2026 წლის ოქტომბერი: უსასრულო არდადეგები

რეი ბრედბერი

მთელი ოჯახი სათევზაოდ ხომ არ წავსულიყავითო, – შესთავაზა დედამ. თიმოთი მაშინვე მიხვდა, რომ დედას არ მოუფიქრებია, მამამ მოიფიქრა, მაგრამ მამის ნაცვლად, რატომღაც, დედამ შესთავაზა.

მამა ადგილზე აწრიალდა და მისი ტერფების ქვეშ მარსული ქვიშა აკრაჭუნდა. კარგი აზრია, დაეთანხმა დედას და მის სიტყვებს მოჰყვა ფუსფუსი და ფორიაქი. წამიც და ბანაკი აშალეს, კარვები აკეცეს და კაფსულებსა და კონტეინერებში მოათავსეს. დედა ჯემპრსა და სამგზავრო კოფთაში გამოეწყო. მამამ მარსულ ცას გაუსწორა თვალი და ათრთოლებული ხელით ჩიბუხი თუთუნით გამართა. სამივე ბიჭი სიხარულის ყიჟინით ჩახტა ნავში. დედას და მამას აღარც უცქერდნენ, მხოლოდ თიმოთი ადევნებდა თვალს.

Continue reading “2026 წლის ოქტომბერი: უსასრულო არდადეგები”