ელვარე და ცეცხლოვანი

ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.

ვინ არის? 🙂

არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა, Firefox-Logoამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა  დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა? 😦

Firefox2Firefox3

Firefox4Firefox5

წითური პანდა რამდენჯერმე მოხვდა რეჟისორთა ყურადღების ცენტრში – Firefox ჰქვია საბჭოთა გამანადგურებელს ამავე სახელწოდების ჰოლივუდური ბლოქბასთერიდან ქლინთFirefox ისთვუდის მონაწილეობით. წითური პანდაა მაგისტრი შიფუ, კუნგ-ფუ პანდას მასწავლებელი. მოუხედავად ამისა, ადამიანები მაინც ვერ ვცნობთ კარგად. ზემოთაც ვთქვი – ხან მელაში გვერევა, ხან პანდაში და ხან ენოტში, თუმცა ზოოლოგები ამბობენ, რომ ცხოველთა ცალკე სახეობას განეკუთვნება.

მაგრამ, ეგ არაფერი. ვისაც რა გაუხარდება, ის დაუძახოს. არ წყინს.

ოღონდ, არ ესროლონ.

მერე რა, რომ ფაფუკი ბეწვი აქვს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

შეეშინდა. 🙂

რას მაშინებ, ადამიანი არ ხარ? 🙂

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

34 thoughts on “ელვარე და ცეცხლოვანი”

  1. ვაა, მაგისტრი შიფუ ფაიერფოქსია? 🙂 უყურე შენ!
    მერამდენედ უნდა აღვნიშნო, რომ გემრიელად წერ. ბოლო წინადადებების ცალ-ცალკე აბზაცებად დანაწილება მომეწონა – უფრო კარგად მოიტანა 🙂

    Like

    1. 🙂 რაც მე ჩემი ქართულის მასწავლებელი მეჩხუბებოდა მაგის გამო. 🙂
      მეც ვფიქრობ, რომ მთავარია რიტმი. ამიტომ შეიძლება ზმნაც დასვა წინადადებოს თავში. წერტილითაც გაწყვიტო წინადადება. და აბზაცითაც.

      Like

      1. “რიტმი” – სწორი სიტყვაა. ვერ მივუსადაგე…
        შენი ქართულის მასწავლებელს (ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად) ქართველი ფოლკნერი და ჯოისი რომ ჰყოლოდა კლასში, საშემოდგომოს გამოაყოლებდა მიღებული ლიტერატურული ნორმების დარღვევისათვის 🙂

        Like

  2. უსაყვარლესია, უფუმფულესი და ძალიანჭკვიანს გავს სურათებზე
    და ძალიან გული მეტკინა რომ ასეთი საზიზღრები ვართ ადამიანები და არ ვუფრთხილდებით ასეთ უსაყვარლეს და “ეშმაკუნა” არსებას ლეოპარდსაც რომ ატყუებს

    აზრზე მოდით ადამიანებო, რა საჭიროა ცხოველის ბეწვი ჩაიცვათ – როგორი ბოროტი ამბიციაა ვერ ვხვდები
    ვსიო, ნერვები მომეშალა !!!
    მეზიზღებიან კრუელა დე ვილები

    Like

  3. რა საყვარელია 🙂 აი ისეთი ყელში რომ უნდა ჩაიხუტო… ფაიაფოქსის სიყვარულმა დაგაწერინა? 🙂 მე ოპერისტი ვიყავი და ჩემმა აიტიშნიკებმა რაღაცა დამართეს 😦 ახლა ქრომზე გადმოვბარგდი.
    ისე რა საინტერესოა, რატომ მოუნდა ან რამ მოაფიქრა დეროშს მაინცდამაინც მაგისი მიხატვა ლოგოზე…

    Like

    1. ჰო მე ფაერფოქსს მივეჩვიე. 🙂 ნოუთბუქზეც და ტაბლეტზეც. ჩემს ტელეფონზე არ მიდის სამწუხაროდ 🙂
      დეროშის ბრალი არაა. სარეკლამო სააგენტომ, რომელსაც კონტრაქტი ჰქონდა მოზილასთან დაავალა ლოგოს შექმნა ამან კიდე არ იცოდა ფაერფოქსი რა იყო და დახატა მელა 🙂 ეტყობა მოზილას მოეწონა.
      მერე რომ გაიგო რა ცხოველი იყო, სხვა ვარიანტებიც დახატა, მაგრამ მოზილას არ მოეწონა და ეს ვარიანტი დარჩა.
      ლოგოებზე ადრეც მქონდა პოსტები, მაშინ გადავაწყდი ამ ისტორიას და შემონახული მქონდა და დავწერე ბოლოს. 🙂

      Like

  4. რა საყვარელი ცხოველია 🙂
    ეგ კი არ ვიცოდი ფაერფოქსი თუ წითელი პანდა იყო. მეც ფაერფოქსის ბრაუზერი მაქვს და მელას გავს ლოგოზე.

    Like

  5. თა, თუკი მივირთმევთ, ბეწვი რომ ჩავიცვათ რა პრობლემაა რო? ნამდვილი ბრიჯიტი ხარ ბარდო რა 🙂
    მე არ მაქვს პრობლემა, ხელოვნურ ბეწვს ვერ ვიტან, თუ ძალიან მიამსგავსებენ ბუნებრივს ხომ კაი, თუ არადა ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცვამ მსგავს არსებებს 🙂 ოხხ, ბოროტი მე

    Like

    1. არის განსხვავება 🙂
      მე მივირთმევ ძროხას, ღორს, ცხვარს… ამ ცხოველებს ადამიანი აშენებს და ეს ცხოველები ამის გამო არ გადაშენდებიან.
      ისევე როგორც ის ტყავეული, მე რაც მაცვია არის ცხვრის, თხის, ძროხის…

      შუბები არ მაქვს 🙂 და მართალი გითხრა არც მჭირდება. 🙂

      Like

  6. ვაიმე, რა საყვარელი ვინმეა. როგორ შეეშინდა. 🙂
    ხელს რო ეპოტინება მანდ ყურები როგორ აქვს დაცქვეტილი.
    და რა საყვარლად იცინის.
    )))))))))))))

    Like

  7. გოგო, არ დამვიწყებია 🙂 პროსტა შენ ზოგადად შეგვრისხე, კრუელების სასტავი და მეც გიპასუხე, ჩვენ კიდეც მივირთმევთ და კიდეც ვიცმევთ :))) (ვაიმე რქები და კუდი მეზრდება მემგონი) ლორდ, მე მაინცდმაინც გადაშენების გზაზე მდგარ ფაიაფოქსს კი არ ვერჩი, ზოგადად ვთქვი რა, რომ მომწონს როცა მაცვია ნატურალური ტყავი და განსაკუთრებით კი ბეწვი, ხელოვნური ბეწვი ძალიან არ მომწონს, რა ვქნა.. ისე ერთი ნორკის შუბა კი უნდა ჰქონდეს თავმოყვარე ქართველ კაცს..

    Like

    1. ქართველ კაცს უხდება ლეოპარდის ტყავი. 🙂
      ერთი კი არის დარჩენილი კავკასიური ლეოპარდი, მარა ვერ მოიხელთეს ჯერ.

      Like

  8. რა სიანტერესოა თევზი არავის არ ეცოდება არც ქვეწარმავალი მგონი. აი ცხოველზე ვრცელდება ჰუმანურობა

    Like

    1. არც ტარაკნები. დაინახავენ თუ არა მიაჭყლეტენ ეგრევე.
      არადა, რა საყვარელი არსებაა. განსაკუთრებით მაინც შავი როა ის.
      გადაშენდნენ სულ. რა ხანია არსად მომიკრავს თვალი.

      Like

  9. ტარაკანა სხვა თემაა :))) მაგრამ აი ფრინველის მკვლელობაც კი გაცილებით ნაკლები ცოდვაა:)). სულ 2500 თუა დარჩენილი წესით ფასი უნდა გაიზარდოს მამენტ ამათ ბეწვზე

    Like

  10. კარგით ახლა, ნამეტანი კეთილებიც ნუ გახდებით :))) ტარაკნები, ხოჭოები და მით უმეტეს ლოკოკინები ისემც უქნიათ ერთ დღეს გაწყვეტილან, ფუი

    Like

  11. რა საყვარელი პოსტია ჩემს საყვარელ არსებაზე:))
    ნებისმიერი სახეობის მელა მომწონს, მინდა მელა მყავდეს 🙂 ამას კიდევ რა ბუთქუნა კუდი აქვს, გადავირიე ❤
    პ.ს. ჩემი ბრაუზერიც ფაიარფოქსია და მგონი მელას გამო მიმიზიდა თავიდან:)

    Like

  12. საყვარელი. მელას ჰგავს. მე მეგონა ფაირფოქსი შედგენილი სახელია, წითური ანუ იგივე ცეცხლოვანი მელაკუდასგან… თუ არსებობდა ამ სახელის ცხოველი, თანაც არა მელა, ვერ წარმოვიდგენდი ^_^
    ძალიან საყვარელია. მოვაშენებდი 🙂

    Like

  13. ვაიმე ახლა გამახსენდა. ეს, პოკაჰონტასის მულტფილმში რომ წითურა ცხოველია, პეჩენიები რომ უყვარს, ის არ არის? აუუუუუ ^_^

    Like

  14. მე კოალაზე ვგიჟდები და ესეც რა საყვარელი ყოფილა.

    ძირს ბუნებრივი ბეწვი, რა უნედურებაა დინოზავრი მაინც იყოს, ერთი საყვარელი არსებაა, რა ქნას რო ხარისხიანია :დ თან ადამიანებს არ გვერჩის, იქეთ ვერჩით ხო? (

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.