კრიშტიანო რონალდო: ეპოქის დასასრული

კი მიხვდებოდი, ამჯერად რაღაც რომ ხდებოდა. კრიშტიანო რონალდოს, ჟორჟ მენდეშსა და ფლორენტინო პერესს შორის ხდებოდა რაღაც ჭორებს იქეთ. არამხოლოდ ტყუილი მითქმა-მოთქმა. არა როგორც წინა წლებში. კვამლს მიღმა ცეცხლის ალიც ჩანდა და ეს-ესაა აგიზგიზდებოდა კოცონი, რომელსაც ვეღარ ჩააქრობ. ალბათ, არც ფლორენტინოს და არც რონალდოს აღარ სურდათ ჩაქრობა. რეალობაა, მაგრამ მაინც სიურეალისტური სურათია – კრიშტიანო, რომელიც “რეალიდან” მიდის. ვერ იჯერებ, რომ მითქმა-მოთქმა არ მიჩუმდა. ყველაფერი ისე შორს წავიდა, რომ ვეღარ მოაბრუნებ. კი იცოდი, ერთ დღეს ასე მოხდებოდა. ხედავდი, რომ ეს დღე უკვე ახლოს იყო, მაგრამ მაინც შოკირებული ხარ. გაიღვიძე დილით და მადრიდმა ოფიციალურად გამოცხადდა: კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში გადავიდა.

რონალდოს წასვლა გარდაუვალი იყო და მიზეზებიც აქვს, თუ რატომ მოხდა წელს და არა 2021-ში. მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ამ მიზეზების მიღება რთულია: 33 წლის ასაკში რონალდო კვლავ იმ დონეზე თამაშობს, ბევრი დიდი ფეხბურთელის პიკურ ფორმას რომ სჯობნის. ის პლანეტის კვლავ საუკეთესო გოლეადორია. იდეალური სპორტსმენი, რომელიც თავის სხეულზე ზრუნავს საუკეთესო სპორტული მეცნიერების დახმარებით. მაქსიმალისტია. არ ეპუება ასაკს და სტანდარტებს არ თმობს. მას არ მოყირჭდა. ის არ დასრულებულა.

Continue reading “კრიშტიანო რონალდო: ეპოქის დასასრული”

მადრიდის რეალი–ევროპის დამსახურებული ჩემპიონი

მადრიდის “რეალმა” დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასი. ეს გუნდი ნებისმიერ ვითარებაში ახერხებს გამარჯვებას. ყოველთვის ვერ აჩვენებდა უზადო თამაშს, მაგრამ სიმშვიდემ, თავდაჯერებულობამ და კლასმა ისინი ევროპაში საუკეთესო გუნდად აქცია.

ისინი ამბობენ: ეს “რეალი” ვერაფერს აჩვენებს ისეთს, დიდ გუნდად რომ იწოდებოდეს. ისინი ამბობენ: რეალს უმართლებს. ხან ინდივიდუალური ოსტატობის, ხან კეთილგანწყობილი მსაჯების, ხანაც მეტოქეთა წარმოუდგენელი იაღლიშის ხარჯზე გადის ფონს. არ შეგეკამათებით, მაგრამ ჯერ ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება ბედის საწინააღმდეგოდ. და ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება მხოლოდ იღბლის წყალობით.

პერესისა და ზიდანის “რეალზე” საუბრისას მათ ავიწყდებათ, რომ “ბაიერის” კარში ზიდნის მიერ გატანილ გასაოცარ გოლსა და ბიელის მაკრატელას შორის ბევრი წელი გაილია ყლეპროჭაობაში(*). მათაც კი, გალაქტიკოსებმა, ერთ გუნდში შეკრებილმა სუპერგმირებმა, ვერ შეძლეს ევროპაში დომინირება და აბა, იმ ქაოსის წლებზე რაღა უნდა ვთქვათ, რამონ კალდერონის ჰოლანდიელთა ბანდა რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ვერ ცდებოდა.

Continue reading “მადრიდის რეალი–ევროპის დამსახურებული ჩემპიონი”

ევროპული ტრადიცია

ამ პოსტს ფინალის გამართვამდე ვწერ და თუ ფინალში რეალმა ხასიათში არ ჩა***, მატჩის შემდეგ დავამთავრებ და გამოვაქვეყნებ.:)

ლიგა ტრადიციული ტურნირია და ფინალი რეალი – ლივერპულიც ძალიან ტრადიციულია. არა, ამ გუნდების გზა არ გადაჯვარედინებულა ევროპულ ასპარეზზე იმდენჯერ, რამდენჯერაც რეალისა და ბავარიის, მაგრამ ფინალური მატჩი მაინც ტრადიციული იყო – რეალსა და ლივერპულს აქამდე ერთად ჩემპიონთა 17 თასი ჰქონდათ მოგებული.

ამ ორ გუნდს ერთობლიობაში 22 ფინალი ჰქონდა ნათამაშები და სულ 5 წაგებული.

ეს ორი გუნდი საერთაშორისო ტურნირებში მათი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელია.

სხვა რა ჭირდება ფინალურ მატჩს, ევროპული კლასიკო რომ დავარქვათ?

Continue reading “ევროპული ტრადიცია”

რა მოხდა მადრიდში?

ადეკვატის კუთხე.
ეძღვნება ჩემს არაადეკვატ მეგობრებს <3.
და – არამხოლოდ.

ქართველებმა ყველაფერი ყველაზე კარგად ვიცით, ყველაფერი გვახსოვს, არც რამის გაგება და გახსენება გვჭირდება, კითხვა არ გვიყვარს, მოსმენა არ ვიცით.

მაინც დავწერ, შემორჩეს არქივს.

1. ფეხბურთელის მიერ საჯარიმოში წესის დარღვევა ისჯება თერთმეტმეტრიანი დარტყმით. წესის დარღვევად ითვლება – მეტოქისთვის დარტყმა ან დარტყმის მცდელობა, მეტოქეზე შეხტომა, მეტოქეზე დაჯახება, მეტოქისთვის ხელის კვრა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეიძლება დაინიშნოს მატჩის პირველ წამზეც და ბოლო წამზეც, მსაჯის მიერ დამატებული დროის ჩათვლით. (შეგიძლიათ აქ და მერე აქ გადახედოთ და დარწმუნდეთ).

1.1 იყო თუ არა დარღვევა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ?

Continue reading “რა მოხდა მადრიდში?”

ქალები სტადიონზე 2

volume 2

 

ფეხბურთის სამშობლოს ჯერიც დადგა. 38 წლის შარლოთ ჯექსონი (Charlotte Jackson) ყოფილი ჩოგბურთელია და მომღერალი (ბექ-ვოკალისტი), Sky Sports-ის მიმომხილველი და “ლივერპულის” თავგადაკლული ფანი. მაგრამ სხვა გუნდებიც კარგად იცის – არხის საფეხბურთო ვიქტორინის წამყვანიც იყო და ფიფას 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიასაც უძღვებოდა.

Charlotte Jackson 1Charlotte Jackson 2

Charlotte Jackson 4Charlotte Jackson

ოლივია უეინი (Olivia Wayne) ამჟამად Sky sports-ის ტელეწამყვანია, თუმცა წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში იყო ჩაბმული, როგორც PR სპეციალისტი და ჟურნალისტი. იყო სთელა მაქართნის პრეს-მდივანი და Vogue TV-ზე მუშაობდა. British Fashion Awards-ის ცერემონიასაც უძღვებოდა, ახლა კი სპორტს მიმოიხილავს. 31 წლისაა.
Continue reading “ქალები სტადიონზე 2”

მეტაბოლიზმის საწვავი

გეგონა, ისევ ყავაზე დავწერ?

სულაც არა.

ამჯერად ზეითუნის ზეთი ვიგულისხმე.

ზეთისხილი არ მიყვარს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სალათებს, რომელსაც უხვად აქვს მოყრილი ზედ ზეთისხილი, ასე ვჭამ – ზეთისხილს ცალკე გადავაწყობ ხოლმე ან მეგობარს ვუწილადებ. ზეითუნის ზეთი კი პიცაზე მიყვარს. წიწაკაშერეული, ცხარე ზეთი როა. პიცის გარეშე, როგორც მეტაბოლიკური საშუალება, ზეითუნის ზეთი ჩემს რაციონს ბოლო ხანებია, რაც დაემატა ჟურნალ Men’s Health-ის რჩევით. კვლევები ადასტურებს – ზეითუნის ზეთი კვებავს მეტაბოლიზმის მექანიზმს და ხელს უწყობს წონისა და ფორმის შენარჩუნებას. დაბალკალორიული დიეტა vs. ჩვეულებრივი კვების რეჟიმი + 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში პრაქტიკულად ერთნაირ ეფექტს გვაძლევს წონის შენარჩუნების კუთხით… მდიდარია ე.წ. ALA და EPA მჟავებით (OMEGA-3, OMEGA-6, OMEGA-9) – ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინფარქტისა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს და ა.შ. მაგრამ ამაზე – აქ წერია და კიდევ – აქ.

როგორც ზურიკელასგან ვიცით, სოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს. სოდისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთის მიღების გზა მხოლოდ ერთია – დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით. მაგრამ სანამ მიიღებ, თუ საკუთარი პლანტაციები არ გაქვს, უნდა სუპერმარკეტში ჩახვიდე ჯერ და იქ მთავარია, მარკირებებსა და იარლიყებში გაერკვიო კარგად. ადრე შალის შერჩევაზე დავწერე პოსტი – ზეითუნის ზეთიც იგივე ამბავია. ყველა კომპანია თავის მარკეტინგულ ვირეშმაკობას იყენებს, რომ უსარგებლო ინფორმაცია შემოგასაღოს ლამაზად და საჭირო კი – გადამალოს.

Continue reading “მეტაბოლიზმის საწვავი”

სა ტ***ში მიდიხარ, ბჯო? :[

ზაფხულობით ბლოგს ვასვენებ, დრაფტებს ვაგროვებ და ჭერში ვაწყობ, ხოლმე. ტრადიციულად. მაგრამ ისეთები ხდება რომ…

წავა თუ არა რონალდო “რეალიდან”?

თუ წავა, რა მიზეზით წავა?

და თუ წავა, სად ტრაკში წავა? (სხვა გუნდების გულშემატკივრებს ნუ გეწყინებათ და ჩემპიონთა ლიგის მე-12 სიმაღლიდან, ყველა სხვა გუნდი იქაა, რაც დავწერე). Smile

“რეალიდან” წასვლის მიზეზები სამყოფად აქვს.

Continue reading “სა ტ***ში მიდიხარ, ბჯო? :[“

სოკერფრენია

ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები არა-გულშემატკივრების დიაგნოზით, რა თქმა უნდა, ნორმალური ხალხი არ ვართ. მე, გულშემატკივარი, მზად ვარ, არა-გულშემატკივრებს დავეთანხმო. რა მნიშვნელობა აქვს, ეს თერთმეტი კაცი გაიტანს გოლს, თუ ის თერთმეტი კაცი? არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ფეხბურთის გამო მეგობრები გადაკიდებიან ერთმანეთს. ოჯახები დანგრეულა. გული გასკდომია ხალხს და ეგკიარა, ომიც დაწყებულა. კი, ნამდვილი ომი – თუ მშვიდობა იქნა, ამ ისტორიაზე დავწერ ერთხელ. მაგრამ, ამავე დროს, ფეხბურთში წარმატება შრომის ნაყოფიერების ამაღლებას უწყობს ხელს, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, ქვეყნის წარმატებას ეხმარება.

მაგრამ სხვა ქალაქის გუნდის ქომაგობა კიდევ სხვა ფენომენია. სოკერფრენიის დამძიმებული ფორმა. არა-გულშემატკივარი ვერ გაიგებს. და ასახსნელადაც ძნელია. ბევრს ჰგონია, ამის მიზეზი საკუთარი გუნდის სისუსტეა, მაგრამ მადრიდის “რეალს” (და ამ პოსტს სწორედ “რეალის” გამარჯვების ემოციით ნაბახუსევზე ვწერ) ყველა ქალაქში ქომაგობენ. ყველა ქვეყანაში და ყველა კონტინენტზე. იქაც, სადაც საკუთარი ფალავნები ჰყავთ, “რეალზე” არანაკლები… თუმცა, არა, გატყუებთ. ნაკლები! რა თქმა უნდა – ნაკლები! და ეს ქომაგის სიტყვები არ არის – ობიექტური რეალობაა. 🙂 მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს – იქაც, სადაც “რეალზე” ნაკლებ წარმატებული, მაგრამ მაინც ძალიან წარმატებული, ძალიან ძლიერი, ლეგენდარული კლუბებია, “რეალს” ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ცალკე ფენომენია, და ყველა გულშემატკივარს გულშემატკივრობის საკუთარი მიზეზი აქვს. მე ჩემი უკვე გავიხსენე ერთხელ.

Continue reading “სოკერფრენია”

ისტორია მეორდება

ერთხელ, როგორც ტრაგედია და მეორედ… მეორედაც, როგორც ტრაგედია. 🙂

თუმცა, როდესაც 8 ფინალიდან 6-ს წააგებ, რაღა ტრაგედიაა?

არც – ფარსი.

1

კანონზომიერებაა.

2003 წელს, როდესაც ზიდანმა “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინტერვიუში უთხრა “მარკას” – მსურს ახლა, დესიმა, უნდესიმა და დუოდესიმაც მოვიგოო.

2

იმსახურებდა და – მოიგო კიდეც.

Continue reading “ისტორია მეორდება”

სამყარო ნათელ მხარეს

ricardo-zamoraომების ისტორია გმირებსა და ანტიგმირებზე დგას. ასეა ფეხბურთის ისტორიაც. და როგორც ომში, ასე ფეხბურთში ხშირად ხდება – ვინც ერთისთვის გმირია და საამაყო, მეორისთვის – მტერია და უხსენებელი. უზბეკეთში, ეგერ, ყოველმეორე ქუჩას თემურ ლენგის სახელი ჰქვია, ჩვენთვის კი მასზე დიდი მაოხრებელი ცოტა თუ ყოფილა (თუმცა, ამის დაწერა დღეს ცოტა სარისკოა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც “პატრიოტი” და გეტყვის – ჰოდა, რუსებს რას ერჩი, მოდი ჯერ უზბეკებთან “გავაიასნოთ” სიტუაციაო…). ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ – ესპანური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარებული, დიდად პატივდებული და კერპად ქცეული, სიცოცხლეშივე “ღვთაებრივად” (el Divino) შერაცხული რიკარდო სამორა (Ricardo Zamora Martínez) მადრიდში კერპია, მაგრამ ბარსელონაში დედები და მამები ჭირვეულ ბავშვებს ეტყვიან ასე – ჭამე ფაფა, თორემ გაიზრდები და სამორა გახდებიო.

Continue reading “სამყარო ნათელ მხარეს”

ქალები სტადიონზე

volume 1

ქალები ფეხბურთის სტადიონზე იშვიათად დადიოდნენ. ადრე. დღეს კაცებიც აღარ დავდივართ და არ ვიცი, როგორია ქალი-გულშემატკივრების საქმე. სპორტის სასახლეში კი ყოველთვის ბევრი ქალი-გულშემატკივარი იყრიდა თავს. იმ დროს, თბილისის “დინამო” რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა და მერეც. ყოველთვის. ახლაც ასეა. საიდან ეს განსხვავება? ალბათ იმიტომ, რომ გოგონებს მაღალი ბიჭები მოსწონთ. 🙂

მაგრამ მსოფლიოში ფეხბურთს ბევრი ცნობილი ქალი გულშემატკივარი ჰყავს. გამორჩეული გარეგნობის. სტადიონზე, ხშირად, სილამაზის კონკურსის გამართვაც შეიძლება. 🙂 მაგრამ ახლა სხვებზე დავწერ – იმათზე, ვისთვისაც ფეხბურთი პროფესიონალური ინტერესის საგანია. ქალ ჟურნალისტებზე, რომელთა გამორჩეულ გარეგნობას ფეხბურთის ნიუანსების ჩინებული ცოდნაც კი ვერ ფარავს.

კოლუმბიელი მირელლა ხრისალესი (Mirella Grisales) Telemundo Sports/NBC Universal-ის ჟურნალისტია. 38 წლისაა. Deportivo Independiente Medellín-ისა და მადრიდის “რეალისა” გულშემატკივარია. ერთხელ, კარგა ხნის უკან, ყველაზე სექსუალურ ლათინოამერიკელ ჟურნალისტებს შორის დაასახელეს და მას შემდეგ ამ სიის მუდმივი ბინადარია და არ ტოვებს. 🙂

Mirella GrisalesMirella Grisales 3

Mirella Grisales 4Mirella Grisales 2

მარინა გრანსიერა (Marina Granziera) კოლუმბიური Blu Radio-სა და Caracol TV-ს სპორტული ამბების მიმომხილველია.

Continue reading “ქალები სტადიონზე”

თერთმეტი! ამის *** თერთმეტი!!!

თქმა არ უნდა, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი ბარსელონასა და ბავარიას შორის უნდა შემდგარიყო. ეს იქნებოდა სამართლიანი. ლიგის ფინალის მოგებას კი იუვენტუსი იმსახურებდა. ასე უნდა მომხდარიყო.

რა ვუყოთ მერე, რომ ბავარია ზედიზედ მესამე წელია, ნახევარფინალში ვარდება. ვერც ბარსელონა ითამაშებდა ფინალს, მეოთხედფინალში დაამთავრა ასპარეზობა და იმიტომ. იუვენტუსი კი… იუვეზე რა ვთქვა აბა, გუნდს 8 ფინალიდან 6 აქვს წაგებული, მაგრამ მაინც ესენი იმსახურებდნენ.

რატომ? იმიტომ რომ ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში სრული გიაგორგოძიზმია გამეფებული. გიაგორგოძიზმი ისაა… როგორ აგიხსნათ, აი, რაც პარლამენტში – მეჭიაურიზმი.

Continue reading “თერთმეტი! ამის *** თერთმეტი!!!”