მოგვიყევი შენს ლივაისზე

“მოგვიყევი შენს ლივაისზე” (Tell Us Your Levi’s®) – ლივაისის მუზეუმი აგროვებს ამბებს ლივაისის ჯინსზე მთელი მსოფლიოდან.

ლივაისი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ ჯინსად მსოფლიოში და უამრავ ისტორიაში მონაწილეობს. მაგალითად, გერმანელი ებრაელის, ერიკ გატმანის ოჯახი ლივაისის სიყვარულმა გადაარჩინა – მისი ბიძა ლივაისის დისტრიბუტორი იყო საქრამენთოში და ებრაელებს მესამე რეიხის დატოვების ნება რომ მისცეს, ერიკის ოჯახი აშშ-ში წაიყვანა და იმ უბედურებისგან იხსნა, რაც მოგვიანებით დატრიალდა ებრაელთა თავზე.

ამერიკელი მხატვარი სერჯ გეი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, რის გამოც ცხოვრებაში დისრკიმინაციის ბევრ ფაქტს გადაყრია. მისი ლივაისის ქურთუკი პროტესტის გამოხატულებად იქცა – სერჯ გეიმ მოხატა და დაიტანა ზედ სიმბოლოები, რაც სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებებზე მოგვითხრობს.

Continue reading “მოგვიყევი შენს ლივაისზე”

How-To: მეხუთე ჯიბე და ოთხი ნახვრეტი

რისთვის არის ჯინსის მეხუთე ჯიბე? ყოველთვის მაინტერესებდა.

ხურდისთვის ვიყენებდი ხოლმე. სხვა ბევრი ვერაფერი ეტევა. დღეს ხურდა კიარა ქაღალდის ნაღდი ფულიც ცოტა დამაქვს თან და მე-5-ე ჯიბეც უსაქმოდაა. უბრალოდ – სილამაზისთვის.

Levis-Watch-Pocket
Continue reading “How-To: მეხუთე ჯიბე და ოთხი ნახვრეტი”

Levi’s® x Snoopy

კვირადღის პოსტი

ამერიკის ორი ლეგენდა წარმოგიდგენთ გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას.

levis-peanuts-ss18-01

Continue reading “Levi’s® x Snoopy”

2011 წლის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე…

გაყიდვადი ტანსაცმელი

Timeless classics.

Continue reading “2011 წლის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე…”

მათ შექმნეს ამერიკა…

ამერიკული მოდის ინდუსტრიის ორი ლეგენდა – Levi’s და Brooks Brothers ერთიანდებიან, რათა ბაზარს წარუდგინონ ჯინსების ექსკლუზიური კოლექცია:

501, 505 და 514 სპეციალურად შექმნილი Brooks Brothers-ისთვის.

ეს მოდელები გარეგნულად არაფრით განსხვავდება Levi’s-ის ტრადიციული პროდუქციისგან, მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსით – ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია შეკერილი. კოლექცია Brooks Brothers-ის მაღაზიებში იყიდება და ფასიც შესაბამისია – რამდენჯერმე ძვირი, ვიდრე Levi’s-ის მაღაზიებში წარმოდგენილი ჯინსის შარვლები.

თუმცა, Levi’s for Brooks Brothers არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. ესაა ამერიკული ლეგენდა. თანაც, ორმაგი. Smile

Levis for BB

Continue reading “მათ შექმნეს ამერიკა…”

საყვარელი საჩუქრები: ჩემი ყველაზე პირადული პოსტი

ეს პოსტი განსხვავებული იქნება.

ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე არ ვწერ. ერთი რომ, არ მგონია, პირადული პოსტების კითხვა ვინმეს აინტერესებდეს, იმ ადამიანების გარდა, ვინც იქ, შეიძლება, ვახსენო. მეორეც, რაზეც არ უნდა ვწერდე – Lacoste-ზე, ვინი პუჰზე თუ ერიქ ქლეფთონზე – სინამდვილეში, მაინც საკუთარ თავზე ვწერ. 🙂

მაგრამ იანვრის დღეებში იმდენი რამ დაიწერა სადღესასწაულო საჩუქრებზე, რომ გადავწყვიტე, მეც დამემატებინა ერთი-ორი (დაგვიანებული) სიტყვა საერთო ყულაბაში…

Continue reading “საყვარელი საჩუქრები: ჩემი ყველაზე პირადული პოსტი”

უითმენი და “ლივაისი”

ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში Why wearing H&M still IS NOT prestigious ვწერდი, რომ დიდ ბრენდებს ასეთად (ბევრ სხვა რამესთან ერთად) მათი ისტორია აქცევს და ის ლეგენდები და მითები, რომლებიც ამ ისტორიის განმავლობაში იქმნება.

კომპანია Levi’s ერთ-ერთი ასეთი დიდი ბრენდია. ერთ-ერთი პირველთაგანი და ის საკუთარ ლეგენდებს თვალის ჩინივით უფრთხილდება და არც სხვებს აძლევს უფლებას, დაივიწყოს. ბრენდის ცნობადობა უნიკალურია, რამდენადაც, პრაქტიკულად, 100% აღწევს ყველგან, სადაც კომპანიის პროდუქცია იყიდება. ამვე დროს, Levi’s, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევებით, მუდმივად სახელდება “ამერიკის სიმბოლოთა” 50-ეულში (დოლარის ბანკნოტის, თავისუფლების ქანდაკების, ჰოლივუდის… გვერდით). ანუ, ვამბობთ “ლივაის”, ვგულისხმობთ – ამერიკას 🙂 და პირუკუ.

სწორედ ამ სიმბოლიკის თუ მითოლოგიის გამყარება განიზრახა სარეკლამო კომპანიის Wieden + Kennedy შემოქმედებითმა დირექტორმა სიუზან ჰოფმანმა (Susan Hoffman), ვისი იდეითა და ხელმძღვანელობით მომზადდა სარეკლამო კამპანია, რომელსაც, პირობითად, “ლივაისს+უითმენი” ეწოდება, ვინაიდან კლიპებს ფონად უოლთ უითმენის სტრიქონები მიჰყვება.

Continue reading “უითმენი და “ლივაისი””

501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ღმერთმა შექმნა ადამიანი.
სემიუელ ქოლთმა ისინი გაათანაბრა.
ლევი სთრაუსმა კი – დააახლოვა.

Levi_Straussებრაელმა ემიგრანტმა ბავარიიდან, ლოებ შტრაუსმა (Löb Strauss) 1847 წელს გადალახა ოკეანე, რათა აშშ-ში მისი უფროსი ძმების მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩართულიყო.  ნიუ იორქში დაფუძნებული სავაჭრო სახლი “J. Strauss Brother & Co.”, იმხანად უკვე გაფართოებას აპირებდა და სან ფრანსისქოს ფილიალის ხელმძღვანელად ოჯახმა ახალგაზრდა ლოები გაამწესა. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ფორმალობები მოითავა და ბიზნესშიც უკეთ გაერკვია, 1853 წლის მარტში ლოებ შტრაუსი (ანუ ამერიკულ ყაიდაზე – ლევი სთრაუსი/Levi Strauss) ქალიფორნიაში დაფუძნდა.

როგორც ჩანს, მისი ამბიციები ძმების კომპანიის წარმომადგენლობას შორს სცდებოდა – ლევიმაც სან ფრანსისქოში საკუთარი Levi Strauss & Co. შექმნა და დამოუკიდებლად მიჰყო ვაჭრობას ხელი (თუმცა, იმავდროულად, “J. Strauss Brother & Co.”-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა). მოგვიანებით, ნიუ იორქიდან მასთან და და სიძეც გადმოსახლდნენ (სწორედ ლევის დისშვილებს მოუწიათ მომავალში ბიძის საქმის გაგრძელება, თუმცა, ამაზე – შემდგომ).

“Levi Strauss & Co.”  სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნილებით მისი ჯინსის შარვალი სარგებლობდა. შარვალმა, რომელიც ორმაგი გვირისტით იყო შეკერილი,  ბევრი ჯიბე ჰქონდა, იოლად ირეცხებოდა, გამძლე და მოხერხებული იყო,  ადგილობრივ ოქროს მომპოვებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ფასი იმხანად 1 დოლარი და 46 ცენტი იყო. Continue reading “501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს”