მადლობა, რომ

ჰარვი ჯეიქობსი

მადლობა იმისთვის, მადლობა იმისთვის,
რომ ასეთი კატა ხარ, ტკბილი და გულუხვი.

დარლინ კრანცი პოეტი არ იყო, მაგრამ მუზა ანაზდად ეწვია, ეს სტრიქონები გონებაში ამოუტივტივდა და აღარსად გამქრალა. სიმღერას ჰგავდა, მაგრამ არლინი ვერც ლამაზი ხმით დაიკვეხნიდა. ოდესღაც გუნდში გალობა კი სცადა, მაგრამ ნახა, არაფერი გამოსდიოდა და თავი დაანება. მხოლოდ მაშინ ღიღინებდა, როდესაც ჯუბალი მოუტანდა საჩუქარს. მისი სიმღერა, ჯუბალის გარდა, არვის ესმოდა. ან ვის სჭირდება მისი ღიღინი ამაოებათა შინა.

დღის უმეტეს ნაწილს დარლინი სახლის წვრილმან საქმეებში ატარებდა, ბობოქარ ცხოვრებასა და წარსულის ტკივილებს მარტოობის ნავსაყუდელში შეფარებული. მშობლიური, მშვიდი ქალაქი ბრძოლის ველად ქცეულიყო. ღამ-ღამობით, როდესაც მზე ჩავიდოდა და ამოვიდოდა მთვარე, მასთან ერთად ქალაქის ჯურღმულებიდან ამოდიოდა შლამისა და ზინზლის სუნი. შებინდების შემდეგ გარეთ გასვლა უსაფრთხო აღარ იყო. ამიტომ დარლინმა კატა აიყვანა. ამ შეშლილ სამყაროში სჭირდებოდა მესაიდუმლე და თანამგზავრი.

Continue reading “მადლობა, რომ”