კინოობანა

Cardboard Office Studiosთამაშია ასეთი, ასოციაციობანა. რევოლუციამდელი ბავშვების გასართობი. კომპიუტერი და აიფონი რომ არ იცოდნენ, იმ ბავშვების. ამ თამაშს მისი ვარიანტებიც ჰქონდა – კინოობანა ერთ-ერთი იყო. რომელიმე ფილმიდან რამე ეპიზოდი უნდა განგესახიერებინათ, მუნჯურად და მოწინაღმდეგე გუნდი მიმხვდარიყო, რა ფილმია.

ლილი და ლეონი დიდი სინემანიაკები არიან ახალი ზელანდიიდან. კინოობანაში ბადალი არ ჰყავდათ. რომ წამოიზარდნენ, დაქორწინდნენ და ავსტრალიაში გადაბარგდნენ საცხოვრებლად, ბარგი ამოალაგეს, როგორც ახალმოსახლეების წესია და უამრავი ცარიელი მუყაოს ყუთი და ათასი რამ ხარა-ხურა დაუგროვდათ. სხვა – მაკულატურაში ჩააბარებდა ან სარდაფში ჩაზიდავდა (რა იცი, რაში გამომადგესო) ამათ კი დეკორაციების აწყობა დაიწყეს და ახლა მათ საყვარელ თამაშს, კინოობანას ეთამაშებიან მთელ მსოფლიოს. ბლოგისა და სოცქსელების მეშვეობით.

Star WarsThe Godfather

TLOTRDie HardThe Matrix

The BirdsThe Shawshank Redemption

რა ფილმებია, პოსტში არ დავწერ, თავად უნდა მიხვდეთ.

The Dark Knight

იოლია, იმჰო.

JawsGoldfinger

Pirates of the CaribbeanJurassic World

მითუმეტეს, რომ მათემატიკის სახელმძღვანელოს ბოლო გვერდისა არ იყოს, სწორი პასუხები აქაც მაქვს ჩაწიკწიკებული.

Back to the FutureThe Good, The Bad and The UglyHome Alone

Fear and Loathing in Las VegasThe Shining

The Hateful EightMad Max Fury Road

თამაში რომ დაიწყეს, მათი შვილი ათი თვის იყო, ახლა სამი წლის ხდება და სახელად ორსონი ჰქვია. სინემანიაკების შვილს აბა სხვა რა უნდა ერქვას. Smile

Star Wars The Force Awakens

ყველა კარგი წამოწყება (ცუდიც) გადამდებია. ლილი და ლეონ მაქის ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. მათზე – სხვა დროს დავწერ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Cardboardboxoffice by Leon,  Lily and Orson Mackie

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

3 thoughts on “კინოობანა”

  1. შეცდომით თამაშობდი :))
    მოწინააღმდეგე გუნდს კი არა, შენი გუნდის წევრს უნდა გამოეცნო. მოწინააღმდეგეს ისე უჩვენებ, რომ “მე ბებია ილიკო და ილარიონი” “მატრიცა” ეგონება 🙂

    Like

  2. ჭკუა მკეტება ახლაც, სმარტფონების სამყაროში ამ თამაშზე და მე და ჩემი მეგობრები როცა ვიკრიბებით, ახლაც ვთამაშობთ ხოლმე დიდი სიამოვნებით. ოღონდ ამათ ნამეტანი მოუნდომებიათ :))

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.