თამბაქოს კვამლში

Conan Doyle with pipeჰოლმსიანური პოსტებისთვის ზოგი მოთხრობა რომ გადავიკითხე, ზოგიც – ფილმი ვნახე, თურმე, ბევრი რამ არ მახსოვდა. ამ პოსტის “მასალაც” მაშინ დამიგროვდა. იქ ვეღარ ჩავაკვეხე და იყოს ასე, აპენდიქსის სახით. Smile

ქონან დოილს მისი გმირების საყვარელი თამბაქოს ჯიშიც აქვს ნახსენები, სიგარეტიც, ჩიბუხის სახეობაც… დღეს ამ ამბავს ფროდაქთ ფლეისმენთი ჰქვია. Smile მწერალი, კი იყო ექიმი, მაგრამ თამბაქოს დიდი მოყვარული გახლდათ და სწორედ ჩიბუხს ანიჭებდა უპირატესობას.

თამბაქოს მცენარეს პირველებმა მაიას ტომმა მიაქცია ყურადღება. ჯერ გემო გაუსინჯეს, მერე დაღეჭეს და ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს და გააბოლეს. ეს 3’000 წლის წინ მოხდაო – ასე მიიჩნევდნენ ისტორიკოსები, თუმცა ჰოლანდიელმა არქეოლოგებმა ლაოსში გათხრების დროს აღმოაჩინეს ჩიბუხი, რომელიც 5’000 წლისაა. აფრიკის მაცხოვრებლებიც არ უნდა გამოგვრჩეს სათვალავიდან, ისინიც ძველი და გამოუსწორებელი მწეველები იყვნენ.

Beautiful Pipes 8ინდიელთა უძველესი ჩიბუხები, ჩრდილოეთ ამერიკაში ქვისგან და სამხრეთ ამერიკაში კი ხისგანაა დამზადებული. აზიელები იყენებდნენ ბამბუკს. ამერიკელებმა, მოგვიანებით, სიმინდის ტაროსგან დაიწყეს ჩიბუხების დამზადება. ინგლისელები თიხას ანიჭებდნენ უპირატესობას. იცვლებოდა ჩიბუხის ფორმაცა და კონსტრუქციაც. ეს ყველაფერი: ფორმაც, კონსტრუქციული თავისებურებანი, მუნდშტუკის სიგრძე, დამზადებისთვის გამოყენებული მასალა უბრალო რამ არ გეგონოთ – გავლენას ახდენდა და ახდენს გემოზე, არომატზე და მწეველის გუნება-განწყობაზეც. Smile

ვშიშობ, რომ ცდებით, – მითხრა ჰოლმსმა და თან მაშით ბუხრიდან ნაკვერჩხალი აიღო და მოგრძო ფირმის ალუბლის ჩიბუხს მოუკიდა – იმ დღეებში, როცა წინააღმდეგობის ჭინკა უთამაშებდა ხოლმე და არა მედიტაციის, თიხის ჩიბუხს ალუბლის ხით ანაცვლებდა.
ართურ ქონან დოილი “სპილენძისფერი წიფლები”

holmes-jeremy-brett1holmes-sp

ხე თამბაქოს განსხვავებულ გემოს სძენს. გურმანები უპირატესობას ანიჭებდნენ ბლისა და მსხლის ჩიბუხებს. თიხის და ფაიფურის ჩიბუხი “ნეიტრალურია” და თამბაქოს თამბაქოს გემოს უნარჩუნებს, ყოველგვარი შენარევის გარეშე. ფაიფური დანიელებს მოეწონათ, იქ ამ საქმით ის ფაბრიკა დაკავდა, რომელიც ჯამ-ჭურჭლით თვით სამეფო კარს ამარაგებდა. თიხის ჩიბუხები ინგლისში იყო პოპულარული. გურმანებით განთქმულ საფრანგეთში ბალი შეიყვარეს (გასაკვირი არაა რომ ინგლისელი ჰოლმსი, რომელსაც ფრანგული სისხლიც უჩქეფდა, სწორედ თიხისა და ბლის ჩიბუხს ეწეოდა). მაგრამ ხე თავადაც იწვის და ხის ჩიბუხები გარკვეული დროის შემდეგ გამოსაცვლელი ხდება, თიხა – მყიფეა, ფაიფური – კიდევ უფრო მყიფე და , თანაც, ცუდი თერმოიზოლაციის გამო ცხელდებოდა და მოუხერხებელი იყო. ამიტომ ახალ-ახალი მასალის ძებნა გრძელდებოდა. მე-18 საუკუნეში ჩიბუხის დამზადება დაიწყეს ბუნებრივი მინერალისგან, სეპიოლიტი რომ ჰქვია. ამერიკული სიმინდის ჩიბუხიც საკმაოდ პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ხის ჩიბუხზე უფრო მალე იყო გამოსაცვლელი, იაფობის გამო გადასაგდებად არ ენანებოდათ. მე-19 საუკუნეში ჩიბუხის ოსტატებმა აღმოაჩინეს საჩიბუხედ საუკეთესო მცენარე – ხემაგვარი მანანა. სხვა ჯიშის ხისგან განსხვავებით, ეს არ იწვის და ნეიტრალურია – არ უცვლის გემოს თამბაქოს. ამავე დროს, მსუბუქია, დასამუშავებლად იოლი და ლამაზი. ჩიბუხის დასამზადებლად მის ფესვებს იყენებენ, მაგრამ ახალგაზრდა მცენარე არ გამოდგება – 80-100 წლის უნდა იყოს.

პირველი შეხვედრა მწეველებსა და არამწეველებს შორის 1492 წლის 15 ოქტომბერს შედგა იმ ალაგს, დღეს რომ სან სალვადორი ჰქვია. შეხვედრას არამწეველთა მხრიდან დაესწრო კოლუმბი და მისი ამფსონები, მწეველთა მხრიდან კი უსახელო ინდიელები. კოლუმბმა თამბაქოს ვერა გაუგო რა – ნაყოფი შეჭამა, ფოთლები კი გადაყარა, მაგიერ მისი ექსპედიციის წევრმა როდრიგო დე ხერესმა თამბაქოს ფოთოლი მოწია და მოეწონა – ის პირველი ადამიანია ევროპელთაგან, ვინც თამბაქო იგემა.

Beautiful Pipes 3

Beautiful Pipes 1Beautiful Pipes 2

Beautiful Pipes 10Beautiful Pipes 11Beautiful Pipes 4Beautiful Pipes 5

მტრები თამბაქოს იმთავითვე გამოუჩნდნენ ევროპაში. ჯეიმზ პირველმა 1604 წელს მოწევის ამკრძალავი ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტიც გამოსცა, რომელსაც სერ უოლთერ რელი, ინგლისში თამბაქოსა და კარტოფილის შემომტანი ემსხვერპლა კიდეც. უოლთერ რელი პირველი იყო, ვინც სამეფო კარზე ჩიბუხი გააბოლა და პირველი, ვისაც ამის გამო თავი გააგდებინეს.

მთლად ჩიბუხის გამო არ დაუსჯიათ სიკვდილით – მეფემ მის ქონებას დაადგა თვალი და პოლიტიკურმა წონამ შეაშინა, მაგრამ თამბაქოს მოყვარულნი, ანტი-ნიკოტინური კანონის პირველ მსხვერპლად და მწეველთა დისკრიმინაციის სიმბოლოდ ასახელებენ.

მაგიერ, საფრანგეთში თამბაქო დიდ პატივში ჰყავდათ, მას შემდეგ რაც ჟან ნიკომ მე-16 საუკუნის 60-იან წლებში წელს ეკატერინე მედიჩის შაკიკის სამკურნალოდ ურჩია. დედოფალმა მოწევით არა და ბურნუთად კი გამოიყენა და თავს ტკივილი ნამდვილად დაეხსნა. ნიკომ თამბაქოზე მთელი სამეფო კარი და მასონთა ლოჟის დიდი მაგისტრიც კი “შესვა” და ევროპაში პირველი თამბაქოს მონოპოლისტი გახდა. ნიკოტინს ნიკოტინიც მის საპატივცემულოდ ჰქვია. ეს ნიკო, ნიკოტინის გარდა, ფრანგული ენის სიტყვის კონითაცაა ცნობილი. იმათი სულხან-საბაა. მითუმეტეს რომ დიპლომატიც იყო. Smile

მე-18 საუკუნეში ამ დავაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი, პაპი ბენედიქტე XIII ჩაერია, რომელმაც 1724 წელს, მისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, ყველა აკრძალვა და შეზღუდვა გააუქმა.

აქედან მოყოლებული ევროპამ ღიად და უშიშრად გააბოლა. მას შემდეგ კანონმდებლები ცდილობდნენ სტანდარტების დაწესებას, სახელმწიფო მონოპოლიების შექმნას, კონკურენტების შეზღუდვას, გადასახადების შემოღებას – მოკლედ, ხაზინაში მაქსიმალური თანხების ამოქაჩვას თამბაქოს ინდუსტრიიდან.

Beautiful Pipes 6Beautiful Pipes 9Beautiful Pipes 7Beautiful Pipes 13Beautiful Pipes 14Beautiful Pipes 15Beautiful Pipes 18Beautiful Pipes 17

ჩიბუხს რომ დავუბრუნდეთ, არ ვიცი, რომელ ბრენდს ანიჭებდა უპირატესობას ჰოლმსი, მაგრამ, სავარაუდოდ, ფრანგულ Butz-Choquin-ს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ევროპული “მეჩიბუხე” კომპანია 1858 წელსაა დაფუძნებული და ჰოლმსს კარგად უნდა სცოდნოდა. ან – Chacom-ს. ესეც ფრანგული კომპანიაა, მაგრამ 1879 წელს ლონდონში დააფუძნეს მანუფაქტურა და ჰოლმსის ინგლისურ-ფრანგულ წარმომავლობას თუ გავითვალისწინებთ, უნდა მოწონებოდა. ირლანდური Peterson-იც კარგი ვარიანტია. 1865 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მათი ჩიბუხები თავად ირლანდიური წარმომავლობის ქონან დოილს ჰქონდა კოლექციაში.

ვინც სიგარეტიდან ჩიბუხზე გადაწყვეტთ გადასვლას, ამ სამის გარდა, სხვა ცნობილი მწარმოებლებია ინგლისური Dunhill, 1876 წელს დაფუძნებული იტალიური Savinelli და სხვა იტალიური ბრენდები: Caminetto, Ser Jacоpo, ამერიკული Missouri Meerschaum, რომელიც 1869 წელსაა დაფუძნებული და უფრო ახალგაზრდა Falcon, Cardinal House, 1800 წელს შექმნილი გერმანული Sillem’s, შოტლანდიური Rattray’s, ჩეხური Michal Novak, დანიური Stanwell (ახლა უკვე იტალიაში გადაბარგდა ეს ბრენდი), Peter Klein და Jorgen Nielsen და ბევრი კიდევ სხვა.

ყველა ხარისხიანი ჩიბუხი ხელით მზადდება, ბევრი ჩიბუხი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. მაგრამ კარგ ჩიბუხს კარგი თუთუნიც უნდა. მე, არამწეველი, ვერაფერს გირჩევთ, ჰოლმსი კი ვირჯინიულ ჯიშებს ანიჭებდა უპირატესობას. სხვათა შორის, კომპანია McClelland საგანგებო 221-B Series თამბაქოს აწარმოებს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The Great Detective and His Pipes By Russ Ouellette

P.S.

არ გეგონოთ, რომ ეს თამბაქოს რეკლამა და საჯარო ადგილებში მოწევის ამკრძალავი კანონის საწინააღმდეგო პოსტია. Smile არ ვეწევი და სიგარეტის კვამლი სულაც არ მსიამოვნებს… თუმცა, ობიექტურობისა გამო, უნდა ვთქვა, რომ (კარგი, არა იაფფასიანი!) სიგარისა და ჩიბუხის კვამლი არამწევლისთვის ბევრად სასიამოვნოა. Smile გემოსი რა ვთქვა და კარგი არომატი აქვს და არც მახრჩობს და არც აყროლებს იქაურობას.

P.P.S.

არც ის გეგონოთ, რომ თუ მწეველი არ ხართ, ჩიბუხს ვერაფერში გამოიყენებთ. SmilePipe a Armagnac

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

6 thoughts on “თამბაქოს კვამლში”

  1. ჩიბუხის მოწევა იაფი არ ჯდება. კარგი ჩიბუხი 150 დოლარია საშუალოდ, თან სპეციალური საწმენდი ჭირდება, ფუტლიარი და სხვა აქსესუარები და კარგი თამბაქოც ძვირია.
    სიგარეტი ყარს მაგრამ იაფია 🙂

    Like

  2. მე, არამწეველი,

    არამწეველისგან თამბაქოს ასეთიოდა ცოტა მოულოდნელია 🙂
    პროპაგანდა დავწერე თავიდან, მაგრამ გადავაკეთე 🙂

    თან ისე წერ, მე, არამწეველსაც მომანდომე მოწევა 🙂

    Like

      1. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ არ ყოფილა მთლად ეგრე.
        არის ცნობილი ჩიბუხიანი ქალებიც. მათ შორის რამდენიმე ძალიან ლამაზიც 🙂
        გრეტა გარბო ეწეოდა ჩიბუხს. ვირჯინია ვულფი. ანეკე ვან გირსბერგენი. მოდის სფეროდანაც არიან – მილისენთ ფენუიქი – მოდელი და ვოუგის რედაქტორი იყო წლების განმავლობაში და კონგრესმენი. 🙂
        ეგკიარა, ფრანგი ქალი დიზაინერიც არის ჩიბუხების საგანგებოდ ქალებისთვის

        Like

    1. პოსტი ესთეტიკაზეა და არა ნიკოტინის/თამბაქოს პროპაგანდაზე 🙂 თუგინდ ოდა დაუძახე.

      არომატი სუფთა (და კარგი ხარისხის) თამბაქოს მართლა სასიამოვნო აქვს – სიგარას და ჩიბუხს.
      და ბევრი ჩემგან პატივცემული ადამიანი ასოცირდება რამე კარგ საქმესთან + ჩიბუხთან. 🙂
      თუნდაც 5 იმჰო ყველაზე ტოპ მწერლიდან 2 ჩიბუხის გარეშე წარმოუდგენელია. და ბევრი სხვაც.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.