ჯოვანი გალი

Giovanni Galliთბილისში ჭავჭავაძეზე იტალიური კაფეა ერთი, “პომოდორისიმო”. სტეიკჰაუსი ჰქვია, თუმცა მე პიცის საჭმელად მივდივარ ხოლმე და გემრიელი ნამცხვრებიც აქვთ… არა, სტეიკიც კარგი აქვთ, მაგრამ ახლა სხვა ამბავზე უნდა დავწერო – ერთხელ, სანამ შეგვიანებულ მეგობარს ველოდებოდი, “პომოდორისიმოს” გვერდით ტანსაცმლის მაღაზია იყო რაღაც და შევიჭყიტე. Giovanni Galli. იტალიური მეგონა (ჯოვანი გალი, ფეხბურთის მოყვარულებს ეცოდინებათ, “მილანის” მეკარე იყო), მაგრამ პორტუგალიური აღმოჩნდა და არც ფეხბურთელ გალისთან ჰქონია რამე კავშირი. ჰოდა იმას ვამბობდი – შევიხედე ჩემთვის უცნობ მაღაზიაში და პიცაც გადამავიწყდა დროებით და მეგობარიც. Smile

ჯოვანი გალი” ახალგაზრდა პორტუგალიური ბრენდია. პირველი მაღაზია ლისაბონში 1992 წელს გახსნეს. მამაკაცის ტანსაცმელს კერავს. ძირითადად კლასიკური სტილი უყვარს, მაგრამ ახლა უკვე კოლექცია გამრავალფეროვნდა და სპორტული, ყოველდღიური სტილის ტანსაცმელიც ბევრი აქვთ. ჯინსი, ველვეტი, ტყავეული, ქურთუკები, სხვადასხვა სვიტერები. ამფერი იმფერი. ცხადია, ბევრი აქვთ კლასიკური კოსტიუმები და აქსესუარებიც.

Giovanni Galli jacket

ბრენდის ისტორიაზე ბევრს ვერაფერს მოგიყვებით – ინგლისურენოვან რესურსებს, ოფიციალური გვერდის გარდა, თითქმის ვერ მივაგენი. არ ვიცი, ვინ არის კოლექციების დიზაინერი და არც კომპანიის კრეატიული დირექტორი ვიცი. რომც ვიცოდე, ეჭვი მაქვს, მათი გვარები არც მე მეტყოდა რამეს, არც – თქვენ, მაგრამ, ვინც არ უნდა იყვნენ, თავიანთ საქმეს მშვენივრად აკეთებენ – კარგი ხარისხის პროდუქცია აქვთ და ფასები კი – დემოკრატიული.

მიახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ – “ჯოვანი გალი” სტილითა და კოლექციებით “ბანანა რეფაბლიქის” და “მასიმო დუტის” მსგავსია, მაგრამ – უფრო იაფი. ამასთან, ხარისხით ნაკლები იყოს – ვერ ვიტყოდი…

“ჯოვანი გალის” მაღაზია დღესაც არის თბილისში, მხოლოდ ვაკიდან სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” გადავიდა.

აქვთ არაუშავრსრა ინტერნეტ მაღაზია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

“ჯოვანი გალიზე” რამის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ ინფორმაციის სიმცირის გამო სულ სამომავლოდ გადავდებდი ხოლმე.

ახლა ამ პოსტის კატალიზატორი თაას საშობაო საჩუქრების ციკლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ შობა-ახალმა წელმა ჩაიარა, ეწვიეთ “ჯოვანი გალის”. შოფინგი ხომ მთელი წელი გრძელდება. Winking smile

P.P.S.

ამასობაში ჩემი ბლოგი 7 წლის გამხდარა. არ მომბეზრდა მაინც? მკითხავთ. არა, არ მომბეზრდა.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

11 thoughts on “ჯოვანი გალი”

  1. ქარვასლაში შოფინგი წვალებაა :)) ძაან უსისტემიდაა ბუტიკები და ცუდად დაპროექტებულია სად რაა ვერ გაიგებ 🙂

    Like

  2. გილოცავთ 7 წლის იუბილეს კიდევ ბევრი წელი იარსებოს მინდა
    არავითარი მობეზრება, უნდა წერო !!!

    არასოდეს არ შემიხედავს ამ მაღაზიაში და ახლა შენი რეკომენდაციით ვცდი აუცილებლად 🙂

    Liked by 1 person

  3. ვულოცავ შენს ბლოგს დაბადების დღეს 🙂 იმედია, არც მოგბეზრდება, ყოველთვის საინტერესო პოსტებს წერ არაგაცვეთილ თემებზე, ასე რომ, შენთან ბევრი რამის გაგება შეიძლება 🙂 წარმატებები!

    Liked by 1 person

  4. აბაშიძეზე არისო კარგი სტეიკჰაუსი. პირადად მე შემწვარ ხორცს არ ვეტანები, მაგრამ ვისგანაც ვიცი, იმის პირის გემოს ვენდობი. 🙂
    პომოდორისიმოსთან ახლოა და შეიარე.

    Like

    1. ნამყოფი ვარ მანდ. სტეიკი გემრიელია და საერთოდ კარგი მენიუა, მაგრამ ინტერიერია არასტეიკჰაუსური. 🙂 იმჰო რასაკვირველია.
      ძაან პიჟონური გარემოა ქათქათა და იძაბები 🙂
      მე მიყვარს უფრო ლაითი სიტუაცია როა. აი გარედან ფასადი ძაან საკაიფო აქვს მაგ სტეიკჰაუსს და შიგნით ძაან რესტორნულია რა. აი გივი სიხარულიძე ანტურაჟია :))

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.