასეც ვიცოდი, რომ ამ დილას აქ პოსტი იქნებოდა. 🙂

    ნუ რაც გუშინ ვილაპარაკეთ იმაზე მეტი რა ვთქვა და რაც აქ გიწერია კიდე. მარტო იმას ვიტყვი – რას გვიშვება ეს ბეზოსი! 🙂

    Like

  2. 40 დოლარი ძაან პატარა თანხაა, რომ Fire-2 იყიდო და არა HD. არა მგონია, ბევრი იყოს ისეთი, ვინც მაგ 40 დოლარს დაჟმოტავს და 2-ს იყიდის.
    სხვა მოდელები კი მართლა ძაან მაგარია.

    Like

    1. კი მეც ვიფიქრე ეგ, მაგრამ საჩუქრად წავა და თან განბაჟებაში არ ხვდება 🙂
      მადლობა რომ შემახსენე +1 პოსტში ჩავწერ ამას 🙂
      გუშინ ღამე ვწერდი და გამომრჩა.

      Like

      1. მაქვს kindle hd fire 7…თამაშებს ვერ ვიწერ, ასე მიწერს manage your kindle and country setting,,ყველაპერს ვწერ მაგრამ არ შვრება

        Like

      2. ეგ შეზღუდვა მოიხსნება მალე. ივნისის შუიდან ამაზონ ეფსთორი იქნება ყველა ქვეყნისთვის, ასე რომ გადმოქაჩავ თავისუფლად.
        ისე კომპიუტერში თუ გადმოწერ რომელიმე სხვა სერვერიდან და ჩააგდებ ქინდლში ეგრე დააინსტალირებ რასაც გინდა.

        Like

  3. Kindle Fire HD ძალიან მომწონს და 199 დოლარი მშვენიერი ფასია მართლაც. 299 იაფია.
    მაგრამ მეც დაველოდები ეფლის 7ინჩიან პლანშეტს. ჯერ დრო არის. ფასები დაბლა ჩამოვა როგორც ჩანს. მადლობა ამაზონს. 🙂

    Like

  4. ქინდლფაიერის ყიდვას ვაპირებდი და ამ ახალმა მოდელებმა მომისწრო ამასობაში.
    რა მაინტერესებს, ეს იაფიანი ფაიერი რომ ვიყიდო ღირს თუ HD მირჩევ? როგორც გიწერია 40 დოლარი სხვაობა განბაჟებით მეტი გამოდის რეალურად და დანაზოგი თანხით რიდერსაც ვიყიდდი მაშინ. 🙂
    თუ უფრო ძვირიანის ყიდვას მირჩევ? არ მინდა მერე ვინანო ჟმოტაობა 😉
    მადლობა წინასწარ.

    Like

    1. ამწამს მომივიდა ფეისბუქ-მესიჯი 🙂 მგონი შენ იყავი? იქაც გიპასუხე.
      ყოველ შემთხვევაში დავწერ აქაც – პირველი ქინდლიც ძალიან კარგია და ეს მეორე გაუმჯობესებულია. ნახე რივიუ http://wp.me/pBTza-1EK და თუ ასეთი დივაისი მოგწონს, მეორე ვერსია მითუფრო დაგაკმაყოფილებს.

      თუ ნაკლებად გამოიყენებ ინტერნეტ-საცავს და სთრიმინგს და ლასთ.ფმ-ს და ა.შ. და გირჩევნია მუსიკა, ფილმები გქონდეს ლოკალურად ქინდლში – მაშინ გაძეძგავ მაგის ჰარდს 🙂 ასე რომ HD გირჩევნია სადაც მეტია მოცულობა.
      ნუ ეკრანზე და რამე ეგ ცალკე ამბავია. HD სჯობს და უფრო მაღალი გარჩევადობის ფილმებს ნახავ, მარა ზოგადად იმ ძველის ეკრანიც კარგია და ეგ ახალი იაფიანიც კარგი იქნება.

      რჩევა კი ძნელი ამბავია. 🙂 მე ვერაფერს გირჩევ – თავად უნდა გადაწყვიტო. 5 დოლარი ხომ არ ღირს. 🙂

      ერთი შემიძლია გირჩიო 100% – თუ კითხვა გიყვარს, ტაბლეტს ვერ ისერა გამოიყენებ, ვრცელ რომანს ვერ წაიკითხავ გემრიელად – თვალი დაგეღლება. ასე რომ ტაბლეტი და რიდერი ერთმანეთს ვერ ცვლის. 🙂

      Like

      1. თუ ლარი არ დაეცა ან კანონი არ შეიცვალა.
        300-ლარზე ზემოთ ღირებულების ამანათი განბაჟებას ექვემდებარება.

        Like

  5. კარგებია, კერგები! ეს მომწონს განსაკუთრებით – “Amazon Kindle Paperwhite”. ტაბლეტებსაც უდავოდ კარგი ფასები აქვთ. 😉

    Like

    1. გუგლი არ ვიცი რას იზამს, მაგრამ არ დანებდება 🙂

      აიფედს რაც შეეხება – მეეჭვება 7ინჩიანი აიფედი 250 დოლარზე იაფი ღირდეს ეფლის საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით.

      Like

      1. არც უნდა დანებდეს 🙂
        ნექსუსის სამიზნე იყო ნიუქ ტაბლეტი და ფაია-1. დღეს ბაზარზე სიტუაცია შეიცვალა და გუგლს აქვს დრო რომ გამოუშვას ახალი ტაბლეტი უკვე ახალი ფაიების კონკურენტად… თუ მუშაობდნენ ამ მიმართულებით – მაშინ, ოქტომბერში ექნებათ პრეზენტაცია, თუ არა – მაშინ ცუდია მაგათთვის.
        ეფლი კი ყველა ელის რომ ნამდვილად წარმოადგენს ახალ დივაისებს ნოემბრამდე – საშობაო სეზონი ყველაზე ცხელია და მაგის გამაზვა არავის სურს ხოლმე. თუმცა გეთანხმები, რომ იაფი მაგათი ტაბლეტი არ იქნება.
        მაგრამ ეფლი სხვა ფენომენია – ეფლს ფანატიკოსი კლიენტები ყავს, რომელთათვისაც ყველა ტაბლეტი კარგია, ოღონდ აიფედი იყოს 🙂 ჰოდა 50+ დოლარს გადაიხდიან ნამდვილად. 🙂

        Кobo-მაც გამოუშვა ახალი ტაბლეტი, ნახავდი ალბათ, მაგრამ ვერ ქაჩავს კონკურენტად…. B&N-იც აპირებს რაღაცას, როგორც ალიან.
        და Мicrosoft Surface რაც მთავარია, მოკლედ – ცხელი სეზონი დგება. 🙂

        Like

      2. B&N win8 ტაბლეტს ამზადებს. მალე გამოვა.
        Surface კარგი რამე ჩანს, მაგრამ მეეჭვება მაგის ფასი იყოს იაფი 🙂 მონაცემებით უკვე ნოუთბუქია ეგ და ალბათ მაგ კატეგორიაში იქნება გათვლა – სადღაც 800+ დოლარი მაინც ეღირება. მეც ძალიან მომეწონა იდეა. არ ვიცი აქ რას დაადებენ – სამმაგს ალბათ, არადა ამაზონი მაგას არ გაყიდის.

        Like

      3. mochkhubaridze
        ასუსიც და ლენოვოც. მოთამაშე ბევრია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ყველაზე პოპულარული ახალი ფაიებიდან იქნება დიდეკრანიანი HD, მგონი, ყველაზე წარმატებული მაინც 7′ HD გახდება, რომელსაც დღეს ფასი/ხარისხის ამბავში კონკურენტი არ ყავს, იმჰო.
        დიდეკრანიან სეგმენტში თუ მაიქროსოფთი ნორმალური ფასით შევიდა, მაშინ სონის კი არა არც ერთი ანდროიდ ტაბლეტის ბედისა არ მშურს 🙂 ბაზარს ამ სეგმენტში გაიყოფენ ეფლი და მაიქროსოფთი. თან ამ სონის დიდი მადა აქვს, ყველაფერი ოვერფრაისდ. ეს ტაბლეტიც მეძვირება. HD ეკრანი არ აქვს და ახალი ТI პროცესორი კიდევ ტესტებით სჯობნის Tegra-ს რაც სონის უყენია.
        რიდერების ბაზარზეც ვითომ ეგრე მაგრად შევარდა სონი და დღეს იქედან გასვლას აპირებსო ამბობენ.

        ნიკა
        ეგ ულტრაბუქია – ამიტომ ეგ ფასიც არაა ძვირი – სრულფასოვნად ცვლის ძალიან კარგ ტაბლეტს და საკმაოდ კარგ ულტრაბუქს. 2X1.
        მაგრამ მე უფრო RT ველოდები. ნოუთბუქი მაქვს და დიდეკრანიანი პლანშეტი არა. Surface RT უფრო თხელია, მჩატეა ვიდრე პრო ვარიანტი და თან აკუმულატორი ყოფნის დიდხანს. ამიტომ სატარებლად იდეალურია თან კლავიატურა აქვს და სადაც თაჩსქრინი ვერ ქაჩავს – იქ გამოდგება.
        მაგალითად თუ ვრცელი იმეილის დაწერა მინდა – თაჩსქრინს ვერიდები. მოუხერხებელი თაჩკლავიატურა. ვორდში თუ ჩასასწორებელია რამე – კიბატონო, მაგრამ ახალი ვრცელი დოკუმენტი თუ უნდა შევქმნა, თაჩსქრინზე აკრეფა ტექსტის ტანჯვაა.
        ბლოგპოსტსაც ვერ ვწერ ქინდლიდან. კომენტარს კი. ჰოდა ამისთვისაც კლავიატურიანი ტაბლეტი – იდეალური იქნება.
        მოკლედ RT მაწყობს ყველანაირად, მთავარია, არანორმალური ფასი არ მოთხარონ რამე. 🙂

        Like

      4. 26 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს RT მოდელი და 199 დოლარი ეღირებაო, ენგაჯეტი წერდა.
        მაგრამ რამდენად სტაბილური სისტემაა RT არვინ იცის 🙂 და რაც მთავარია, პროგრამები არაა მაგისთვის.

        Like

      5. ნეტამც… მაგრამ მე პირადად 300 დოლარიან ფასს ველი. კარგ შემთხვევაში. თუ მაიქროსოფთს მიზანდ აქვს დასახული ყველას დ** მ** კი – შეიძლება მაგ ფასადაც გაყიდოს, მაგრამ ეს მარტო იოსსა და ანდროიდს არ დაარტყამს – ეს მაიქროსოფთის პარტნიორ კომპანიებს დაარტყამს პირველ ყოვლისა, ვინც აპირებს WinRT ტაბლეტების გამოშვებას. იმათ რა ფასი უნდა დაადონ მაშინ?
        ასე რომ არ მგონია ეგ ქნან. ძაან სარისკო ნაბიჯი იქნება და შეიძლება ვინდოუს ბაზარი დააზარალოს.
        მაგრამ თუ მართლა 199 დოლარი ეღირება და ონლაინ მაღაზიაში იქნება სადმე პირველივე დღეს შევუკვეთავ. 🙂

        პროგრამებს რაც შეეხება – ოფისი მოყვება, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის ამ ეტაპზე. ინტერნეტ-ბრაუზერი აქვს და დანარჩენს დაველოდები. ნელ-ნელა გამოვა პროგრამები. გასართობად – ფაიაც მყოფნის.
        ის, რისთვისაც მჭირდება კლავიატურიანი, თხელი და მჩატე ტაბლეტი – დღევადნელ კომპლექტაციაშიც გაქაჩავს თავისუფლად.

        Like

      6. მეც შევუკვეთავ :):)
        გახდება მონოპოლისტი ამ ბაზარზე. პარტნიორებს ნაკლებ ფასში მიაწვდის ОS-ს და ისინიც გაქაჩავენ ამ ფასს. სურფეისს მაგნიუმკორპუსი აქვს და კლავიატურა, სხვებს კი არა. იმათი თვითღირებულება იდეაში არ იქნება ამხელა.
        და ფულს მაიკროსოფტი გააკეთებს პროგრამებზე – შენ ოფისი გყოფნის, სათამაშოდ ქინდლი გაქვს და უფრო ბიზნეს-პლანშეტი გინდა ოფისში სამუშაოდ, მაგრამ უმრავლესობას უნდა თამაშები და მაიკროსოფტი მაგრად გაყიდის მაგათ თავისი მაღაზიიდან. არც გუგლმარქეთი ყავს კონკურენტად არც არაფერი. თან თუ საიმედოდ დაბლოკეს საიდლოდინგი – მაგრად გაყიდიან თამაშებს. სხვა აპლიკაციებსაც მაგრამ თამაშებში კეთდება მთავარი ფული. მოკლედ არ დარცებიან ზარალში ასე მგონია 199 დოლარადაც.

        Like

      7. ჰოდა არ უნდათ სხვებს ეგრე იაფად გაყიდვა. 🙂 იმათ რა ხეირი მაიქროსოფთის მაღაზიიდან თუ თამაშები გაიყიდება? დარწმუნებული ვარ ეგ ინფო გამოჩნდა თუ არა, ბალმერს ტელეფონი აუფეთქდა. ეისერები, ასუსები, ეიჩფიები და დელები ურეკავდნენ და ეუბნებოდენ თქვენ შიგ ხომ არ გაქვთო 🙂
        ასე რომ… მაინც არ მგონია.

        ახლა ძაან ჩატი გამოგვივიდა ჩვენ და არ გეწყინოს და დავამრგვალოთ. 🙂
        მითუფრო რომ კომუნიკაციის სხვა არხებიც გვაქვს ჩვენ. ბლოგკომენტებზე უფრო მოსახერხებელი თან.

        Like

  6. ჯადოქრობა კი არა ტექნოლოგიაა. LCD ეკრანში თხევადი კრისტალებია მანდ მანათობელი პიქსელებია ქინდლში კიდევ ეკრანი კი არ ანათებს, ეკრანის უკან არის LED განათება და ეკრანს ის ანათებს ამიტო ეფექტი იგივეა როცა ქაღალდის ფურცელს ანათებს ლამპა ან უკნიდან რომ მიანათო ფანარი და ისე წაიკითხო.

    Like

    1. ეს კიდევ ტექნიკური პასპორტი კიარა ბლოგპოსტია 🙂 თოკი ისე მიკავია, როგორც პოსტს უხდება 🙂

      მაგრამ მაინც მადლობა 🙂

      Like

  7. შე კაი კაცო :დ დავიტანჯე იმდენი ვეძებე ხელმოწერის ღილაკი, გუგლის რიდერზე. რომ ვერ ვნახე ისევ ხელით ჩავწერე ბლოგის მისამართი. მერე სათაური უცნობიაო მიწერდა, ამასაც მე გადავარქვი სახელი და თუ გაქვს სად გაქვს და თუ არ გაქვს იქნებ იქონიო, სუბსცრიბე ანუ 😀

    Like

    1. არაა ღილაკი 🙂 მეც ეგრე ვამატებ ხელით 🙂
      მეეჭვება, რომ ვორდპრესის ბლოგს გუგლრიდერის ღილაკი ემატებოდეს… თუმცა, ვნახავ. მარა მეეჭვება ჰქონდეს – ვირდპრესს თავისი რიდერი აქვს – მაგრამ მხოლოდ ვორდპრესელებისთვისაა. დარეგისტრირებული უნდა იყო.

      სათაურს რაც შეეხება – უსათაუროდაა ამჯერად. :):)

      Like

  8. რა წიხლი წაგიკრავს გუგული დეიდაზე მერე :დ ბევრგან არის მაი კნოპკა.

    პო წემე. გუდ ჯობ ამაზონ. მაგრამ მე მაინც სონის ერთგული ვრჩები და დავრჩები კიდეც ალბათ. ახალ PRS 2-ზე ველოდები ფასდაკლებას რომ დავაცხრე (კეთილი ენები ამბობენ იქნებაო). ანდროიდის აპლიკაცია საშუალებას იძლევა თან რომ ქართული წიგნებიც შევიძინო და წავიკითხო რაც ძალიან დიდი პლუსია. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს რაც ნელ-ნელა ამოიქოქა ქართულ ბაზარზე ელ-წიგნები და არჩევანიც იზრდება.

    Like

    1. უფ… იოლია.
      ეგერ RSS ღილაკი ხოა სულ თავში – მიაჭერ ზედ და გადაგიყვანს ფიდებზე და მერე ხელმოწერაში არის არჩევანი – გუგლიც არის ჩამონათვალში. 🙂

      ჰო ეგ პლიუსია.
      მაგის გამო მე ფაიაზე ვკითხულობ ლიტჯის წიგნებს ხოლმე…
      თუმცა, სონის საქმე ჭაკად აქვს რიდერებში. დადის ჭორები რომ სულ ახვევს ამ ბაზრიდანო – ვერ მოიკიდა ფეხი ადამიანურად.
      რიდერების ხაზის მოცილება უნდაო…

      Like

  9. Paperwhite მომწონს, მაგრამ ცუდია, რომ 2 გიგაბაიტი მახსოვრობა აქვს და არა 4, როგორც თაჩს. თანაც არც აუდიო მხარდაჭერა აქვს, წიგნებს ვერ წაიკითხავს… ამ მიზეზების გამო შეიძლება ისევ 69 დოლარიანი ქინდლი გამოვიწერო… არ ვიცი.. შენ რას მირჩევ ? ფაფერვაითი, ქინდლ მინი თუ თაჩი ? ღამე შუქს ავანთობ და ისედაც წავიკითხავ… განათება დიდად არ მჭირდება.. აი, აუდიო მხარდაჭერა კი კარგი რამეა, მაგრამ მხოლოდ თაჩს და ქიბორდს აქვს….

    Like

    1. მე ვერ ვკაიფობ აუდიოწიგნებზე მაინცადამაინც… და მუსიკის მოსასმენად მაინც ფლეერი ან სმართი მირჩევნია – ბევრად უკეთესი ხმა აქვთ.
      მაგრამ ეს არაა მთავარი – ახალ ქინდლს ეკრანი აქვს უკეთესი – უფრო მაღალი კონტრასტით – კითხვის ამბავში კი ეკრანი ყველაზე მთავარია.
      რჩვეა ძნელი საქმეა, მაგრამ მე პირადად ახლა რომ ვყიდულობდე ფეიფერუაითს ვარჩევ, თუმცა ჩემი ქიბორდიანითაც ფრიაფდ კმაყოფილი ვარ.

      Like

  10. ხო, თავდაპირველად მეც ყველაზე ძაან ქიბორდიანი მომწონდა. ახლა, ალბათ ახალს გამოვიწერ. თუმცა, ვიცი წინა მოდელების ქინდლებიც და არ დაეწუნებათ ეკრანი. მშვენივრად იკითხება… )))

    Like

  11. სულ მალე თეთრფურცელა და საყვარელი ქინდლი ჩემი იქნება ❤ ❤
    მომწონს ამაზონის ფასები, ძალიან ნორმის ფარგლებშია, ჩემი აზრით

    Like

    1. ჰო… ამაზონმა ბოდიში მოიხადა – რაც საწყობში იყო დამთავრდა და ახალ პარტიას 22 ოქტომბრამდე ვერ ვაგზავნით იმდენად დიდია მოთხოვნაო.

      Like

  12. მოკლედ ამ თეთრფურცელამ გამაწამა :დ გამოვიწერე და თარიღებს სულ მიცვლიდა. დღეს უნდა მისულიყო საწყობში და კიდე 10 დღით გადამიწია ვადა, ამიტომაც ავდექი, ვეღარ მოვითმინე და ჩვეულებრივი ახალი შავი ქინდლი გამოვიწერე… თანხაც გამოწერისთანავე ჩამომეჭრა…))) ვეღარც გავაუქმებ და აი, ასე შემრჩა თეთრფურცელას მაგივრად ნაცრისფერფურცელა :დ ვნახოთ, რა იქნება… )))

    Like

  13. ძალიან საინტერესო ბლოგი და კომენტარებია, წავიკითხე თითქმის ყველა კომენტარი და მინდა რომ მეც მირჩიოთ ქინდლთან დაკავშირებით. ქინდლის ყიდვა მინდა წიგნების წასაკითხად ,დიდად ვერ ვერკვევი რომელი რომელს ჯობია, და იქნებ მირჩიოთ.. მჭირდება ქინდლი წიგნების წასაკითხად, კარგი იქნება თუ აუდიოც ექნება, რომელ მოდელს მირჩევდით?

    Like

    1. Paperwhite – მართალია აუდიო არ აქვს, მაგრამ ბევრი სხვა პლიუსი აქვს მაგიერ. და ყველაზე ბოლო მოდელის რიდერი ეგაა.

      სხვები – ტაბლეტებია. საკითხავად ისეთი კომფორტული არაა. უფრო ინტერნეტი, ფეისბუქი, ფილმები, თამაშები და ა.შ.

      Like

      1. მანათობელი ეკრანი აქვს.
        ახალი თაობის რიდერია და ტექნიკის ამბავში – შემდეგი თაობა სჯობს წინას ყოველთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ძველის არჩევას აზრი არ აქვს. რაღაც ზეძვირი რომ იყოს კიდევ ჰო.

        Like

  14. ეხლახან ვნახე keyboard–იანი ქინდლი ერთ–ერთ საიტზე 130 ლარად, როგორც თვითონ ამბობს სამი თვის ნახმარია, როგორ უნდა შევაწმომებინო ან რამდენად დიდია რისკი ასე შეძენის/? მ

    Like

    1. ამაზონზე იყიდე.
      რეგისტრაციაა, ამაზონს ებმის და ათასი ამბავია… შენი უნდა იყოს. ახალი. შენი ანგარიში რომ მოყვეს და წიგნების თარო ამაზონის სერვერზე. გარანტია რომ მოყვება და მთელი ამბავი.

      აქ მაგის სერვის ცენტრი არაა და ვერც ვერავინ უშველის რამე თუ დაემართა.

      Like

    1. უნიქოდ შრიფტი აქვს – ქართულსაც კითხულობს, ჩინურსაც და ყველა სხვა არსებულ ენასაც.

      წიგნს წაიკითხავ აბა რისთვისაა სხვისთვის 🙂 მაგისთვისაა მოგონილი.

      Like

  15. ლორდ, როგორც კომპეტენტურ პირს, გკითხავ: რომელი ფირმის რომელი ტაბლეტი ჯობია: ქინდლ ფაიერი თუ გუგლის რომელიმე?

    Like

    1. http://stylishblog.net/2013/10/28/kf-hdx/

      ახალი ფაია ჯობია ახალ ნექსუს ბენჩმარქებში. ანუ უფრო სწრაფია. მაგრამ ბევრად არა.
      ნექსუსის პლიუსი გუგლმარქეთია. ფაიას პლიუსი ამაზონის ეკოსისტემაა და სამსუნგის სმართ ტვ სთან მუშაობს დამატებითი გაჯეთების გარეშე.
      მოკლედ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არაა 🙂 მე ფაია მირჩევნია.

      Like

      1. მადლობა :*
        ჩემი გაჭირვების ტალკვესი ხარ ტექნიკის სფეროდან ^_^

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.