ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ვორდპრესზე ვარსკვლავები?

მორიგი სიახლე Wორდპრესელებისთვის.

ბევრ ბლოგერს პოსტის შეფასების სერვისი აქვს ჩართული – აი, პოსტის თავში (ან ბოლოში) ვარსკვლავები რომაა ჩამწკრივებული  და მკითხველს შეუძლია, შეაფასოს.

ახლა მათ გვერდით ლურჯ რგოლში ლათინური ასო i გამოჩნდა (რაც ინფორმაციას/information აღნიშნავს). თუკი ამ რგოლს დაკლიკავთ პატარა ფანჯარა გაიხსნება, სადაც მკითხველთა აზრითა და შეფასებით ბლოგის ყველაზე რეიტინგული პოსტების სია გამოჩნდება. შეგიძლიათ იქვე ნახოთ დღისა და კვირის რეიტინგ-სტატისტიკაც.

ეს ყველაფერი გამოიყურება ასე:

Bloginfo

როგორც სურათიდან ჩანს, ჩემი ბლოგის ყველაზე რეიტინგული პოსტი ყოფილა
ახალგაზრდა მეამბოხე მწერალ გოგოზე, რომელსაც თავისი ვაგინა ძლიერ უყვარდა.

ძალიანაც კარგი. ეს პოსტი მეც მომწონს. SmileSmile

და Wორდპრესიც მომწონს.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი.

Wორდპრესმა კომენტატორებსაც მოუმზადა სიურპრიზი. ლურჯ წრეში მოქცეული i ყოველი კომენტარის თავზეც ჩანს და თუ დაკლიკავთ – მკითხველთაგან ყველაზე მოწონებული და რეიტინგული კომენტარების სიაც გამოჩნდება.

ას, ასეთი:

CommentsRating

მაკა ასათიანის კომენტარი “ახლა მმკ მითუმეტეს არ გაახარებსო”, რომელიც მან დატოვა ჩემს პოსტზე ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის გახსნილი სექს-შოფის შესახებ, ჩანს, მკითხველთა სულის სიმებს შეეხო და მოწონება დაიმსახურა. :).

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

დაალაიქე და ჩაეწერე ისტორიაში

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

8 thoughts on “ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ვორდპრესზე ვარსკვლავები?”

  1. ჰმ. სანამ თქვენ ეს დაგემატებოდათ, ბლოგსპოტელებს უკვე სტატისტიკა გვაქვს 1 თვეა! სადაც რეიტინგული პისტებია ვიზიტორების მხრივ და კიდე სხვა რამერუმებიიც :დდდ

    Like

    1. ეგ კაი ხანია არის. ეგერ რას კითხულობენ რომ წერია მარჯვენა სვეტში – მანდ ლაგდება მაგის მიხედვით პოსტები…

      ეს სხვა რამეა – აქ უკვე ქულების და შეფასებების მიხედვითაა.
      მე შეიძლება წავიკითხო პოსტი, მაგრამ არ მომეწონოს. ვიზიტების რაოდენობით მაგას ხომ ვერ მიხვდები? 🙂 თუ კომენტარში არ გაგლანძღა ვინმემ. 😉

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.