მადლობა, ჯეფ!

მადლობა ჯეფ, იმისთვის რომ გამოიგონე “ქინდლი”.

მადლობა ჯეფ, იმისთვის, რომ შემიძლია ინტერნეტში მოვიძიო ყველა წიგნი, რომელიც მაინტერესებს და წავიკითხო.

მადლობა ჯეფ, იმისთვის, რომ აღარ ვარ დამოკიდებული კითხვისთვის დაწესებულ დღეებზე, ნაკურთ წიგნებზე და კვერცხებზე.

სამწუხაროა, რომ რეი ბრედბერი ისე გარდაიცვალა, ნობელის პრემია არ აღირსეს, მაგიერ მისი ლიტერატურული ფანტაზიები 21-ე საუკუნის საქართველოში განსხეულდა.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

13 thoughts on “მადლობა, ჯეფ!”

  1. ევალაჰ, ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ვეიდერ-ეფენდი!
    |
    ბრედბერის ისედაც არ აღირსებდნენ ნობელს კომიტეტის სნობები, მაგრამ ხომ ხედავ, დამფასებელები (თანაც, როგორი დამფასებლები) ბათუმში გამოუჩნდა.

    Like

  2. ვაიმე ვაიმე ვაიმეე 😦 ვა-ი-მე!
    ამ გოგოებს სექსი არ აქვთ, ერთი ძაან მაინტერესებს??.. ან გინდა მარხვაში არ ჰქონიათ? და ეს მამა ბასილები და მარხვა და მრევლი და ეს რელიგიით მანიულირება როგორ ყელში ამოვიდაააა 😦 ძაან ვითრგუნები უკვე ამ უკუნით საზოგადეობას რომ ვუყურებ და ვუსმენ, რა გვეშველება ჩვენ უბედურებს…
    ვიღაცა კონსულტანტი უნდა გვიწყვეტდეს თურმე რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არა… იმათ არ ეღირსოთ არასდროს სექსი და ორგაზმი, ამინ! :/

    Like

  3. თქვენ უნდა ნახოთ სკოლებში რა ხდება და რა დონეზეა მასწავლებელთა გაუნათლებლობა ერთი მხრივ და რელიგიური ფანატიზმი მერე მხრივ. ჩვენი საზოგადოების მგდომარეობა ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ სტადიონზე – როგორც იქ მიდის სულ უკან საქმე, ასეა ყველგან. სრული უვიცობა და ფსევდომორალიზმი.
    :/

    კარგია რომ მოდერაცია გაქვს 🙂

    Like

    1. დავით, სრულად ვიზიარებ შენს პათოსს (წინა კომენტარისაც), მაგრამ საჯარო სივრცეა მაინც :)))
      თან ეგ ერთი მაღაზიაა და რამდენიმე გამყიდველი, მაგრამ მაგათი სახელი ლეგეონია 🙂 ამიტომ პერსონალიებზე არ გადავდივართ და ისე ვიმსჯელოთ… მარა მეტიარააჩემიმტერი, რამე შედეგი ექნეს ჩვენს მსჯელობას.

      Like

  4. უფალი კონსულტანტები,
    უფალი დავითი:)

    მე ჯერ გავბრაზდი და ახლა მეცინება. ინტერნეტის ეპოქაში მსგავსი მცდელობები უაზრო ფართხალია. კითხვის სურვილი იყოს და წიგნს იპოვის ადამიანი დავითის და მისი კონსულტანტების გარეშეც.

    Like

  5. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი და საინტერესო. აქედან გზა ან სიგიჟისკენ მიდის ან გამოჯანმრთელებისკენ.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.