კაცთა სახეები რეკლამის ისტორიაში

პერსონა ერთი

Solo Loeweსამიოდ თვის წინ მაღაზია “ლუტეციას” ვიტრინაში ძალიან მაგარი პლაკატი გამოჩნდა. ესპანური მოდის სახლ Loewe-ს მამაკაცის პარფიუმი მართლა არაჩვეულებრივია, უცხო, გამორჩეული არომატი აქვს, მაგრამ გაყიდვების დიდი წილი სარეკლამო კამპანიის დამსახურებაა, მეტადრე ამ ავანტიურისტი, რაინდი და თავგადასავლების მოყვარული მამაკაცის, პოსტერებიდან რომ შემოგვცქერის – სწორედ ასეთებისთვისაა Loewe-ს პარფიუმიც. მამაკაცი პოსტერზე, ერთდროულად დონ კიხოტსაც რომ ჰგავს და მეფისტოფელსაც, დონ ჟუანსაც და ჯადოქარ ჯაფარსაც ალადინიდან, პაოლო ენრიკესია (Paolo Henriques), როდესაც Loewe-ში პარფიუმერული ხაზის სახეს ეძებდნენ, არჩევანი ენრიკესზე შეაჩერეს და არც შემცდარან.

Paolo Henriques for Solo Loewe

პაოლო ენრიკესი პორტუგალიელია, სტილისტის პროფესიას პარიზში დაეუფლა,  ნიუ იორქში კი სამსახიობო ოსტატობის კურსებს ესწრებოდა. ნახევრადსამოყვარულო სპექტაკლებშიც თამაშობდა და ფილმებშიც სცადა ბედი. ბოლო წლებია, Loewe-ს წყალობით, მოდელობას უთმობს მეტ დროს, თუმცა სტილისტადაც მუშაობს და საკუთარი სალონის გახსნას გეგმავს.

პერსონა ორი

რდესაც გერმანულმა მოდის სახლმა, Baldessarini-მ პარფიუმის წარმოება დაიწყო, სარეკლამო კამპანიის სახე დიდხანს არ უძებნიათ. Baldessarini-ს სუნამოები განკუთვნილი იყო მოწიფული ასაკის, მაგრამ ენერგიით აღსავსე, წარმატებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული მამაკაცებისთვის, ქალი რომ არც დაფიქრდება და სიცოცხლეს ანდობს. სწორედ ასეთი იყო შარლ (კარლ) შუმანი (Charles Schumann), გერმანელი ბიზნესმენი, რესტორატორი და ბარმენი, რომელსაც ვერნერ ბალდესერინი პირადად იცნობდა. შუმანი ისეთივე კალიბრის ავტორიტეტია მის საქმეში, როგორიც… ნებისმიერ ტოპ-კლასისი დიზაინერს დაადეთ ხელი – ის. თავისი ბარი მიუნხენში ძალიან წარმატებულ ბიზნესად აქცია, შუმანის კოქტეილების დასალევად მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩადიან. ის რამდენიმე თემატური წიგნის ავტორიცაა. განათლებით პოლიტოლოგია. პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა და პოლიტიკურ ჟურნალისტობას აპირებდა, მაგრამ ერთხელ შვებულება ბორდოში გაატარა და სასმელების საიდუმლოს ახადა ფარდა.

Charles Schumann for Baldessarini

გარდა Baldessarini-სა, ის, როგორც მოდელი, Yohji Yamamoto-სა და Campari-ს სარეკლამო კამპანიებშიც მონაწილეობდა და წელს Meucci-ს გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის კლიპშიც გამოჩნდა.

პერსონა სამი

მწეველებს, შეიძლება, გაგიკვირდეთ და ყველა დროს ყველაზე ცნობილი სიგარეტი “მარლბორო” ქალებისთვის შეიქმნა. ეს რეპუტაცია გაჰყვა მას 50-იანებამდე, როდესაც Philip Morris & Co.-მ გადაწყვიტა ბაზრის წილი გაეზარდა, მამაკაცების ყურადღება მიეპყრო და მათი ფილტვებიც მოეწამლა. მაგრამ მაჩო-მამაკაცები ფილტრიან სიგარეტს ცხვირს უბზუებდნენ და უფილტროს ეტანებოდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მარლბორო მენი, ჯინსებსა და კოვბოურ ქუდში გამოწყობილი მაგარი მამაკაცი, რომელიც სადღაც ველურ დასავლეთში მიაგელვებდა ბედაურს და თან ფილტრიან სიგარეტს ეწეოდა. სარეკლამო კამპანიის განმავლობაში მარლბორო მენს არაერთი პიროვნება ასახიერებდა, მათგან პირველი პროფესიონალი მსახიობი უილიამ თურლბი იყო, მაგრამ ყველაზე ნაღდი მათ შორის, უდავოდ, დარელ უინფილდია (Darrell Winfield), რომელიც მთელი 20 წელიწადი სწევდა მარლბორომენობის კვამლისფერ ჭაპანს. სულ ბოლო კლიპი მისი მონაწილეობით 1989 წელს გადაიღეს, როდესაც უინფილდი 60 წლისა იყო.

წინა ორი პერსონის მსგავსად, არც დარელ უინფილდი ყოფილა პროფესიონალი მოდელი, მეტიც, ფაბლიქ პერსონაც არ ყოფილა, ცხოვრობდა თავისთვის რანჩოში, უვლიდა ცხენებს, მწყემსავდა ძროხებს, და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეწეოდა პაპიროსს პაპიროსზე (არა – მარლბოროს), მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი კოვბოი იყო, სამაგიეროდ, ცხენზე ჯირითიც შეეძლო, ქამანდსაც ოსტატურად ხმარობდა და არც ისეთი “პარკეტის კოვბოის” იერი ჰქონდა, როგორც პროფესიონალ მოდელებს.

Darrell Winfield as Marlboro Man for Philip Morris International

კლიპი: თავგადასავლები მარლბოროს მხარეში
კამპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიო რეკლამის ისტორიაში. მისი დაწყებიდან პირველ 3 წელიწადში “მარლბოროს” გაყიდვები გასამმაგდა, სულ მალე კი ის მსოფლიოში ყველაზე ცნობად და ყველაზე გაყიდვად სიგარეტად იქცა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
P.S.
პოსტის გამოქვეყნება სრულიად შემთხვევით დამთხვევა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გამოცხადებას და პოლიტიკური აქციის სახეს არ ატარებს!

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

11 thoughts on “კაცთა სახეები რეკლამის ისტორიაში”

  1. Loewe-ს რეკლამა ძალიან შთამბეჭდავია,მაგრამ სუნამომ იმედები გამიცრუა.
    ამ რეკლამის შემდეგ რაღაც განსაკუთრებულს ველოდი, მაგრამ უბრალოდ კარგი სუნამოა, არა ორიგინალური ან გამორჩეული მაინცადამაინც გამორჩეული.
    სხვა პოსტი რომ გქონდა კაროლინა ერერას სუნამო იყო მართლა განსაკუთრებული. ეს ძალიან სტანდარტულია.

    Like

  2. რა კარგი პოსტია.
    პაოლო ენრიკესს რაც შეეხება, მართლა ძაან მაგარი არჩვენაი იყო მაგ რეკლამისთვის, იმ დღეს ვუყურებდი ზუსტად მაგ კლიპის გადაღების პროცესზე ვიდეოს, მაგარი ტიპაჟია, რაღაცნაირი ეპატაჟური და თან გლამურული.
    მალბოროს რეკლამა 🙂 ჩემპიონია.

    Like

    1. @lasha
      ეგ კაცი არა და ისე კი მოკვდა სხვა. ბევრი თამაშობდა მარლბორომენს და მინიმუმ ერთი მათგანი ნამდვილად ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა 🙂 და ქემელის რეკლამის კაციც მოკვდა მგონი.

      **
      ქეთი, ვერ დაგეთანხმები. სწორედ ახლა მასხია ეგ პარფიუმი. 🙂
      ჯერ ერთი ძალიან დიდხანს “ზის”. ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ. და ძალიან კარგად ჯდება კანზე.
      მერე სრულიად განსხვავებულია სწორედაც. ტყავის არომატი აქვს და ტყავის სუნამო მე არ მინახავს აქამდე (ნუ წინა Loewe იყოო ასევე ტყავის, მაგრამ ის არ მინახავს და ვერ შევადარებ).
      მართალია, ეს რეკლამა რომ არა, შეიძლება არც მეყიდა 🙂 მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვნანობ. :))

      ***
      თაკო, შუმანი არ დამიჩაგრო! 🙂 ძაან მაგარი ტიპია, იმჰო.

      Like

  3. “Baldessarini-ს სუნამოები განკუთვნილი იყო მოწიფული ასაკის, მაგრამ ენერგიით აღსავსე, წარმატებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული მამაკაცებისთვის, ქალი რომ არც დაფიქრდება და სიცოცხლეს ანდობს.”

    პირიქით უფროა – სარეკლამო კლიპში ქალია საჭესთან და მამაკაცი ანდობს მას თავის სიცოცხლეს 😉

    Like

    1. იგულისხმება, რომ თუ ეგ ქალი კვერცხულად დაატრიალებს შტურვალს, ეს მივარდება და გამოასწორებს :დ მანქანა რომ ყოფილიყო მაშინ სხვა იქნებოდა

      Like

  4. ვიდრე კითხვას დავიწყებდი, ფოტოს შევხედე და პირველი, რაც თავში მომივიდა, დონ კიხოტი იყო 🙂 მაგარი პლაკატია და მაგარი ველო აქვს. მე ველო მომეწონა მანდ 🙂 იმედია, სუნამოც კარგია.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.