ნაბახუსევზე გახსნილი ბლოგი

შეიძლება “პახმელიაზე” არც ვყოფილვარ, ახლა რა მახსოვს, მაგრამ ნაძველთახალწელს კი გამიხსნია ბლოგი. საცა წესია, 25 მაისს დამეწყო ჯობდა – იუბილარი ჩემი ბლოგებიდან “ვარსკვლავური ომების” ბლოგია, მაგრამ ვორდპრესს უკეთ ახსოვს, როდის იყო.

მე თარიღებს ცუდად ვიმახსოვრებ და ვერ შევეკამათები – 10 წელი რომ გასულა, ეგეც არ მახსოვდა. და გვიან ვნახე. Smile ამიტომ საიუბილეო პოსტი არ იქნება.

“ვორდპრესს” კი მადლობა. კომფორტული პლატფორმაა. ჩემნაირი გრაფომანისთვის მისწრებული.

ესაა სულ.

WP10

საქორწილო ბუმერანგი

ენდრიუ და ნილი მოლდოვანები დაქორწინდნენ. მოლდოველები არა – მოლდოვანები. ამერიკელები არიან და, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა, გვარი აქვთ ასეთი. დაქორწინდნენ და საქორწინო (თუ საქორწილო) სესიისთვის პროფესიონალ ფოტოგრაფს უხმეს – ანდრეა ფოლითოს. მომსახურება 6’000 დოლარი დაუჯდათ… 6’000 დოლარი დაუჯდებოდათ, რომ არა ის ამბავი, რაც ამის მერე მოხდა და რაც უთუოდ განგაცვიფრებთ. Smile

საქორწილო ალბომის ქავერ-ფოტოსთვის ფოტოგრაფმა წყვილს დამატებით 150 დოლარი მოთხოვა. მათ შორს დაიჭირეს – ასე არ შევთანხმებულვართო. ფოტოგრაფმა – შეთანხმება სპეციალურ ქავერს არ გულისხმობდაო. წყვილმა – გულისხმობდაო. მაშინ ფოტოგრაფმა ფოტოების გადაცემაზე უარი განაცხადა და შეთანხმების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოითხოვა კიდევ 250 დოლარის ოდენობით. წყვილმა ასე არ უნდაო – სოცქსელს მიადგნენ და ყველგან, სადაც მიწვდნენ, ფოტოგრაფის “გამომძალველობაზე” დაპოსტეს… გამორჩეულად მაინც ნილიმ  – ის პოპულარული ბლოგერია, ბევრი მკითხველი ჰყავს და ახალი მედიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.

Continue reading “საქორწილო ბუმერანგი”

ბლოგის 2013

Blogstats-2013

მიშასთვის და ჩემი ბლოგისთვის 2013 ჩამოლაბორანტების წელი იყო. 🙂 5 წელია წლიდან-წლამდე ვახერხებდით ქართველი ერი და ბლოგის მკითხველები სიცრუეში გვეცხოვრებინა, შარშან კი ხალხს თვალები აეხილა და განხიბლვის საათმაც ჩამოკრა – 2013-ში 54 პოსტი დავწერე, რომელიც მხოლოდ 64’000-ჯერ წაიკითხეს, 2012-ის 110’000-ის საპირისპიროდ.

გასულ წელს ყველაზე მეტჯერ, 1’182-ჯერ წაუკითხავთ პოსტი 5 წელი ბლოგინგის უფლებით.

ბლოგის ტოპ-პოსტების 5-ეული კი ასეთია:

Continue reading “ბლოგის 2013”

5 წელი ბლოგინგის უფლებით

პირველად იყო პოსტი, და პოსტი იყო ბლოგზე და ბლოგი იყო Wორდპრესზე.

Wორდპრესმა აი, ასეთი მისალოცი ბარათი გამომიგზავნა.5y

არცკი მახსოვდა, თუ 5 წელი გავიდა. Wორდპრესს ხსომებია.

იცი კი, მკითხველო ეს რა 5 წელი იყო? ბევრი კარგი ბლოგერის გაცნობის. რამდენიმე მკითხველის გაცნობის. პოსტვის, ბოდვისა და გრაფომანობის 5 წელი.

2013 წელი Wორდპრესისთვისაც საიუბილეო წელია – მას 10 წელი უსრულდება (გამოდის, რომ ჩემი ბლოგი Wორდპრესზე 2-ჯერ უმცროსია). მეთ მულენვეგმა Wორდპრესი 2003 წელს შექმნა. მეთ მულენვეგი ერთი თექსასელი ბიჭია, უყვარს ჯაზი, ლივაისი, ფრაპუჩინო, სტეიკი, ჯოგინგი, ცხენზე ჯირითი, ძაღლები… მოკლედ, კარგი გემოვნება აქვს და ძალიან ჩვენიანია, ამიტომაც დედამიწელ ბლოგერთა თითქმის ნახევარი სწორედ Wორდპრესელია. 🙂 და არ არს ბლოგი თვინიერ Wორდპრესისა.

Continue reading “5 წელი ბლოგინგის უფლებით”

ჩავლილი 2012

Stats 2012

გუშინ დამეზარა გაქართულება და პირდაპირ დავაშეარე ბლოგის 2012 წლის სტატისტიკა…  არადა, ყოველთვის ვთარგმნიდი ხოლმე. 🙂

წელს 53 პოსტი დამიწერია და 110’000 ნახვა მომიგროვებია (შარშან – 75 პოსტი მქონდა 64’000 ნახვით, შარშანწინ კი – 124 პოსტი 30’000 ნახვით. :)) – ტენდენცია ნათელია, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ. 🙂

1’568 წაკითხვით ყველაზე შემოსავლიანი დღე 20 აპრილი აღმოჩნდა, ამ დღეს დავდე პოსტი აგენტისა და მისი ქალების შესახებ.

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, ტრადიციულად, პოულობდნენ კიდეც თემებს: traki, ტრაკი, მასონები, kindle fire და nashebi. შარშანაც ზუსტად იგივე სერჩინგები იყო. 🙂 საქართველო არ იცვლება. 🙂

ყველაზე ხშირად წაიკითხეს პოსტები:
Continue reading “ჩავლილი 2012”

ბლოგის ქურდები

თუ გაქვს ბლოგი. შენი ნაცოდვილარი ვიღაცას მოსწონს და მეტ-ნაკლებად არ გაკლია მკითხველი, ერთ დღესაც აუცილებლად გაგქურდავენ. ზოგს ეს ნაკლებად აღელვებს, ზოგს – გული მისდის, ზოგს კი ძალიან აბრაზებს… ვინც არ უნდა იყო ამ სამიდან, მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, თუ რა შეიძლება მოიმოქმედო, თუკი ერთ დღესაც აღმოაჩინე, რომ შენი პოსტი ვიღაცამ მიითვისა.

საავტორო უფლებების რეგისტრაცია

ერთი შესანიშნავი სერვისი, რრომელიც საშუალებას გაძლევს უფსოდ დაარეგისტრირო და იურიდიულად დაისაკუთრო შენი ინტელექტუალური ნამუშევარი არის MyFreeCopyright.com – შედიხარ ამ მისამართზე, რეგისტრირდები, უთითებ შენი ბლოგის, ვებ-გვერდის, RSS… მისამართს, MyFreeCopyright.com წაიკითხავს შენს ნაწერს, უნიკალურ ციფრულ ანაბეჭდს მიანიჭებს და html კოდსაც მოგცემს საიტზე გასათავსებლად (ვერიფიკაციისთვის, რომ მართლა შენს საიტს არეგისტრირებ და არა – სხვისას ;)). თუკი ოდესმე დაგჭირდა საბუთი, რომ ესა და ეს ნამუშევარი მართლაც შენია – MyFreeCopyright.com ანაბეჭდი საბუთად გამოგადგება.

Continue reading “ბლოგის ქურდები”

ჩავლილი 2011

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.

75 ახალი პოსტი, 601 ატვირთული სურათი და ამ ყველაფრის მნახველი 64’000 ვიზიტორი (დიდი მადლობა მათ!) 2011 წელს. ასეთია ჩემი ბლოგის შედეგები (2 გაჩუქებული პოსტით 77 გამოდის).

ერთდროულად ყველაზე ბევრი – 863 ადამიანი 17 ივნისს შემოსულა თამაში დაბლინის ქუჩებში პოსტისთვის თვალის გადასავლებლად (მეგონა რომ სთივ ჯობსზე ან სექსსა და ქინდლზე პოსტები აჯობებდა…)

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, რაც მთავარია – პოულობდნენ თემებს: traki, ტრაკი, nashebi, ქინდლი და მასონები.

მკითხველთა გეოგრაფია ასეთია: ევროპელთაგან თითქმის 80% საქართველოდანაა (სარკოზის კვალად Wორდპრესმაც ევროპად გვაღიარა!), აზიელთაგან – ისრაელიდან, ჩრდილო ამერიკელთაგან აშშ ლიდერობს, სამხრეთ ამერიკელთა შორის – ბრაზილიელები <3, ოკეანელთა შორის – ავსტრალიელები, აფრიკელთაგან კი მთელი 64% ეგვიპტელი ყოფილა – ასე რომ მუბარაქის დიქტატურის დამარცხებაში ჩემს ბლოგსაც შეუტანია წვლილი! Continue reading “ჩავლილი 2011”

იჯოგინგე Wორდპრესთან ერთად :)

ბლოგერულ შვებულებაში (გადაფასებაში თუ Midlife Crisis-ში) კი ვარ, მაგრამ, ჯანდაბა – ეს რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია. 🙂
კვირას 10 აპრილს Wორდპრესი ყველა Wორდპრესელ ბლოგერს იწვევს გამაჯანსაღებელ ბლოგერულ ჯოგინგში (ან უბრალოდ სწრაფ სიარულში).
დისტანცია: 3,1 მილი (დაახლოებით 5 კილომეტრი)
ადგილი და მარშრუტი: რომელიც გაგეხარდებათ
ლოზუნგი: ბლოგსპოტის თავზეც გავიარე 🙂

პოსტები, ფოტოები და ვიდეოფაილები დათაგეთ “wwwp5k”.
დავხატოთ თბილისი მსოფლიო Wორდპრესულ რუკაზე!

დეტალები Sara Rosso-ს პოსტში.

Automattic’s Worldwide WP 5k As Scott mentioned in his How is WordPress.com Made? post, at Automattic we work from all over the world, and we use internal blogs for socializing and exchanging non-work ideas in addition to making WordPress.com and our other products more awesome. One of the things we're really concerned about is staying healthy – we even have an entire blog dedicated to fitness. We had a great idea: Get all 80 Automatticians from 62 cities to run/walk a 5k on … Read More

via WordPress.com News

დიდი ავიაცია

შაბათის პოსტი

კვირაში ორ ან მინიმუმ ერთ პოსტს მაინც ვწერდი ხოლმე.
წინა კვირას არ მეცალა და ვერაფერი დავწერე.
ახლა მინდოდა, რაღაც დამეწერა და მივხვდი, რომ მეზარება და სათქმელიც არაფერი მაქვს.
ჰოდა ენგრე.
🙂

ამაზე ანეკდოტია:
აეროპორტში ტრაპიდან ჩამოსული მგზავრები ერთ ტიპს ხედავენ, რომელიც თვითმფრინავთან ტრიალებს, მაგრად ამოთხვრილია და საშინლად ყარს.
მგზავრები ცხვირზე ხელს იჭერენ და ამ ტიპს ასე ამრეზით ეკითხებიან:
– ვინ ხარ შენ, აქ რას ტრიალებო.
– მეო, – ის ტიპი პასუხობს, – აი ფრენის დროს რომ მოგეჯვებათ და მოგეფსმებათ, იმას თვითმფრინავიდან ხომ არ გადმოვყრით, აკრძალულიაო, იქვე გროვდება ბოცაშიო და აი, თვითმფრინავი რომ დაჯდება, ეგ ბოცა მე გამაქვსო…
– კი მაგრამ, რად გინდა ეგეთი საშინელი სამუშაოო, – უკვირთ მგზავრებს, – დაანებე თავი, წადი, სხვა რამე საქმე ნახეო!
– როგორ, კაცო, რას მეუბნებით – დიდი ავიაციიდან წავიდეო?!!! – პასუხობს ის კაცი.

პრინციპში, მე და ბლოგინგიც ეგრე ვართ, რა…
🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ჩავლილი 2010

Healthy blog!

The Blog-Health-o-Meter™ reads Wow.

2010 წლის სტატისტიკა

Featured image124 ახალი პოსტი.

30’000 სტუმარი.

ყველაზე მეტი 462 მკითხველი 3 ივნისს შემოვიდა პოსტის ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”? წასაკითხად.

შემომავალი ლინკები

ყველაზე მეტი ვიზიტორი ბლოგს ესტუმრა ლინკებიდან blogroll.ge, networkedblogs.com, holmes.ge, facebook.com, komunage.blogspot.com Continue reading “ჩავლილი 2010”

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერი

Bernardo LaPalloარ ვიცი, ქართველ ბლოგერთა საშუალო ასაკი რამდენია (ჰა-ჰა 23 იყოს – ჩვენი ბლოგოსფერო ხომ ჯერ მაინც ძალიან ნორჩია) აი, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი კი ცნობილია – ესაა ბრაზილიელი ბერნარდო ლაპალო (Bernando LaPallo), რომელიც (ყურადღება!) 1901 წლის 17 აგვისტოს დაიბადა და, სხვა სურვილებზე რა მოგახსენოთ და, პოსტვის სურვილი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს… თუმცა, 109 წლის ასაკშიც ის იმდენად მხნედ გამოიყურება (ფოტო 1 წლის წინაა გადაღებული), რომ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც რჩება დრო.

Continue reading “ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერი”